შავი როიალი ანა პაპოშვილი
გამოუქვეყნებელი
2012-12-04 00:39:52
30/20

ისევ ფერებად დახრილი ლანდი
ქვეყნად არც ერთ ჩრდილის, რომ არ ატარებს.
ისევ აზრები, ხსოვნა და წამი,
ცხოვრებას ოდნავ რომ არ აფასებს.

შავ როიალთან დავიდგამ სკამებს,
დავუკრავ მოცარტს, ბეთჰოვენს, კრამერს.
ავაგუგუნებ კლავიშებს ღამე,
რადგან არა აქვთ ჩემს ნოტებს ბაგე.

ვიცხოვრებ დღისით, ვიცხოვრებ ღამე,
არ მოვიკლებ მე არც წუთს, არც წამებს,
დღეებს დავითვლი ცხოვრების გზაზე,
არც ერთ ოცნებას არ გავცვლი სხვაზე.

მახარებს ყოველი ვარსკვლავი ცაზე,
მიწა კი მწვანე ბალახით სავსე.
აღარ მაშინებს მე დღე და ღამე,
აღარ მაშინებს ფოთლები გზაზე.

შავ როიალთან ისევ დგას სკამი,
უკრავენ მოცარტს, ბეთჰოვენს, კრამერს,
მე კი ჩუმად ვარ და ვფიქრობ ასე,
რატომ არა აქვთ ჩემს ნოტებს ბაგე.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 20
  • როინ მაკარაძე
  • 2012-12-19 20:33:01
  • მაგარია ანი, ნაგარი.
  • 19
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-19 20:25:44
  • ხო ეს 2წლის წინ დავწერე .. ჩემი პირველი სერიოზული ლექსიაა :დ გაიხარე მადლობაა :**
  • 18
  • გვანცა ერაძე
  • 2012-12-19 20:16:28
  • 14 წლის ასაკის გოგოსთვის საკმაოდ გულწრფელი და აზრიანიცაა.. აბა ვინ წერს ამ ასაკში ფილოსოფიურ თემებზე (ცოტა ალბათ, ძალიან) და არც უნდა გაგვიკვირდეს რითმის სიმარტივე... გისურვებ უფრო დახვეწას და ასაკის მომატებასთან ერთად მუზის გამრავალფეროვნებასაც :)) რჩევებს მოუსმინე, უადგილო კრიტიკაზე კი ნუ გაბრაზდები, შემოგივლი უკეთესის იმედით :)) წარმატებები
  • 17
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-16 14:31:28
  • :დ ორი ლექსი წავშალე .. გრამატიკულად გავასწორებ და აუცილებლად ავტვირთავ ისევ :) მე არ ვთვლი , რომ უშნაარსო და გაცვეთილი იყო.. აუცილებლად დავაბრუნებ კუთვნილ ადგილას :)
    ალბათ ესეთი ნაწარმოები ჯერ არავის შეუქმნია.) მომწონს ეს ,,აღმოჩენა"
  • 15
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-09 16:13:32
  • აი ზუსტად ამაში არ გეთანხმები დავით.. ილია და ვაჟა განუმეორებლები იყვნენ.. ვერავცის ვერ შევადარებ მათ.. ამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ :დ
  • 14
  • დავით დუმბაძე
  • 2012-12-09 15:44:03
  • ანა ამ კომენტარის მერე +1 დაგიწერე :D ჭკვიანი გოგონა ხარ მაგრამ ზოგი რაღაცა მაინც გეშლება...(ილია აკაკი და ვაჟა განუმეორებლები არ არიან..) უკეთესი თუ არა მისი მსგავსი შვილები ჰყოლია ჰყავს და იმედია ეყოლება საქართველოს.
    ნიკას შეფასებას სრულებითაც არ ვეთანხმები..)
  • 13
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-09 15:15:23
  • გიოსთან დაწერილ კომენტარს, რომელიც მე მეკუთვნის აქ გავცემ პასუხს.. ილიას და ვაჟას ვერც სალუქვაძეს შევადარებ და აქ მყოფი საზოგადოების ვერც ერთ წევრს. ისინი იყვნენ განუმეორებლები და ვერც ერთი ჩვენგანი ვერ დგას მათ სიმაღლეზე. ყოველ შემთხვევაში ახლა. სოციალურ ქსელებში არიან ადამიანები არანაკლები განათლებით ჩემო კარგო .. საზოგადოების 80% მაშინ უდონო ყოფილა, იმიტომ რომ გომელაურს დიდ პატივს სცემენ და მის ლექსებს ზეპირად სწავლობენ :) ეგ ინდივიდუალურია .. არასდროს არ გავაკრიტიკებ სხვის ლექსს შინაარსისს მხრივ .. იმიტომ , რომ სიყვარულზე , ცრემლებზე , პატიებაზე, სამშობლოზე, სიბრმავეზე, ბედნიერებაზე და ა.შ ყველანაირ კონტექსტში არსებობს ლექსები.. უკვე შექმნილია ქართველი თუ არა ქართველი პოეტების მიერ და რომელმა უნდა შევქმნათ ისეთი რამ რაც ხახლისთვის ახალი და მოულოდნელი იქნება?! ვიცი , რომ შეიძლებოდა ეს ლექსი ტექნიკის მხრივ უფრო გამემართა , მაგრამ მაშინ ასე მიმაჩნდა სწორად და შენ როგორ უნდა გააკრიტიკო ჩემი განცდები?! ,მივიღებდი შენიშვნას გრამატიკის მხრივ , რომ მოგეცა და რითმა გაგესწორებინა .. ამ შემთხვევაში კი შენს კრიტიკას ვერ მივიღებ.. ))
  • 12
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-09 14:56:42
  • :დ გიორგის საერთოდ არ ვიცნობ : )) იქ შედარებით კარგად იმიტომ ვსაუბრობ რომ ახლა 16წლის ვარ და ეს ლექსი 14ისამ დავწერე : ) ხო და კიდევ მაგ შენიშვნას ვერ მივიღებ იმიტომ , რომ აქ მე ნამდვილად მარტო ვარ და უკვე დავინახე კოალიციები :) ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა კომენტარში რას დამიწერენ სხვა მომავალი პოეტები :) მთავარია ხალხმა გაიგოს ჩემი ლექსის აზრი .. იმ ხალხმა რომელიც არ წერს ლექსს ))
    მე მაინც მგონია რომ გიო შენგელიამ აზრიანიაო იმიტო დაწერა,რომ ანამ მის "ლექსზე" კარგიაო დაუწერა ანუ სამაგიერო რა :D როდის გაიზრდებიტ ხალხნო...ანა თავიდან გიოს კომენტარებში გნახე და მაგიტო შემოვიხედე შენთანაც იქ შედარებით კარგად საუბრობდი...უკეთესებს ველოდი შენგან წარმატებები კიდევ ერთხელ და ბიძაშვილმამიდაშვილსიძეობანას არ ვიყოთ :D
  • 10
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-08 20:57:56
  • ცუდს არ მივიღებ :) გაცვეთილი შეიძება.. მადლობა
    არაფერი არ არის აქ ახალი თან ძალიან ცუდი და გაცვეთილი რითმებია რავი აბა მინუსი - წარმატებები.
    მაპატიე თავიდანვე ავიჩემე ნოდარი.. ძალიან კარგი ადამიანის მოგვარე ხარ და..
    ნოდარი არ მქვია მე და ეგ არ მითქვამს მე არც მე არ გეკამათები:)
  • 6
  • გიო შენგელია
  • 2012-12-07 16:21:07
  • აზრიანია საკმაოდ. ტექნიკის მხრივ სუსტია. ცუდი მხარის დანახვა ყველას შეუძლია კარგის ნაკლებად... :)
    არა ნოდარ შენ სხვაგვარად თქვი )) არავის ვეჯიბრები ჯერ-ჯერობით .. თურმე შენ ჩემზე უკეთესი ყოფილხარ და უკეთ იცი. აღარ დავიწყებ შენთან კამათს.. მადლობა წარმატებები , რომ მისურვე ;)
    მე ამ ლექსის შესახბ გითხარი შენ ანა, შენ სამწუხაროდ გეწყინა...წარმატებებს გისურვებ შეუფასებლად გავალ :)
    გზაზე ფოთლები ადრე რატომ იყო საშიში ეს პირადი ცხოვრებისეული მომენტია და შეიძლება ჩემი დამოკიდებულება ამ ამ ფაქტთან დაკავშირებით სუბიექტურია და არც უნდა ჩამესვა ლექსში , მაგრამ 2წლის წინ ასე ვთვლიდი საჭიროდ : ) კლავიშები ნოტების ენით საუბრობენ და გამოსცემენ მელოდიას , ამ შემთხვევაში კი "გუგუნი" ჩემი ნოტების მელოდიას ვერ გამოსცემდა.. ეს გაიგივებული იყო "დუდღუნთან" და ისეთ მეტყველებასთან , რომელიც სათქმელს ვერ ამბობს გაუმართაობის გამო )) რაც შეეხება პრიმიტიულს , შეიძლება ახალი და განსაკუთრებული არაფერი მითქვამს , მაგრამ ჩემი სათქმელი ვთქვი.. დიდი მადლობა რჩევებისათვის ))
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-05 21:34:06
  • ნოტებს ბაგე რატომ არაააქვთ, ეს მეტნაკლებად გასაგებია. ალბათ, რომ ვერ აალაპარაკეთ ეს გაწუხებთ, მაგრამ რაღა შუაშია მაშინ

