ჯამბაზი ანა პაპოშვილი
პოეზია
2012-12-03 00:04:07
117/30

როგორც პატარა ჯამბაზს, უკრავენ ცირკში ტაშს ბევრს
და მოვინდომე ალბათ, რომ ვყვარებოდი ხალხს მეც.
სცენას მოვერგე თითქოს, ღიმილს ვჩუქნიდი ყველას,
მაგრამ ამ ნიღბის შიგნით სუფევდა ჩუმი სევდა.
თვალები ცრემლით სავსე, გულში ეს უტყვი წყენა,
ღიმილი მუდამ ბაგეს, ყალბი ღიმილი ყველას,
დაე იცინეთ ხალხო! ვერას გაუგებთ ჩემს დარდს,
მე ჯამბაზი ვარ თქვენთვის, ადამიანი-ღმერთთან..!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    გაიხარეთ : )
    მოვერცხლილ პეხმძიმე მთვარესთან ერთად ვსეირნობდი და თან პაპიროზს ვექაჩებოდი, აი ზუსტად ისე ცოდვები ჩემს სულს რომ ებღაუჭებიან.ჩვენთან ერთად იყო მესამეც, ქუჩის ბოლოს მდინარის პსეკრზე ცხოვრობდა. ჩრდილი... ჩრდილი ერქვა ! მან დაარღვია სიჩუმე და მითხრა: - ვინ ხარ ? - არ ვიცი, მაგრამ შემიძლია გითხრა ვინ მინდა გამოვიდე. - ??? - ადამიანი და თან მესარკე... "მე ჯამბაზი ვარ თქვენთვის, ადამიანი-ღმერთთან..!" სულში ჩამწვდა... +++
  • 28
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-01-12 17:00:37
  • მადლობა : ))
    ბატონ ზაზას დავეთანხმები, ისე ,მოიტანა ემოცია,მიიღე ჩემგანაც დადებითი შეფასება +2
  • 26
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-01-07 02:58:54
  • მეც გილოცავთ )) გაიხარეთ მადლობაა.. ეგ გადაწყვეტილება შევცვალე შემდგომ გარკვეული მიზეზების გამო )) გეთანხმებით სუსტი რითმებია .. ეს ლექსი დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ დავწერე და ალბათ ახლა რომ ვწერდე ცოტათი ძლიერი მაინც იქნებოდა :) ნამდვილად არ მეგონა თუ მოხვდებოდა თავფურცელის არჩევნებში, გამიხარდა ძალიან და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშმავს ჩემთვის :) დიდი მადლობა და თქვენც წარმატებები :*
  • 25
  • ზაზა-ბათუმელი
  • 2013-01-07 02:26:56
  • მოვედი :)
    შობას გილოცავ ანი, ამ ღამეს შემოვრჩი ამ ლექსებს, მარტო შენს არა... რედაქტორი ვარ და შენ წარმოიდგინე შენი ლექსი თავფურცლის არჩევნებშია გასული, რამდენად მოხვდება თა ვფურცელზე ცალკე თემაა, მაგრამ ამდენი ადამიანის კეთილგანწყობას მეც ძალიან ვისურვებდი, ერთ კომენტარში გიწერია არ მგოია მეტი ლექსი ავტვირთოო და მაგის საპასუხოდ გეტყვი, რომ მაგ შემხვევაში შენს სათქმელსაც უღალატებ, პოეზიასაც და ადამიანებსაც, მარტო აქ ატვირთვაზე არ ვამბობ,, დამოკიდებულებაზე გეუბნები, ასე რომ ... :)
    ლექსში რითმების პრობლემა დგას ჩემი აზრით, ცოტათი სათქმელისაც და ცოტათი შესრულებისაც, მაგრამ დრო სჭირდება ამ ამბებს და ყველაფერი უკეთ იქნება. ++ ჩემგან
  • 24
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-23 22:10:58
  • დიდი მადლობა :*
  • 23
  • დეა გვარამია
  • 2012-12-23 22:08:22
  • ბოლო სტროფია ყველაფერი...ყოჩაღ, მე მომეწონა...+++
    კარგი მიგნებაა
  • 21
  • შ. გელა
  • 2012-12-21 22:57:08
  • ბოლო სტროფებისთვის +
  • 20
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-21 01:10:37
  • გაიხარე .. დიდი მადლობა : )
    "ღიმილი მუდამ ბაგეს, ყალბი ღიმილი ყველას,
    დაე იცინეთ ხალხო! ვერას გაუგებთ ჩემს დარდს,
    მე ჯამბაზი ვარ თქვენთვის, ადამიანი-ღმერთთან..!"

