საბედისწერო ნოემბერი ანა პაპოშვილი
გამოუქვეყნებელი
2012-12-07 14:22:59
19/8

არ იმსახურებ მოგიძღვნა ლექსი,
ბგერები შენზე ბევრად ძვირია.
დღეს შემოდგომის ბოლო თვეს ვებრძვი,
საბედისწერო ნოემბერია.
გზააბნეული ავდივარ ფეხით,
ნისლშერეული ცხოვრების ფიქრებს.
ხელის ცეცებით, ნაბიჯით ვყვები,
არ არსებული ოცნების კიბეს.
ვაგიჟებ? არა დღეს მე მაგიჟებს,
ეს შემოდგომის ჩუმი \"ავდრება\".
მე-ძალადაცლილს და ღონემიხდილს,
არ ძალმიძს გრძნობის, სულის ავსება.
ვერ ვხვდები აისს, მზის ნათელ ფერებს
და ვერც ვმშვიდდები დაისის ცქერით.
თუმც შემოდგომით ვეძებდი ლექსებს,
ახლა ვგრძნობ ვკარგავ თანდათან, ბგერით.
ფიქრი მიჩხრიკავს გონების სადგურს,
იცი, შენ ?! ჩემო ლექსო საწყალო,
ნუთუ დღეს ისევ ნოემბერია
საბედისწერო, ორგზის საბრალო.
რა ვქნა მივბაძო მე დიად ტატოს
და ბუნებაში გავბნიო ლექსი,
იქნებ მეც ვიგრძნო ნუგეში ტყისა
და უფრო მეტი ვეძიო ჩემში.
დღეს შემოდგომის ბოლო თვეს ვებრძვი,
ვფიქრობ ეს ლექსი შენზე ბევრია
თუმცა დეკემბრის იმედად ვრჩები,
საბედისწერო ნოემბერია.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მადლობა მედეა .. მიხარია ამის წაკითხვა : )) :***
  • 7
  • დეა გვარამია
  • 2013-01-21 18:40:07
  • "დღეს შემოდგომის ბოლო თვეს ვებრძვი,
    ვფიქრობ ეს ლექსი შენზე ბევრია
    თუმცა დეკემბრის იმედად ვრჩები,
    საბედისწერო ნოემბერია."
    ძალაინ მომეწონა, ყოჩაღ ანა.. რა კარგი გოგო ხარ:*:*:*:* წარმატებები
    შეძლებისდაგვარად გავასწორე შეცდომები : ))
    აქაც იგივეს ვიტყოდი რაც წინა "ლექსზე" დავაკომენტარე :)
    3 წერტილიც ნაწარმოებია
    "ტატო" -ნიკოლოზ ბარათაშვილი )) .. თქვენს გარდა ზუსტად 61-მა ადამიანმა გაიგო ამ ლექსის შინაარსი ..

    ნათია მემგონი რა კავშირია ნოემბერსა და იმ ადამიანს შორის ვისაც ეს ლექსი ეძღვნება უადგილო კითხვაა .. ჩემი აზრით ,, მადლობა შეფასებისთვის და ნახვამდის :)
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-09 18:36:43
  • გზააბნეული < ერთად
    ვყვები < "ჰ" ამოვიღე
    მე – ძალადაცლილს... < როდესაც განმარტება მოსდევს რაიმე აზრს, მოვლენას, სუბიექტს... დეფისით უნდა გამოიყოს.

    "არ ძალმიძს გრძნობის, სულის ავსება." < ამ სტრიქონის შემდეგ აირია მონასტერი.აზრობრივი შეუსაბამობაა ბევრგან. ლაფსუსები ჭარბობს.
    "ტატო" – ამ პერსონაჟის შემოყვანამ მთლად დამაბნია.

    მოკლედ, სხვა თუ არაფერი, ლოგიკურობი გადაბმა მაინც უნდა იყოს ნაწერში. უბრალოდ, მკითხველი რომ სათანადოდ გაერკვეს.

    ამჯერად
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-09 14:53:31
  • არ არსებული – კომპოზიტია და ერთად იწერება.

    სიმართლე რომ ვთქვა, ვერ მივხვდი რა კავშირია ნოემბრის თვესა და იმ ადამიანს შორის, ვისი საკმაოდ დამაცირებელი "აღწერითაც" იწყება ნაწერი.

    ანა, გულწრფელი ნაწერია. დაგცალათ,ალბათ, მაგრამ, ტექნიკური შესრულების თვალსაზრისით მეტი უნდა მოსთხოვოთ საკუთარ თავს. გაცილებით მეტი.