შუაცეცხლი ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2012-12-15 00:26:29
152/12

როგორ ვგავარ ამ სახლს,
რომელიც ცდილობს –
ხანძარი დამალოს ფარდებში...

მაგრამ როცა,
ქარი გლეჯს ფანჯრებს,
ვჩანვარ -
შუა ოთახში ვბრიალებ და,
სახურავახდილ თავის ქალაში -
იხარშება
ყველა ქვრივის დარდის სადილი.

მხედავენ!
მაგრამ არავინ იწევს, რომ მომეშველოს –

ეტყობა ლამაზად ვიწვი!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 12
  • გიო მოდებაძე
  • 2013-01-22 14:44:01
  • ძალიან, ძალიან მაგარია !
    ++++მომეწონა
    ძალიან მაგარი ლექსი
  • 9
  • მე-კალ-მე
  • 2013-01-09 23:00:11
  • ეს წავიკითხე სხვა საიტზე და მომეწონა...

    +2
  • 8
  • რუსა ზოიძე
  • 2013-01-07 21:03:14
  • მე ვიცი, რომ კიდევ დავბრუნდები აქ! +++
    სტაბილურად დადებითი შეფასება ჩემგან +++
  • 6
  • ნიკა მეფორია
  • 2012-12-18 19:53:52
  • როგორ ვგავარ ამ სახლს,
    რომელიც ცდილობს –
    ხანძარი დამალოს ფარდებში... დასაწყისი განსაკუთრებით+++))ძალიან
    მადლობა:)

    ირაკლი, ჩემო, სად არ იმალება ცეცხლი? პირველივე ასოციაცია - "თივაში"! აქედან "ფარდებში" და არა "ფარდებით"...ვცდილობ, გაუაზრებლად და ცალსახად არც ერთისიტყვა არ დავწერო.

    "არაესთეტიურ" მონაკვეთზე მოგახსენებთ: ლექსს "შუაცეცხლი" ჰქვია. ეს ოჯახის დიასახლისია, რომელიც რას უნდა "ხარშავდეს" თუ არა სადილს? მეტაფორას კი ახსნა არ სჭირდება, არც ისე რთულია.
  • 4
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-15 13:16:50
  • რა "ფარდებით" ხალხნო, ერთი რომ იტყვის, ყველა ნუ აყვებით რა..."ხანძარი დამალოს ფ ა რ დ ე ბ შ ი"!

    ასეთი პატარა მოცულობის ლექსი ამოდენა განცდას როგორ იტევს...

    შვებას ვპოულობ ამ ავტორთან...

    +++
    ფარდებით. დასაწყისი კარგი შედარებაა და ფინალი მომეწონა ამათ გამოვყოფდი.
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-14 18:34:48
  • ფარდებში დამალოს თუ ფარდებით დამალოს?

    "სახურავახდილ თავის ქალაში -
    იხარშება
    ყველა ქვრივის დარდის სადილი. "

    ეს მონაკვეთი ძალიან არ მომეწონა.
    არაესთეტიური და უხეშია, ჩემი აზრით.

    დარდის გაიგივება სადილთან და სახურავახდილი თავის ქალის შედარება ჭურჭელთან, ნამდვილად ცუდად უნდა ხვდებოდეს მკითხველს ყურშიც და თვალშიც. (მე კი მომხვდა და სხვისი არ ვიცი).

    ფინალური ფრაზა მომეწონა.

  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-14 01:07:43
  • ჰმ.

    საღამოს მერე, თქვენ ლექსებს,თქვენი ხმით ვკითხულობ და გამიასდა შეგრძნებები კითხვისას.


    იშვიათად მჭირს ისე,რომ ფორმით პატარა ნაწერმა- ერთი დიდი ცხოვრების შეგრძნება და ტკივილი მაგრძნობინოს.

    თქვენთან ყოველთვის ცოცხალი ვარ.