ვიაროთ ასე ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-10-18 08:30:23
92/3

რა დრო გავიდა მას შემდეგ და მე და შენ ჯერაც,
ჩვენი გულებით დახატული სიზმრების გვჯერა,
ყველა გახუნდა,ღამე გაცვდა თვალს და ხელს შუა,
მაგრამ ჩვენ მაინც ვერაფერმა გვასწავლა ჭკუა,
მოვდივართ ერთად და მანამდე ვივლით მხარი-მხარ,
გვერდით დაბმული ემსგავსება სანამ ხარი-ხარს.
სხვამ არ იდარდოს,ჩვენს სმაყაროს არააქვს ღრიჭო,
ჩვენში ეტევა დედამიწაც და თვით მზეც ფიჩო.
ჩვენი ბრალია,ცოტაც სხვისი რომავართ ასე
ბედუკუღმართნი,მაგრამ მაინც ღიმილით სავსე,
მე ვერასოდეს შეველევი,ღამის ბორიალს,
რადგან თვალებმა(მაგ თვალებმა) ამიყოლია
და როცა გძინავს,მაშინ ცაზე ორი მთვარეა,
თავად ვიპოვე არავისთვის მომიპარია.
მავანი იტყვის ლექსის წერას უნდაო ნიჭი,
მე თუ მკითხავენ,უნდა მხოლოდ გოგო და ბიჭი,
გოგო და ბიჭი,ახდენილი ცისფერ ოცნებად,
ზღვისფერ თვალებით,უნებლიედ რომ გეკოცნება
ყველა საღამოს ,თუ გინდ დილით,ან და შუადღეს
და ბედნიერობ თუ დახვედი მაგათ ჭკუამდე.
გაუაზრებლად,ინსტიქტურად სიკეთე ვთესოთ,
ქვაზე რომ დახვდეთ მარიამს და მაიმუნ ბესოს.
მეუბნებოდნენ ბავშვობაში,სიცილის მერე...
მადლობა ღმერთს რომ სიჯიუტით არ დავიჯერე,
ბევრმა სიცილმა,უფრო მეტი ცრემლი იცისო
და მგლის ხახაა განაჩენი ცელქი კვიცისო.
ბევრი ვიცრემლეთ ყმაწვილებმა და დღეს ღიმილი
დახტის ბაგეზე თვალებშიღა შეგვრჩა ტკივილი.
ვიაროთ ჩემო,მშვიდად გავყვეთ შარას მხარი-მხარ...
ჩვენ გავხდით ერთხორც,ერთსულ,ერთგულ და მიხარიხარ!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კარგია და +2 ინსტიქტურათ არ მეწერება.
    ვიაროთ ჩემო,მშვიდად გავყვეთ შარას მხარი-მხარ...
    ჩვენ გავხდით ერთხორც,ერთსულ,ერთგულ და მიხარიხარ!
    ................
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2012-10-17 20:02:45
  • ბევრად უკეთესები წამიკითხავს ამ ავტორის... გაწელილია სატქმელი, არ მომეწონა რიტმიც, რადგან საკმაოდ მოძველებულია...

    + და წარმატებები მეგობარო..