ჩვენი ბავშვობა ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-12-09 00:43:02
79/7

ჩვენი ბავშვობა იწყებოდა მზიანი დილით
და მერე,დიდხანს გრძელდებოდა უფერო მერხთან
ჯდომა,რომელიც იმ დროისთვის გვეგონა \"ჭირი\"
სინამდვილეში,თურმე იმ დროს \"სიცოცხლე\"ერქვა.
და თურმე მაშინ,თბილისური უფანჯრო სკოლა,
ჰგავდა უდღეო ოცნებების სამშორბიაროს.
ზამთრებიც იყო,სიხარულიც,გუნდების სროლაც
და საქანელის ნარჩენები როგორ ტრიალებს
ახლაც კი მახსოვს(უფროსწორად ჩემს სიზმრებს ახსოვთ)
ყველა გაზაფხულს დღემდე,ვხვდები იის კონებით,
ამ დედამიწას ფიფქისხელას არაფერს არ ვთხოვ,
მხოლოდ იმას რომ იმ სიმღერას გამაგონებდეს,
რომელიც მაშინ ჩაგვესმოდა,სახელად ერქვა...
(რა ერქვა ,ზუსტად უფალმაც კი არ იცის ალბათ)
და მელოდია,უფრო ჰგავდა იმ გულის ფეთქვას,
ბავშვური გულის,გაფრენა რომ სწყურია ხარბად.
მერე დავკარგეთ, ჩვენ დავკარგეთ სუყველამ ერთად
თვალს და ხელს შუა,გაგვეპარა ბავშვობა მთელი.
და ერთმანეთი ისე მალე შემოგვაბერდა,
რომ წარმოსახვით ბორკილებსაც ვერ დავუძვერით.
გვქვია დიდები,უფრო სწორად,მონები გვქვია
ახლა და სულაც არ ვუჩივით საკუთარ ყოფას.
შემთხვევისათვის,მაინც ვტოვებთ ლულაში ტყვიას,
იმ შემთხვევისთვის, თუ ოცნება თავს წამოყოფს და
კიდევ ეცდება გაგვახსენოს თავისუფლება,
ო,რა რთულია ისაუბრო წარსულზე მაშინ,
როცა გაშინებს სიკვდილს ძილი რომ დაუფრთხება,
მგელი რომ ხარ და რომ ვერ ყმუი,საკუთარ მთაში.



ესაა კაცის დაბრძენება,ანუ სენია,
როცა იზრდები და მატულობს გგონია ჭკუა,
შიში მატულობს და მართლაც რა მოსაწყენია
შერჩე სამყაროს სიკვდილსა და სიცოცხლეს შუა...


ახლა ღამეა,ქარი უსტვენს პალმის ტოტებზე,
და მე ამ ლექსს ვწერ,მოქცევაა,ზღვაზე ქაფია,
მე დღეს თუ მოვკვდი, ეს იქნება ჩემი პროტესტი!
\"ბავშვად წავიდა\" -მიმიწერეთ ეპიტაფიად...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    გვქვია დიდები,უფრო სწორად,მონები გვქვია
    ახლა და სულაც არ ვუჩივით საკუთარ ყოფას.
    შემთხვევისათვის,მაინც ვტოვებთ ლულაში ტყვიას,
    იმ შემთხვევისთვის, თუ ოცნება თავს წამოყოფს და
    კიდევ ეცდება გაგვახსენოს თავისუფლება,
    ო,რა რთულია ისაუბრო წარსულზე მაშინ,
    როცა გაშინებს სიკვდილს ძილი რომ დაუფრთხება,
    მგელი რომ ხარ და რომ ვერ ყმუი,საკუთარ მთაში. ++++++++++++++++
  • 6
  • DADU
  • 2012-12-10 15:46:43
  • მომეწონა ...უმაგრესი ლექსია++
    უღრმესი მადლობა ყველას,ნათი მადლობა რომ შენიშნე პროგრესი,ახლახან შეუსრულდა ჩემს მდღაბვნელობას ერტი წელი:)იმედია კიდევ იქნება მეტი პროგრესი,გაიხარეტ მიყვარხარტ ყველა:*
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-09 13:10:22
  • "შემთხვევისათვის,მაინც ვტოვებთ ლულაში ტყვიას,
    იმ შემთხვევისთვის, თუ ოცნება თავს წამოყოფს და
    კიდევ ეცდება გაგვახსენოს თავისუფლება,"

    "მგელი რომ ხარ და რომ ვერ ყმუი,საკუთარ მთაში." – ამ ფრაზაზე დაიარა ხერხემალში. მალე ჩამოდი მაგ პალმებიანი "უცხო სამოთხიდან"


    ფინალიც მომეწონა.

    ახლა რომ გავიხსენე, შედარებაც არაა თავიდან რომ ლიპო გავიცანი როგორც მკითხველმა – მაშინდელსა და ახლანდელ ლიპოს შორის, ზრდა გაქვს უდიდესი!
    სასიამოვნო წასაკითხია
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-08 13:53:28
  • უბრალოდ,
    ლიპოს უჭირს ტექსტის ერთ დონეზე წერა.
    ზოგან - ძლიერია, ზოგან - სუსტი.
    ფინალი მეტად მომეწონა.

    +
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-07 23:52:32
  • თურმე იმ დროს "სიცოცხლე"ერქვა - ეს სტრიქონი ვერ.

    უფროსწორად- უფრო სწორად.

    რითმები მომეწონა ერთი-ორი გამონაკლისის გარდა.

    ოდნავ პატარა ლექსშიც ჩაეტეოდა ეს სათქმელი.

    მაინც პლიუსებს ვტოვებ აქ :)