მოხეტიალე(I მოთხრობა) ლიპო ლიპარტელიანი
პროზა
2012-12-15 00:25:52
52/5

დროს და დროებას ბევრი რაღაც შეუძლიან განაპირობოს ადამიანში,ანუ კონკრეტული ადამიანი სხვა დროს რომ დაბადებულიყო შეიძლება სულ სხვა პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო და ეს არახალია,ვერავინ იფიქრებდა რომ იმ თაობას რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს დაიბადა და მთელი ბავშვობა ომის და შიმშილის მეტი არაფერი უნახავს,ნორმალური მომავალი ექნებოდა,ექნებოდა ნორმალური განათლება და ამ თაობის ადამიანები პიროვნებებად ჩამოყალიბდებოდნენ,მაგრამ ღვთის წყალობით ეს ყველაფერი დღეს ჩვენი რეალობაა და იმ თაობის ადამიანები ნელ-ნელა გამოდიან ასარეზზე,ცხოვრობენ ნორმალური ადამიანების ცხოვრებით,უყვართ,უხარიათ,სწამთ,ფიქრობენ,პროგრესირებენ,ანუ შემდგარი პიროვნებები არიან,ჩემი ნაწარმოების გმირებიც ომის შვილები არიან რომლებმაც თავის თავზე გამოსცადეს,შიმშილი,უგაზობა,უშუქობა,უწყლობა,ახსოვთ დაცხრილული რუსთაველი,პურის რიგები,დანგრეული გზები თუ ეკლესიები,ადამიანების გულგრილობა ყველაფრისადმი და მაინც ჩამოყალიბდნენ ისეთ პიროვნებებად რომლებსაც პატრიოტიზმი მხოლოდ წიგნებიდან არ უსწავლიათ და წაკითხული მალევე არ დავიწყნიათ,გაამძაფრეს,გააღვივეს ეს გრძნობა და გახდნენ ჯანსარი საზოგადოების რიგითი ჯარისკაცები,სრულფასოვანი მოქალაქეები. ქართველობა მხოლოდ სტატუსი როდია,ეს სარწმუნოებაა,რომელიც სისხლში თუ არ გაქვს რაც არ უნდა ეცადო ვერ იქართველებ,ვერ გეყვარება,ვერ გეტკინება ის რაც ქვეყანას სტკივა და ვერ დატკბები იმით რაც ქვეყანას უხარია. ამ ნაწარმოების მთავარი გმირები უბრალო თბილისელი ბიჭები არიან ქართული გულებით,ცხოველური სიყვარულით საქართველოსადმი და ამ სიყვარულმა გადააწყვეტინათ რომ თავიანთი თვალით ენახათ თავიანთივე ქვეყნის ის ადგილები რაც საექსკურსიო რუკებზე არ გვხვდება,ეცხოვრათ იმ ხალხთან ვინც საკუთარ მონაგარსაც კი აღარ ახსოვს,იმ ხალხთან ვინც კომფორტს მთა ამჯობინა და დღემდე რის ვაი-ვაგლახით,მაგრამ მაინც უნარჩუნებს მთას ერთ თუ ორ კომლიან სოფლებს და მადლობა ღმერთს რომ ისინი კვლავ მრავლად არიან. ლექსო ერთი თბილისელი ბიჭია,ისეთი ბიჭი როგორიც ზევით აღვნიშნე,ანუ ისიც ომის შვილია ჩვეულებრივი ბავშვობით,ჩვეულებრივი ზოგადად,თორემ ამ თაობის ბავშვობა როგორი \"ჩვეულებრივიც\"იყო ყველას კარგად მოგვეხსენება,დაამთავრა სკოლა,შემდეგ უნივერსიტეტი და ნორმალურ სამსახურსაც მიაგნო.ეს ბიჭი არაფრით არ იქნებოდა გამორჩეული, რომ არა ერთი ასევე ჩვეულებრივი დღე და მეგობრების არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება.ამ დღეს ლექსოს ძმა ზურა და მისი მეგობრები,რომლებიც ამავდროულად ლექსოს მეგობრებიც იყვნენ მიდიოდნენ ხევსურეთში.დილით როცა ძმებმა გაიღვიძეს ზურამ უთხრა:

-მთაში მივდივართ და ხომ არ გინდა რომ წამოხვიდე?

