მიხეილ სააკაშვილს - \"მიყვარხარ ასეთი მშვიდი და მდუმარე\" ADOLF KOMUNIST
იუმორისტული
2012-10-17 21:55:55
231/12

კონკრეტულად და მოკლე-დ (ჩვენი თორნიკე არა) იძულებული გავხდი (\"იძულებული\" ავად-ს არ ნიშნავს) ავმდგარიყავი და გამეკეთებინა განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, პირველ რიგში იმათთვის ვისაც სტალინი ჯერ კიდევ ცოცხალი ჰგონია მინდა ვთქვა რომ სტალინი ცოცხალია!!!

დალშე -

ლაპარაკობს და უჩვენებს ადოლფი, ლაპარაკობს და უჩვენებს ადოლფი:

საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უამრავი რამ მოხდა, პოეტები და მწერლები ამჟღავნებენ რომ მათი უმეტესი ლექსი და მოთხრობა პოლიტიკური ხასიათის იყო, რაც ადოლფს არ დარჩენია ყურადღებამიუქცეველი, აქვე გთავაზობთ რამოდენიმე ლექსის განმარტებას... ახალ ლექსებს და პოეტების ნააზრევს პოლიტიკაზედ.


შერატონში რომ აღმოვჩნდეთ
ერთად... ჩათვალე ვალი ხარ,
სუსტი მოხვედი ხოლო დღეს,
ო, რა მაგარი მრგვალი ხარ.

ალბათ მიხვდებოდით რომ ზოგი არაპოეტის ლექსებიდანაც ვიღებთ სტრიქონებს, \"გასაპიარებლად\"

:)



# # #

ბიძო ხარ? მე თავი მე-ბერ-ება,
უჰ, ფული კი არ მაქვს, ხურდებია,
ახლა ლექსებითაც გეფერები,
მიშას? სულ კისერი უტეხია.

რაღაც სხვანაირად ავწრიალდი,
საჩხერე იშორებს აფირისტებს,
შენი აჭარელიც კაცი არი,
ერთი ორი თეთრი ჩამირიცხე.


# # #

დაბადების თარიღი ათასცხრაასრაცგინდა,
დაბადების ადგილი რაც კალენდარს მოძვრება,
ვდგავარ ხელში რუპურით, მესამე ვარ მარცხნიდან,
როცა შენ შემომხედავ, ვყვირი \"ქართულ ოცნებას\"

# # #

არ გადადგე სიხარულო, მიშავ ქვეყნის განშტოებავ,
შერატონში თავანკარად მოღიღინევ და მაღალო,
კაცი იმით არ ფასდება შენც ხომ იცი - მარტო ებას,
თუ მასეა ბიჭოლასაც ვაჟკაცობა დავაბრალოთ.

# # #

და ფულს მხოლოდ ხელს უშვებდი იმიტომ,
როცა ჭამდი სლოკინისას გიშლიდა,
თუ არ მძულდე მე მიხმაროს იმ მიტომ,
მიხოს ბალღი რომ გაუშვილიშვილდა.

გახურებულს ეგ ზაგარი მეცნობა,
ზურგზე კუზი ამომსვლია მკერდებად,
ეს ლექსი კი ადრე იყო შეცდომა,
საქართველო საჩხერედან თენდება.

# # #

ხმას აძლევ ისევ ძველ პრეზიდენტს? მიდი, უარჰყავ!
ხომ ხედავ ძმაო უკვე გვარი დახტის კვიცივით,
მან თქვა კარგია საქართველოს როცა უყვარხარ,
მე ვთქვი კარგია საქართველოს როცა უყვარხარ,
შენ თქვი კარგია საქართველოს როცა უყვარხარ,
სააკაშვილი ამ სიტყვებზე მოკვდა სიცილით.



