ორიოდ სიტყვა თესლზე ოთარ ფეიქრიშვილი
იუმორისტული
2012-11-26 17:58:00
118/2

ყველას გვისწავლია ბოტანიკაში, თუ რა არის თესლი. თესლი არის პატარა, ჩანასახოვანი მცენარე, რომელიც მოთავსებულია სპეციალურ საფარში. იგი შეიცავს მომწიფებულ კვერცხუჯრედს, რომელიც ხელს უწყობს ზრდასა და გამრავლებას, ამრიგად, თუ დავთესავთ თესლს, გარკვეული დროის განმავლობაში მივიღებთ შედეგს - გაზრდილ მცენარეს, ნაყოფს.

ალბათ ამ აზრს იზიარებს სულხან საბას განმარტებაც - თესლი - ნაყოფის მშობელი.

არსებობს თესლის ბიოლოგიური შესატყვისიც(თუმცა, ამ შემთხვევაში ოდნავ სხვაგვარ თესლთან გვაქვს საქმე) - სპერმა. [ბერძ. sperma] - სითხე, რომელიც გამოიყოფა მამრობითი სასქესო ჯირკვლებიდან და შეიცავს სასქესო უჯრედებს.

ცხადია, რომ თესლი დაკავშირებულია გამრავლებასთან, გამრავლება არის მისი დანიშნულება.

თესლს დაესმის შეკითხვა - რა? შესაბამისად ის არსებითი სახელია.

მაგრამ არანაკლებ ყურადსაღებია თესლის, როგორც ზედსართავი სახელის გამოყენება თანამედროვე ქართულ საუბარში.

ასე, მაგალითად: თესლი მანქანაა, თესლი ხმა აქვს...

ამ შემთხვევაში თესლი სიმპატიას და რაღაც დადებითს გამოხატავს. ესე იგი, თესლი დადებით ასოციაციას იწვევს, რაც მისი დადებითი თვისებებიდან გამომდინარეობს. ის ასოცირდება გამრავლებასთან, სიცოცხლესთან, ნაყოფიერებასთან, ბარაქასთან, მშობელთან, მშობელი - სიძლიერესთან.

აქედან გამომდინარე, ზემოთ მოყვანილი მაგალითები შემდეგნაირად შეიძლება ჟღერდეს: ბარაქიანი(ძლიერი) მანქანაა, ცოცხალი(ძლიერი) ხმა აქვს... ბარაქალა და ა.შ.

არსებითი სახელის ზედსართავ სახელად გადაქცევა თავისთავად უცნაური მოვლენაა, მაგრამ არანაკლებ უცნაურია ერთი და იგივე ზედსართავი სახელის ხმარება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მნიშვნელობის გამომხატველ სიტყვად.

ვგულისხმობ იმას, რომ თესლი აგრეთვე გამოიყენება უარყოფითი აზრის გამოსახატავადაც. მაგალითად: თესლი ლექტორია, ნიშანს არ წერს...

ცხადია, რომ როდესაც ლექტორი ნიშანს არ წერს, მასზე ცუდს ამბობენ, ესე იგი, ამ შემთხვევაში, თესლი ცუდ ასოციაციას იწვევს. ამას მივყავართ იქამდე, რომ თესლის უარყოფით თვისებებზეც გავამახვილოთ ყურადღება. თესლი სუსტია, ადვილად დაზიანებადი. სპერმის შემთხვევაში, ის არის ლორწოვანი, არამდგრადი, ასე ვთქვათ, მერყევი.. (სპერმის უარყოფით თვისებებზე შემდეგი ანეკტოდიც მოწმობს - ბებერი სპერმატოზოიდი გზას აურევს ახალგაზრდა სპერმატოზოიდებს და კმაყოფილი ჩაილაპარაკებს - თესლი თესლურად უნდა მოიქცეო)

ლექტორის შემთხვევაში შეიძლება ასე ითქვას: სუსტი ლექტორია, ნიშანს არ წერს, ან მერყევი ლექტორია, ნიშანს არ წერს და ა.შ.



გისურვებთ გამრავლებას!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    საინტერესო ვისთვის, ჩემთვის თუ თქვენთვის? : )
  • 1
  • მირიან დვალი
  • 2012-12-09 03:13:31
  • ªთესლი სტატიაა...ª საინტერესოა რას უნდა ნიშნავდეს ახლა ეს?