-რავი აბა,ესე როგორ,არც არაფერი მაქვს გამზადებული,თან რაღაც საქმეებიც მქონდა...

-დაიკიდე რა,ადექი ჩაიცვი და წამო,საღამოს დავბრუნდებით,თან არც ჩვენ არ ვიცით ზუსტად სად მივდივართ,ერთი ეგ ვიცით რომ ხევსურეთში,დანარჩენს გზაში გავარკვევთ

-წავიდეთ და წავიდეთ მაგის დედაც...

ლექსო ჩაცმას შეუდგა,ამ დროს ტრანსპორთიც მოვიდა,სულო და კობა გოლფ 3-ით უკვე კორპუსთან იცდიდნენ.ძმებმაც ბევრი არ ალოდინეს და მანქანა ცოტა ხანში თბილისსაც გასცდა.

-რამე ნორმალური მუსიცა ჩართე რა,ამ რადიომ ტვინი წაიღო უკვე.უთხრა ზურამ კობას.

-ბიჭო შენი ნორმალური ვიცი მე და წამოვიღე ხევსურული სიმღერების ნაკრები,ხო ხედავ როგორ ვზრუნავ შენზე შეჩემა.

-აუ კაცურად ჩართე მერე რა,ამდენი ხანი რას მტანჯავ.

-ბიჭო რა მუსიკა ტო პური რო დაგვავიწყდა,სამწვადე კი ვიყიდე მაგრამ პური აღარ გამხსენებია.

-გზაზე შეგვხვდება სადმე თონე და ვიყიდით.თქვა სულომ.

დუშეთის გზაზე თონეს წააწყდნენ,ლექსო პურის საყიდლად გადავიდა და კარგად ნასვამი ხავსური ბიძაც თან მოიყოლა,რომელიც გუდანში მიდიოდა თურმე.

-გამარჯობა ბიჭებო,ოთარა ვარ ჭინჭარაული,დავეტევით ხო?

-დაჯე დაჯე ძიაკაცო,დავეტევით მა რას ვიზამთ,უთხრა კობამ.

ჭინჭარაულმა დაიწყო ამბების გამოკითხვა,საიდან მოდიოდნენ,რა უნდოდათ ხევსურეთში,აქეთ ხომ უცხოელების გარდა თვალს არავინ შვებაო,ხევსურებსაც კი ეზარებათ ზაფხულობით აქ ამოსვლაო,ბიჭებმა აუხსნეს რომ არცერთი არ იყო მანამდე ხევსურეთში ნამყოფი და ექსპრომტად გადაწყვიტეს წამოსვლა.ძიამ მოუწონა გადაწყვეტილება,კარგი მოგონებებით წახვალთ ბარშიო.ესე ბარის და მთის ამბების გაცვლით ავიდნენ გუდანამდე.

-ეეე ეს რა ლამაზი ადგილები ტო,ესეთი მაგარი თუ იყო ნაღდად არ მეგონა,ეხლა ვხვდები რატო დადის ლეგენდები ამ მხარეზე.თქვა ლექსომ

-არც ჩვენ გვეგონა ესეთი ლამაზი თუ იყო,ერთხმად უპასუხეს ბიჭებმა.

მასპინძელმა მოგშივდებოდათო და სახელდახელო სუფრა გაუშალა ბიჭებს,ჟიპიტაურიც დააგემოვნებინა თიტო ჭიქა და გიდობასაც შეჰპირდა,მაგრამ ბიჭებმა იუარეს,ჩვენით მივაგნებთ ყველაფრს თქვენ არ შეწუხდეთო,ოღონდ ერთი ეგ გვითხარი გუდანის ჯვარზე როგორ ავიდეთო,მასპინძელმაც აუხსნა და მადლობის გაცვლით დაცილდნენ ერთმანეთს.