# # #

შენ იტყვი ერთ დღეს კრანტში წყალი რატომ არ მოდის,
ნაციონალი რომ დაირქვი რთული ყოფილა,
ყველა ხუთიანს ჩამოიხევ იმ საღამოთი
და ცისფერ ჯემპრში შემოძვრები მიშაშობილა.

აგიტოკდება თითო წარბი და თუმც \"ბანალნო\"
გაგრძნობინებენ სიდუხჭირეც როგორ გიტაცებს,
შენ იტყვი ერთ დღეს რომ არ გინდა იყოს კანალი,
სადაც ყოველი შოუ მიჰყავს დუტა სხირტლაძეს.

შორენას, ნინკას, ლალის, სოფოს, არა უქნა რა -
ჩვენმა მაღალმა \"რა დროაო\" ცელქი შეკითხვით,
შენ იტყვი ერთ დღეს მიშა იყო თურმე უქნარა,
მაგრამ შადრევანს ვერ ვხედავო მაგას ვერ იტყვი.

# # #

დუმბაძე მახარაძე, დუმბაძე მახარაძე და ა.შ.შ

# # #

გიორგი თარგამაძის ჩანაწერებიდან:

ცალი ხელით მიშა ვზარდეთ, მეორეთიც მიშაო,
თავო ჩემო უბედურო, უგნურო და პირშავო.

ასეთს ვზრდიდით გაიხსენე მილიონს და მილიარდს,
მაგრამ მიშა უფრო მეტად ედოს გამოზრდილია.

მეორდება ისტორია თავიდან და ბოლოდან,
ალბათ ჯობდა თავიდანვე ასლან ბაბუ გვყოლოდა.


ფ ა რ დ ა



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ხმას აძლევ ისევ ძველ პრეზიდენტს? მიდი, უარჰყავ!
    ხომ ხედავ ძმაო უკვე გვარი დახტის კვიცივით,
    მან თქვა კარგია საქართველოს როცა უყვარხარ,
    მე ვთქვი კარგია საქართველოს როცა უყვარხარ,
    შენ თქვი კარგია საქართველოს როცა უყვარხარ,
    სააკაშვილი ამ სიტყვებზე მოკვდა სიცილით.

    დაგლიჯა. ეს ლექსი ორიგინალიც უძლიერესია და პაროდიაც არ ჩამოუვარდება +++
  • 11
  • ზაზა გაბეჩავა
  • 2013-02-22 21:20:13
  • ვაახ მაგარია :დ
    მე მეგონა, ადოლფი ურაკპარაკზე იყო მხოლოდ და მისი ხათრით შევდიოდი იქ :))))))
    აწი მორჩაააა. ლიტკლუბზე ვარ სულით და გულით =D
    აქაცა შენ ხარ კაცოოო???? :)))))))))))

    მოწონება!!!
    გაიხარე შენა!!!
  • 8
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-10-21 23:38:10
  • შევაჯამე ნაწერი :D
  • 7
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-10-21 23:37:38
  • უბანთან – საარჩევნო,
    დგახარ და დილემაა,
    ოჯახი – ინფექცია – სილურჯე – თაბაშირი.

    : )

    ვახრამაგარია!
  • 5
  • ელი ტეფნაძე
  • 2012-10-18 12:26:09
  • "საქართველო საჩხერედან თენდება"

    :))))
    :დდდ მაგარ :დდ
    დაბადების თარიღი ათასცხრაასრაცგინდა,
    დაბადების ადგილი რაც კალენდარს მოძვრება,
    ვდგავარ ხელში რუპურით, მესამე ვარ მარცხნიდან,
    როცა შენ შემომხედავ, ვყვირი "ქართულ ოცნებას

    ყველაზე მაგრად ამაზე ვიცინე. დიდოსტატი ხარ ადოლფ! :))))
  • 2
  • ა__ჩ__ი
  • 2012-10-17 23:40:04
  • ოხ, ადოლფ ადოლფ, აქ რომ შემოვდივარ, სიბრძნე მემატება ხოლმე...

    +
    +
    +
    ................:)