    კარგი გოგო ხარ. წერე რაც არ უნდა იყოს )) ++
  • 18
  • როინ მაკარაძე
  • 2012-12-19 20:30:13
  • წარმატებები ანიიიიიიიი
  • 17
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-16 14:21:51
  • მადლობა : )) ვცდილოობ
    16 წლის... თუ ხშირად იშრომებ გამოგივა. მომწონს და წარმატებები +2
  • 15
  • როინ მაკარაძე
  • 2012-12-14 13:59:07
  • + + +
    მაგარია, მომეწონა
  • 14
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-13 00:52:56
  • ძალიან დიდი მადლობა , თქვენ რჩევებს გავითვალისწინებ .. მაგრამ აქ აღარ მგონია რამე ახალი ლექსი ავტვირთო კიდევ :) იმიტომ , რომ არ მესმის ადამიანის შინაგანი გამოძახილი გააკრიტიკო და თქვა ეს ძველია ძველიაა.. ახალი ვის რა უტქვია 21ე საუკუნეში?! აქ ჩემი ლექსებს არასდრო ს მიიღებენ პოეზიად გარდა თქვენნაირი კამონაკლისებისა .. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ :)
  • 13
  • გიო ხუციშვილი
  • 2012-12-12 18:26:15
  • სწორად გითხრა ანა გურამმა ახლა უნდა ადგე და შეძლო ყველაფერი ქვევიდან ზევით:) სხვანაირად ის რაც ყველას მოეწონა ოლო სტრიქონი დარჩება სტრიქონად რადგან ლექს მთლიანად ფარავს


    წარმატებებს გისურვებ
  • 12
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-05 23:21:14
  • მადლობაა : )) ხელმეორედ დავწერო იგივე ლექსი? :( არამგონია გამომივიდეს..
  • 11
  • GUR.J
  • 2012-12-05 20:32:33
  • მე ჯამბაზი ვარ თქვენთვის, ადამიანი-ღმერთთან..!

    ანა,დაჯექი ახლა და დაალაგე ზედა სტროქონები უკეთესად :) კარგი გოგო ხარ!
  • 10
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-05 15:49:07
  • დიდი მადლობა ))
  • 9
  • მგზავრი
  • 2012-12-05 15:29:26
  • წარმატებები ავტორს ++ უკეთესის მოლოდინში. ))
    დიდი მადლობა რჩევისთვის : ))
  • 7
  • გიო შენგელია
  • 2012-12-04 21:27:24
  • მომეწონა აზრი ლექსის მაგრამ უკმარისობა დამრჩა ზედმეტად უბრალოა თითქოს, ამას უფრო დიდი დატვირთვა მოუხდებოდა რითმის მხრივ. მე ასე ვფიქრობ. +1 ჩემგან
    ჰმ... ასაკთან ერთად მოვა, ასაკთან ერთად...
    დიდი მადლობა ყველას.. იმედია გავამართლებ მოლოდინს :)
    მომეწონა ხშირად წერე და იკითხე :*++
    სათქმელი გაქვს და კარგია უკვე, გამოხატვის ტექნიკა და სხვა დანარჩენი თუ არ დაიზარებ ასაკთან ერთად მოვა :)) წარმატებები +1
    16წლის ვარ : )
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-03 01:13:16
  • "მე ჯამბაზი ვარ თქვენთვის, ადამიანი-ღმერთთან..!"

    რა ასაკისაა ავტორი? თუ პატარაა ჯერ - ვფიქრობ, სამომავლოდ კარგ რამეებს უნდა ველოდეთ მისგან.