უკვე შუადღემაც მოატანა,მზე ჭაღივით ეკიდა ცაზე,აქა-იქ თეთრი ღრუბლები მიმოფანტულიყო,გორებს ნარინჯისფერი გადაჰკვროდა,შემოდგომის პირი იყო,ტყეც ცისარტყელასავით იყო აჭრელებული,სუნთქვა ჭირდა,სუფთა ჰაერს ვერ გუობდა მტვრით გაჟღენთილი ფილტვები,ბუნების მუსიკა ესმოდათ ბიჭებს,ეს იყო განუმეორებელი მელოდია,მელოდია არაამქვეყნიური მუსიკოსის შესრულებით.

-აქ რა მოგკლას ტო?!თქვა სულომ

-თუ სიკვდილია,ასეთ ადგილას სიკვდილი უნდა ინატრო კაცმ-დაამატა ზურამ-შეხედე ყველაფერი სხვანაირია,სამოთხეს ჰგავს.

-წამო ცოტა გავიაროთ თორემ ვერაფრის ნახხვას ვერ მოვასწრებთ.

-წამო ხო წავიდეთ.თქვეს ერთხმად და გორაზე გადავიდნენ,გორას ბილიკი მიუყვებოდა და სულ რაღაც 300-400 მეტრში ეს ბილიკი მჟავე წყლებს მიადგა.

საოცარი სანახავია ბუნებრივი მჟავე წყალი,ირგვლივ ყველაფერი,ჟანგისფერია,სანამდეც წყალი მისწვდება.ჰაერში უცნაური სუნი ტრიალებს და მნახველს თავისკენ გექაჩება,ერთი სული გაქვს პეშვი გაივსო და დააძღე ამ წყალს,მაგრამ პეშვის პირთან იტანისას ხვდები რომ ეს არც ისე ადვილია,არცერთი ქარხნული მინერალური წყალი არ არის ისეთი გაზიანი,როგორიც მთის მჟავე წყალი.

-ეს რა უბედურებაა ბიჭოკინაღამ გავიგუდე,არადა რა გემრიელია-შენიშნა ლექსომ

-მერე შენც ცოტ-ცოტა დალიე გიჟივით რო ეცი-უთხრა ზურამ და ბიჭებმა სიცილი დააყარეს,ლექსო ჯერ კიდევ ვერ სუნთქავდა კარგად მაგრამ,წყურვილმა და ამ წყლის უცნაურად სასიამოვნო გემომ თავისი გაიტანა,მიწიდან ამოხეთქილ ზეციურ სითხეს ხელი ღარად მიუშვირა და მანამ სვა სანამ სუნთქვა შეეძლო,მერე გახარებული წამოხტა და ხმამაღლა შეჰყვირა

-აა ძმაო სამოთხე!

მთებში ეს სიტყვები რამდენჯერმე კიდევ განმეორდა.ბიჭები ვერ ტკბებოდნენ სილამაზით და დრო ისე მალე გავიდა ვერც კი გაიგეს,საღამომაც მოატანა,გაახსენდათ გუდანის ჯვარი რომ უნდა ენახათ და უკვე შებინდებულზე სალოცავში შედიოდნენ.

ყველაფერს ხევსურული იერი დაჰკრავდა,შესასვლელი კარი მოჩუქურთმებული იყო,ასევე ზარიც,საუკუნეების წინანდელი ლუდის სახარშიც.ეს იყო დახვეწილი ხელით შესრულებული ურთულესი ჩუქურთმები,სალოცავში ესვენა ქვაზე ამოტვიფრული ულამაზესი ხატი,ენით გამოუთქმელი აურა სუფევდა,სისუფტავის ,სიწმინდის,მთის ყვავილების გასაოცარი სურნელი ტრიალებდა.ბიჭებს გასაოცარი გრძნობა დაეუფლათ,აქ ყველაფერი იმდენად უჩვეულო და იმდენად ახლობელი იყო რამ არცერთს არ უნდოდა ამ ადგილს მოშორებოდა,მაგრამ უკვე კარგად იყო დაღამებული და თბილიშში უნდა დაბრუნებულიყვნენ.სალოცავიდან გამოსულები დაღმა დაეშვნენ და მანქანამდე რომ მივიდნენ,არცერთ მათგან არ ჰქონდა თბილისში წასვლის სურვილი.კობამ გაამხილა:

-კარავი მაქვს წამოღებული ყოველი შემთხვევისთვის და ზოგმა კარავსი დავიძინოთ ზოგმა მანქანაში.

