ხელუკუღმა ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2011-06-28 17:07:42
295/14

დაიჭი, ზღვაო!
ეს ბეჭედი–არათითზე რომ გამიშავდა...
ეს სამაჯურიც გავიმეტე–
ქრიზოლიტებით...
დღეს მე მაცვია
ჩამავალიმზისფერი კაბა
და ცხელი...ცხელი....
ცხელი ქვიშა
დამაქვს ქოშებით.
გიბრუნებ, ზღვაო!
ყელსაბამებს:
მარჯნის, სადაფის...
ჰა, სავსე მთვარის მესამედიც–
ჩემი საყურე.
მე შეგიგროვე ჩემი მკვდარი,
ჩემი ცოცხალი,
მოვედი შენთან–
ხელუკუღმა გადმოგაყარე!
დღეს იმედები,
შორეული ნაოსნობის მეზღვაურები,
კოცნიან კონცხებს-
ზღვაში პეშვით გამოწვდილ მიწას,
მახურავს ჩადრი....
შავი ჩადრი,
და ბოლო კადრში–
მოელვარე თვალები მიჩანს.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ძალიან ლამაზი ლექსია.
    გამორჩეულად მიყვარს ეს ლექსი (და კიდევ ბევრი:*)
  • 12
  • შენი_ანი :)
  • 2011-09-18 11:51:12
  • ისევ დავბრუნდი smile და ისევ დადებითად დამუხტული მივდივარ აქედან. წარმატებები
    მახურავს ჩადრი....
    შავი ჩადრი,
    და ბოლო კადრში–
    მოელვარე თვალები მიჩანს.


    არაჩვეულებრივი შეგრძნებები, კადრები ...
  • 10
  • ლილია
  • 2011-09-12 14:05:05
  • ...ნეტა ორი იყოთ :)
  • 9
  • შენი_ანი :)
  • 2011-07-31 15:18:57
  • ისეთი კარგი ხართ რომ .......:) +
  • 8
  • ნათია პაპიძე
  • 2011-06-29 18:05:50
  • ძალიან მიყვარს ეს ლექსი – სადაც ვხვდები – ყველგან ვკითხულობ!

  • 7
  • ani matisi
  • 2011-06-28 20:32:52
  • მომწონს + აქ
    ძალიან მაგარი ლექსია, ძლიერი ძალიან!
    ძალიან კარგი ლექსია. ბრავო! +
  • 4
  • ჰენრი
  • 2011-06-28 17:06:35
  • აღარ ვიცი რომელი ნაწილი დავაკოპირო... ძალიან მომწონს, ძალიააან!ვიცანი ეს ლექსი!
  • 3
  • ა__ჩ__ი
  • 2011-06-28 15:32:47
  • ძალიან მესიამოვნა ეს ლექსი, რაღაც ლამაზი სიმფონია აქვს. მოგიკითხეთ აქვე...

    +
    კარგი ლექსია და სიმღერა თავისი განსაკუთრებული მელოდიით
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2011-06-26 16:02:53
  • ძალიან გამიხარდა თქვენი ლექსი აქ.

    +