    "ავაგუგუნებ კლავიშებს ღამე" <<

    კლავიშები ხომ ნოტების ენით საუბრობენ?


    ძალიან, ძალიან მწირი ლექსიკური მარაგია აქ. თან – პრიმიტიული ენით დაწერილი. აქაც იგივე შემთხვევაა – ავტორის ასაკი არ ვიცი და რთულდება ობიექტურობის დაცვა.

    პრიმიტული ყოველთვის უარყოფითს არ ნიშნავს, მაგრამ ამჯერად – ვერაა გამონაკლისი. ჩემი აზრით.

    მინუსი.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-05 18:12:46
  • "შავ როიალთან დავიდგამ სკამებს" - სკამებს ალბათ იმიტომ, რომ რითმა მოითხოვდა... ცუდია ასე...

    "ავაგუგუნებ კლავიშებს ღამე,
    რადგან არა აქვთ ჩემს ნოტებს ბაგე" - უშინაარსოა.

    "აღარ მაშინებს ფოთლები გზაზე"- გზაზე ფოთლები ადრე რატომ იყო საშიში, ახლა რომ აღარ გაშინებს?

    სასვენი ნიშანი ზოგან უადგილოდაა დასმული.

    მინუსი, უკეთესებს დაველოდები
    წარმატებები