ამან ყველა ძალიან გაახარა,ცეცხლი დაანთეს და მწვადის შეწვას შეუდგნენ,სასმელიც თან ჰქონდათ წამოღებული და გიტარაც,დაკვრა არცერთისთვის იყო უცხო ხილი,კარგახანს იბაასეს,ერთმანეთს ემოციებს უზიარებდნენ და გიტარასაც მოსვენებას არ აძლევდნენ.ტყიდან უამრავი ყვითლად ანტებული თვალი იყურებოდა,მაგრამ შიში სულაც არ უგრძვნიათ,განვლილმა დღემ,სასმელმა და ერთმანეთის იმედმა შიში საერთოდ გაუქროთ.ასე იცის მთამ,შიშს ავიწყებს ადამიანს.შუაღამემდე იმხიარულეს და წავიდნენ დასაძინებლად. დილის ცხრა საათზე სულომ გაიღვიძა და მეგობრებიც გააღვიძა.

-ბავშვივით მეძინა ტო.თქვა კობამ

-ყველას ეგრე გვეძინა,თან დაღლილებიც ვიყავით,თან სასმელი თან ეს მთები,გამოძინებაც ამას ჰქვია-დაამატა ზურამ.

-ბიჭო რამე შევჭამოთ და ცოტა გავიაროთ,შუადღის მერე კი თბილისისკენ დავაწვეთ.

ყველა დაეთანხმა ზურას,ცოტა წაიხემსეს,თითო ჭიქა გადაჰკრეს და გზას დაადგნენ,სად მიდიოდნენ თვითონაც არ იცოდნენ,მაგრამ მაღლა უნდა ევლოთ,ყველას ეს უტრიალებდა გონებაში და უსიტყვოდ აჰყვნენ აღმართს.გზად სამუშაოდ მიმავალი ხევსურები შეხვდნენ,ბიჭები დაინტერესდნენ თუ როგორ უნდა მისულიყვნენ ჭიუხვებამდე,ხევსურებმა ურჩიეს ვინმე გაეყოლებინათ თორემ ძნელი იყო გიდის გარეშე ჭიუხვებში სიარული,გზა კი ასწავლეს როგორც უნდა მისულოყვნენ და თუ მაინც აპირებთ წასვლას „აბუდელაურის ტბები“ნახეთო.მწვანე, ლურჯი და თეთრი ტბა,არცერთ მნახველს არ დატოვებს გულგრილს,ადგილი სადაც თავი სამყაროს მბრძანებელი გგონია,სადაც გავიწყდება რომ ქვეყანა ვრცელია და მრავალნაირი რასის თუ ხასიათის ადამიანი ცხოვრობს,გავიწყდება რომ არსებობს ქალაქები,მეგაოლისები,ხომალდებ,თვითმფრინავები და ის ხორცმეტი რასაც კაცობრიობა ცივილიზაციას ეძახის.ბიჭები მიხვდნენ რომ ეს დღე ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა ვიდრე წინა და შინაგანად ყველა მზად იყო ყველანაირი განსაცდელისთვის მიზანი კი ერთი ქჰონდათ ტბებამდე უნდა ასულიყვნენ,რადაც არ უნდა დასჯდომოდათ.გზა გრძელი გამოდგა და პირველმა ხიფათმაც არ დაახანა,საიდანღაც ძაღლი აედევნათ და ამ მეგობრულმა არსებამ ცოთა ხანში გადაწყვიტა რომ ზურასთვის უნდა ეკბინა და განახორციელა კიდეც განზრახული,ბიჭებსაც მეტი რა უნდოდათ სიცილი დააყარეს ზურას და ძაღლს ერთად.

