ერთი ორი სამი ... გიგა კვეტენაძე
პოეზია
2012-11-01 00:38:06
59/0

დათო მაგრაძის ლექსის სიყვარულს მრგებული ინტერპრეტირება


სევდას თუმდაც გათელის, გაქცეულს და უსიერს,
ფერით შემოსაზღვრული ფინალური ნათება,
ამ ოქტომბრის მრუმეში სისხლით ყველა სულიერს,
ქცევით რომ მომინდება სიყვარულის დანთება.

და თუ მე შემომცქერის ბრმათა მთელი ამალა,
ჩემი სულის ნეშთებად, ლექსებს გარეთ გავიტან,
მე დავრჩები ღამეში პოეზიის ამარა -
და ყველაფერს ამ ლექსით დავიწყებ სულ თავიდან.

გელოდება წვიმაში , ჩემი სულის აკორდი
სველად გაალებული სულ პატარა ღრუბელი,
ისევ მოვალ შენამდე - სიყვარულით გავკოტრდი
გაციებულს, დასეტყვილის (სწრაფად გამახსენება)

ძველი დროის აჩრდილი თუ შენამდე მოვიდა,
ამარკორდის ჟინიდან ვისკს ისევე დავისხამ,
და თუ სწრაფად გაივლი ნაკვალევზე თოვლიდან,
შენი ცრემლით სამაჯურს უსიკვდილოდ ავისხამ.

გაოგნებულ სიტყვებში მელნის ბოლო თამაში,
გაიქრქილა ტაეპად (წრფელობაზე მეტია)
შენი თმის ფერს შუაღამ ჩვსვამ ფერთა გამაში
რადგან სულის სიმკვეთრე ხელში არ დამეტია.

სწორედ ამის ნიშანი ჩემს ლექსებში ცოცხლდება,
გაქარვებულ სიტყვების, გაქარვებულ მშვენებად,
თუ ეს ცრემლი შენია, ჩემი ჩრემლიც მორცხვდება
რადგან გულის პოეტებს ჩემი მუზა შეება.

ცაზე შეინავადებს თოლიების კამარა,
და საწოლზე ლექსებად, ჩემ მესიზმრეს მივაწერ,
სულ დამტოვებ -
შიშველი პოეზიის ამარა,
ვიცი მე უშენობას მილიონჯერ ვინანებ.

ახლა მხოლოდ გზაშია ჩემი სიზმრის ქალღმერთი
როცა ბოლო ტაეპში შენი მუზა დამნებდა,
მერე, როცა დავწერე ჩუმად მითხრა \"ადექი\"
მაგრამ მუხლზე ვიდექი მხოლოდ სათაყვანებლად.

ამ ოცნების უგრძესი უსუსური დინება,
რადგან ახდა სუყველა სიყვარულის ქომაგი,
მე ხომ \"ბიტლზის\" სიმღერას ულენონოდ ვუსმენდი
მხოლოდ ჭიქა ვისკი და ...
რიჟრაჟამდე ორმაგი.

შანსი ისევ ნოლია - არ მინდოდა პირდაპირ
მეთქვა შენთვის სიტყვების უნებართვო მანტია,
რადგან ლექსის შრეებში ვეგუები იაღლიშს
რადგან ბოლო ტაეპი მხოლოდ დანამატია.

უკიდურეს სიტყვების, მელნის ბოლო თამაში,
ჩემი ლექსის სიმკვეთრე წრფელობაზე მეტია,
შენი თმის ფერს შუაღამ, ჩავსვამ ლექსთა გამაში,
რადგან ეს სიყვარული გულში არ დამეტია...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •