უაზრო .. სისულელე .. მაგრამ მე ყოველთვის ასეთი ლექსები მაქვს... იუმორისტული .. გიორგი კაკიაშვილი
იუმორისტული
2012-10-13 00:46:14
160/11

ყოველდღიური ჩემი ცხოვრება

ყოველ დილას ვდგები ფეხზე,
და მივდივარ სკოლაში,
ამ ორშაბათს ვაგვიანებ,
ალბათ არ ვარ ფორმაში.

ერთი, ორი, სამი, ოთხი,
და მეხუთე გაკვეთილი,
ვერ ვგებულობ ვერაფერს და,
მე ტვინი მაქვს გაჭედილი.

ნაშუადღევს გამოვდივარ,
და მივდივარ ქართულზე,
გამოგზავნილი პერანგი,
კი გამოვდე მავთულზე.

სულ გაიხა ეს ჩემისა,
მგონი ღილიც გადო,
შევედი მე გაკვეთილზე,
და ვაწამე აბო.

შემდეგ კიდევ ტვინის ბურღი,
წამივიდა გული,
აზარი და ლექსიკონი,
მელის ინგლისური.

გამოვდივარ და გავჩერდი,
მე ტვინი მაქვს არეული,
ისევ ვჭამე ხაჭაპური,
ყველ-მაკარონ გარეული.

ო... უსულო ზესტაფონო,
ქალაქში გვაქ ბულვარები,
დავიღალე, დავისვენებ ,
მაგრამ 7_ზე უნარები.

წავედი მე ნაღვლიანი,
უცებ თავში გამკრა,
უნარების კონსპეკტი,
ისევ სახლში დამრჩა.

ისე მაგრად დავიღალე,
თვალებს ტირილს უპირებ,
გამოცდებს კი ოდესმე,
დედის. დედას. უტირებ.. :D

:D :D :D :D გ.კაკიაშვილი .. იუმორის მოყვარული .



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    წაშალე ყველა ჩემი ნაწარმოები.. და მაგრად
    ავტორს შეიძლება გონია, რომ მართლა რაიმე ახლოს აქვს იუმორთან ამ ყველაფერს... ვურჩევ წაიკითხოს ადოლფ კომუნისტი ამ საიტზე და მინიმუმ იმის 30% მაინც უნდა იყოს რომ იუმორზე ქონდეს პრეტენზია. სინამდვილეში ეს რაც აქ წერია არის გასართობი გალექსილი "რაღაც", რომელშიც ძალიან მაღიზიანებს აგდებითი დამოკიდებულება
    "შევედი მე გაკვეთილზე,
    და ვაწამე აბო."
    წმინდანის მიმართ და მე როგორც საიტის ადმინისტრატორს შემიძლია დავბლოკო ეს ნაწარმოები, რადაგნ რელიგიის შეურაცხყოფააა ეს ფრაზა ერთგვარად, მაგრამ ცოტა ხანი იყოს, ავტორი იქნებ მიხვდეს თავის შეცდომას და მთხოვოს ნაწარმოების წაშლა.. :(

    -2
    წელს მაქ და დედას უტირებ.. : ) მალდობა
    "ისე მაგრად დავიღალე,
    თვალებს ტირილს უპირებ,
    გამოცდებს კი ოდესმე,
    დედის. დედას. უტირებ.." ეს არის ყველაზე მაგარი! :D :D მაგრამ, გამოცდებს ოდესმე კი არა, არამედ (თუ წელს გაქვს) წელსვე დედა უნდა უტირო! :D :D წარმატებები!+2 (მეტის დაწერა არ შემიძლია)
    გაიხარე ოთარ.. :)
  • 6
  • ოთარ პაპიძე
  • 2012-10-20 13:33:22
  • ნინო ღლონტი, ყველაზე მაგარი რაც იყო იმას აძაგებ მაინცდამაინც :))))))
    სახალისოა, მე მომეწონა :)
    გაიხარე რეზო... მადლობა
    გიო შენი მიმდინარეობა გაქვს და იუმორიც ნორმალურადაა დოზირებული! წარმატებები და მეტს ველით! ნინოს სიტყვები დარწმუნებული ვარ სტიმულს შეგმატებს!
    ++
    მადლობთ ობიექტური შეპასებისთვის.. : ) მადლობა მირიან .. შენც მადლობა ნინო.. : ) შემიფაცეთ იუმორით . ეს რო მოეზია არაა ეს ნათლად ჩანს და არც ვაბობ რომ პოეზიაა.. : ) შემიფასეთ იუმორით.. და ასე შემდეგ. რითმით.. : ) როგორც არი რა.. : ) მადლობა ყველას.
  • 2
  • ნინო ღლონტი
  • 2012-10-13 18:44:37
  • სულ გაიხა ეს ჩემისა,
    მგონი ღილიც გადო,
    შევედი მე გაკვეთილზე,
    და ვაწამე აბო. - ეს რა საშინელებაა???? (იუმორი არა ოღონდ) :O

    სწორად აღნიშნე დასაწყისში - უაზრო და სისულელე...
    კარგია გიორგი იუმორის შეგრძნება, თუმცა ეს რომ პოეზიაა არაა და ეგ სტატუსშიც გიწერია და მიხარია, რომ ათვითცნობიერებ ამას, ბევრი ამასაც ვერ აკეთებს. :) რიტმიც აქვს მეტნაკლებად ნაწერს (კარგი იქნებოდა რომ არ იცვლებოდეს სტროფებიდან სტროფებზე მელოდია ), იუმორიც სამოყვარულო დონის :) კარგი ადამიანი ხარ, გაიხარე :)
    ერთი +