-მაგარი უგემოვნო ძაღლი იყო ტო,მაინცდამაინც შენი გამხმარი ფეხი ამოარჩია-დასცინა ლექსომ

-შენ ეგ ნახე ამან თუ გზაში ყეფა დაიწყო,მერე რა უნდა ვუყოთ?-დაამატა კობამ

-რა და \"ნამორდნიკი\" ვიშოვოთ თორემ ჩვენც დაგვცოფავს,გაბოროტებულია უკვე ვერ ხედავ?!ამას ჰგონია რომ ლაპარაკობს არადა ყეფს უკვე.

ამ ხუმრობა-ხუმრობაში სოფელ როშკამდეც მივიდნენ,ერთმა ადგილობრივმა საპონი მისცა ჭრილობის დასამუშავებლად და გადაუხვიეს ზურას ფეხი.ზურას აზრადაც არ მოსვლია უკან დაბრუნება,ნატკენი ფეხიტ ჯიუტად მიუყვებოდა აღმართს,ტბები უნდა ენახათ.რაც უფრო მაღლა ადიოდნენ მით უფრო ჭირდა სუნთქვა,ზღვის დონიდან ამხელა სიმაღლეზე პირველად იყვნენ,სიარულიც ძალიან ჭირდა და გზადაგზა ხან ერთს უწევდა ოთხით სიარული,ხან მეორეს,მაგრამ არ გაჩერებულან.როგორც იქნა ავიდნენ სანუკვარ ადგილამდე,ოდნავ ქარი უბერავდა და ფილტვებში გაყინული ჰაერი ჩადიოდა.

-ახლა მივხვდი მზე რა თბილი ყოფილა-თქვა ლექსომ

-აბა ტო მართლა როგორ ცივა-შენისნა სულომ.

-შევეჩვევით ალბათ ცოტა ხანში,თითო დავკრათ შეგვახურებს.

-მაგარი აზრია.

თითო ჭიქა არაყი დალიეს და გათბა სხეული,გადავიდნენ გორას და თვალწინ გადაეშალათ ულამაზესი სანახაობა,მწვანე ტბა თავისი მომნუსხველობით.ზურას ტკივილი სულ აღარ ახსოვდა,ყვიროდა:

-მგონი მირაჟია ტო,შეხედე რა ლამაზია,ასეთი არაფერი მინახავს ჯერ.

-ვატყობ კიდებ ბევრჯერ მოგვიწევს მაგ სიტყვების გამეორება,(ასეთი არაფერი მინახავს ჯერ)უთხრა კობამ.-მართლა ძალიან ლამაზია

-ბიჭო დრო ცოტა გვაქვს,წამო მეორე ტბაც ვნახოთ,ხომ გვითხრეს გორის გადაღმაო.

-რომელი გორის გაიგე ეხლა.

-წამო და მივაგნებთ.

პირველივე ცდაზე გაუმართლათ,გადავიდნენ გორას და მეორე საოცრება დახვდათ,ლურჯი ტბა,ჯერ მწვანე ტბის სილამაზე ვერ გაეაზრებინათ რომ უფრო საოცარი ადგილი იხილეს,სიხარული,გაოცება,აღფრთოვანება,სილამაზე ერთმანეთში აირია და ერთმანეთს სიტყასაც ვერ ეუბნებოდნენ,პირველი სიჩუმე სულომ დაარღვია:

-მგონი სამოთხეში ვართ

-უეჭველი ჩაილაპარაკეს სათითაოდ.

ცოთა ხანი ტკბებოდნენ ლურჯი ტბის მშვენიერებით,მერე თეთრი ტბის ბილიკს დაუწყეს ძებნა,დიდხანს ეძებდნენ მაგრამ ამაოდ,შუადღე კარგახნის გადასული იყო და მიხვდნენ რომ გზაზე დააღამდებოდათ,არცერთს არ სურდა თეთრი ტბის უნახავად უკან დაბრუნება,მაგრამ სხვა გზა არ იყო და დაღმა დაეშვნენ,გზად მართლაც დააღამდაც თან წვიმა წამოვიდა,მეხის გავარდნაზე თავიდან ცოტა კი შეშინდნენ,მაგრამ ეს სულაც არ იყო სიკვდილის შიში,ეს უბრალოდ ინსტიქტი იყო,რომელიც მალევე დაძლიეს და ბოლოს ამ ყველაფერს ისე შეეჩვვნენ როგორც საახალწლო ასაფეთქებლების ხმას.ტყიდან ისევ ბევრი მანათობელი თვალი იყურებოდა,მაგრამ ეს უკვე სასიამოვნოც კი იყო,რადგან გრძნობდნენ რომ მათ გარდა კიდევ ვიღაც იყო იმ ტყეში.

