თებრო (ვულგარული გამოხედვით) არამკითხე კურიერი
იუმორისტული
2012-10-29 00:12:34
135/5

შენს თვალებში მოგიზგიზე ცეცხლი ჩანდა,
დაგიძახე: მომიცადე გოგოვ მანდა!..
შენი დგომა მოცეკვავის პოზას ჰგავდა,
თავიდანვე მომეწონე მაშინ თან, და...

შენმა ტუჩმა სხვა ათასი მომაწყურა,
როგორ ძლიერ გიხდებოდა მხარზე სურა,
და გავხიე ლამის შენი მაისურა,
შენი მკერდის დაფარვა რომ მოისურვა.

და მე ვიყავ, გვერდით შენსა, ბედნიერი,
სიტყვაც გკადრე- მაგრამ არაკადნიერი,
და შენ ერთმან გამინათე ცისიერი.
... უსაზღვროდაც კი იყავი მშვენიერი.

...
შენ გიგალობ-არამკითხე კურიერი



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    გმადლობთ.
    მე მომეწონა
    რაღეცები კი არის სასაცილო... სერიოზული ნამდვილად არაა...:)
    ჰოო...:) ჩემმა მეგობარმაც ეგ მითხრა:((( საერთოდ არ არის სასაცილოო:)))
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2012-10-29 10:12:02
  • იუმორისტული?
    სად იყო იუმორი? :)