იები ბექა ქებულაძე
პოეზია
2012-11-01 00:34:45
53/1

შენამდე შორია და მაინც ახლოს ხარ,
გულს სიმფონიების ნოტებად მიები.
იქნებ მაგ თვალები ოდესმე ამოვხსნა
და მერე თამამად გაჩუქო იები.

შენ სული წამართვი, გონება კიარა..
ატმები ყვავიან ედემის ქარებში.
ცხოვრებამ უშენოდ ვერ შემაფრთიანა,
აღმართზე ასული დაღმართზე დავეშვი...

გონება უშენოდ ისედაც შევშალე,
რაც არის ჩვენს შორის არ მინდა დამთავრდეს..
მოვნახავ უფლისგან კურთხეულ მეჯვარეს,
იებით დაგნამავ მშვენებით ნამთვრალევს.

თუ ხელის გულებზე ოცნება დახაზე,
დატოვე იმედის მცირედი მარცვალი,
იფიქრე შვილებზე, მშობლებზე, და–ძმაზე
და სული საუფლო სივრცისკენ დაძარი.

შენამდე შორია და მაინც ახლოს ხარ,
არამაქვს სურვილი უშენოდ დავღამდე.
მე ამოცანა ვარ, შენ მისი ამოხსნა
და ასე ვმოძრაობთ ფილტვების დაღლამდე...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კარგია, წარმატებები! :)) +2