როგორც იქნა ჩააღწიეს მანქანამდე,თავიდან ფეხებამდე გალუმპულებმა,დაღლილებმა,მოშიებულებმა,ცოტა გულნატკენებმა თეთრი ტბის ვერნახვის გამო,მაგრამ უზომოდ ბედნიერებმა და კმაყოფილებმა.

ღამის ორ საათზე უკვე თბილიშში იყვნენ,მთით \"მოწამლულები\",უკვე დაავადდნენ სილამაზით და ყველამ ზუსტად იცოდა,რომ კიდევ დაბრუნდებოდნენ,ყველამ იცოდა,რომ ეს იყო დასაწყისი ძალიან საინტერესო ცხოვრების,დღეიდან მათში მოხეტოალე ცხოვრობდა,ბუნებაზე შეყვარებული არსება რომელიც თბილისში დიდი ხნით ვერ გაჩერდებოდა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მიუხედავად იმისა,რომ მეც აგმოვაჩინე პატარა უზუსტობები,მომეწონა;)მიყვარს ასეტი მოთხრობების კითხვა+
    დიდი მადლობა სამივეს,ეს იყო ერთგვარი ექსპერიმენტი ჩემი მხრიდან,ეს ყველაფერი იწერება დღიუტის საფუძველზე,ჩემი მიზანი მხატვრულად გამართული ნაწარმოების შექმნა ნამდვილად არ ყოფილა,ერთის მხრივ არ შემიძლია და მეორეს მხრივ არც მაქვს სურვილი,ეს მოთხრობა დაიწერა დღიურის საფუძველზე და მსგავსი Dღეები დაახლოებით ორმოცია,ანუ პერსპექტივაში კიდევ ორმოცი მოთხრობაა,მე მინდა რომ ვინც წაიკითხავს სურვილი გაუჩნდეს იქ წასვლის რაზეც კონკრეტული მოთხრობა იქნება.ირაკლი გეთანხმები იმაში რომ ცუდია წახალისების მიზნით პლიუსის დაწერა მაგრამ მეორე თემა სლენგის ხმარება ნაწარმოებში,ეს ჩვენი(მინიმუმ ჩემი)ლექსიკის ნაწილია,პერსონაჟებისაც სხვათაშორის,აუცილებლად თავიდან დავუბრუნდები ამის დაწერას და არა შესწორებას და იმედია ბევრად უკეთესი გამოვა.კიდევ ერთხელ მადლობა ყველას:*
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-14 23:35:35
  • ლიტერატურის ნიშან–წყალი ძალიან მცირეა აქ. მცირედის ამოკითხვაც რთულია.
    რაღაც, მეგობრებს რომ მოუყვები ამბავს, ისეთ სტილშია დაწერილი.
    ლექსიკური შედგენილობითაც ვერ დაიკვეხნის ტექსტი.

    არ მიყვარს მე ეს "წახალისების თეორია". მხოლოდ იმიტომ რომ პირველად ცადა ავტორმა ამ ჟანრში სიტყვა, პლიუსი არ უნდა დაიწეროს. (ნუ, მე ვერ ვაფასებ დადებითად). თან, იმდენი შეცდომა ამოუწერიათ ნინოს და ნათიას, ცოტა არ იყოს და არაკორექტული იქნება ამ ნაწერის გამოქვეყნება.



  • 2
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-14 20:23:43
  • დრო და დროება ერთი და იგივე ცნებებია.

    შეუძლიან - შეუძლია.

    არახალია-ცუდად მოხვდა ყურს.

    დასაწყისში ბევრი "ექნებოდა", "პიროვნებები" არის გამოყენებული.

