კასრელადოს გიგა კვეტენაძე
პოეზია
2012-11-15 12:58:54
50/0

შენი ოცნებები ჩემო დიონისე,
არყის ჭიქებზეა გათლილი,
ღვინის სარგაფიდან ისე შევიმოსე,
თვალში ფიალებით დათვლილი -
ღონე მაბერდება, სული მსუბიქდება,
ფიქრით გონება მაქვს აშლილი,
შენი ოცნებები ჩემო დიონისე -
შენი მითებივით წაშლილი...
ჭიქას ახატია, წვეთებს აწერია,
ღვინის ღვთებრივი მშვენება,
ცაში დიონისე - შენი ამორძალი
ზევსის ამორძალებს შეება.
გულმა დაიტია, ღვინომ ჩაიქცია
ნათელ სხივებივით გათვლილი,
შენი ოცნებები ჩემო დიონისე
ბოლო ჭიქებივით დათვლილი.
კასრზე აწერია, შუბლზე გაწერია,
თვალზე გაწერია ფიქრები,
შენი მონასავით - ქვევრის ჭიაყელა
კიდევ საუკუნე ვიქნები.
ღამე უთევიათ ჩემში ამორძალებს
უფრო უღონო და წაშლილი,
კაცი არ მინახავს
ბავშვი არ მინახავს -
ღვინით თმა არ ჰქონდეს აშლილი.
ბოლო სადღეგრძელო, ჩემო დიონისე,
დილის სიზმარივით გაქრება,
შენთან ერთად მოვკლავ ჩემს გულს -
ოღონდ კიდევ -
ერთხელ რომ შემეძლოს დაწყება...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 0
  •