    დაცხრილული რუსთაველი - დაცხრილული რაღაც სხვა სიტყვით რომ შეცვალოთ, უკეთესი იქნება ალბათ.

    თუ წერთ, წიგნიდან არ უსწავლიათო, იმავე წინადადებაში თქმა იმისა,რომ წაკითხული არ დავიწყებიათ, უმართებულოა.

    ჯანსაღი - ჯანსაღი, კორექტურაა, ჩაასწორეთ.

    ქართველობის სარწმუნოებასთან გაიგივებაში ვერ დაგეთანხმებით.

    "ცხოველური სიყვარული" - ვერ არის ლამაზი ფრაზა.

    ის ადგილები რაც - ის ადგილები, რომლებიც.

    სამსახურსაც მიაგნო - სამსახურის შოვნა ხდება,-მიგნება ნაკლებად.

    არაფრით არ იქნებოდა - საქმე გვაქვს ორმაგ უარყოფასთან, რომელიც დადებით აზრს იძლევა, ამიტომ "არაფრით იქნებოდა" არის მართებული ფორმა.

    "ხომ არ გინდა რომ წამოხვიდე?" - ხომ არ გინდა წამოსვლა? ან - გინდა წამოსვლა?

    რავი - ამ სიტყვას ვერ ვიტან,- ნუ დავამახინჯებთ ენას!

    "დაიკიდე", "მაგის დედაც", "შეჩემა", "ტო"- ეს სიტყვები არ უხდება მხატვრულ ნაწარმოებს და ლიტერატურას საერთოდ!

    წამო - წამოდი.

    არც ჩვენ არ ვიცით - იგივე, რაც ზემოთ (არც ჩვენ ვიცით).

    "ექსპრომტად გადაწყვიტეს წამოსვლა" - ექსპრომტად ხდება რაღაცის შექმნა და მსგავსი, გადაწყვეტილების მიღება კი სპონტანურად ხდება.

    ესეთი - ასეთი.

    პუნქტუაცია არის მისახედი და კორექტურებიცაა შიგადაშიგ.

    ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, + დავტოვე მაინც.

    წარმატებები
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-14 00:32:41
  • ესეც ასეეე...ლიპოს პირველი პროზაული ნაწარმოები.

    მკაცრი ვიქნები შეძლებისდაგვარად. :))


    პირველივე აბზაცში,ლიპო, ხშირადაა გამოყენებული სიტყვა "თაობა". უნდა მიხედო მაგ ამბავს.
    ასარეზზე - "პ" გამოგრჩენია და არ ივარგებს მაგ ასოს გარეშე. ეგ ასო-ბგერა რომ გამორჩეს ხალხს, მე რა გვარის გავხდები, შეგიძლია თავად წარმოიდგინო.
    "ანუ შემდგარი პიროვნებები არიან,ჩემი ნაწარმოების გმირებიც ომის შვილები არიან" - ორი "არიან".

    და გახდნენ ჯანსარი საზოგადოების - კორექტურაა ჯანსაღში.

    მოთხრობის შესავალს რაც შეეხება,ლიპო. ზედმეტად დოკუმენტალური ფორმა აქვს მხატვრულობის თვალსაზრისით. ეგ მონაკვეთიც ვერ მთავრდება ლამაზად. ზურამ უთხრა-ს ვგულისხმობ.



    ჩავიკითხე,ლიპო, ქართველი ხარ სულით. ლამაზად გაქვს აღწერილი იქაურობა და მომანდომე ასვლა მეც.


    კორექტურები უხვადაა ნაწერში,ამიტომ აღარ ამოვწერე სათითაოდ და გადახედე შენც.ასევე მიაქციე სასვენ ნიშნებს ყურადღება. ვთვლი რომ პირველი ნაბიჯისთვის ამ ჟანრში -საკმაოდ კარგია. უბრალოდ,იყო მომენტები სიუჟეტში-სადაც მომეჩვენა, რომ ეს უკვე თქვი.

    ერთი ლამაზი დღის მოგონებაა. დღის,რომელმაც ლამაზად "მოწამლა" ქართველი ახალგაზრდები. მოუბრუნდი დასახვეწად აუცილებლად.