*** ანა პაპოშვილი
გამოუქვეყნებელი
2012-12-13 22:50:04
19/8

მინდა ცხოვრებას გამოვძალო ყოველი წვეთი,
ყოველი სხივი და ნამცეცი ყოველი ქვისა.
აჭრელებული ყვავილების ხალიჩა მიხმობს,
ჩავიძირები და ვიქცევი თავიდან მიწად.

მაგრამ ვერ დავთმობ ჰაერს, სუნთქვას, ქარის დაქროლვას.
ვერ შეველევი დედამიწას, მიწიერ აწმყოს,
ჩემთვის ლექსები უდაბნოში უხვი წყალია,
სწორედ ამიტომ შევადარებ ლექსების წაკლოტს.

ხომ ვთქვი არ დავთმობ , გადავუვლი სამყაროს ლექსით.
ავკრეფავ ყველგან სიცილსა და ღიმილებს ფერადს,
სხვა ცისარტყელას ამოვიყვან ღრუბლიდან ხელით
ისე, რომ წვიმამ არ წაშალოს გრძნობათა ცეკვა.


****
მოდი გავლექსოთ ჩვენი სამყარო
შემოვაფლითოთ სიმხდალეს კაბა,
ჩვენი დროშები ავაფრიალოთ ,
როგორც გემბანზე მართავენ ალამს.

****
ვის რაში სჭირდება ჩემი ნოტაცია
აქ ხომ ყვავილივით ყვავის ნოსტალგია.
ირგვლივ ჩაძირული ნისლში სახლებია
პესიმიზმს შეახვედრა ხალხმა ოვაცია.
სევდა ააყვავეს, ცრემლი გააღვივეს,
ხალხო გაიღვიძეთ! გაზაფხულდებაო..
მიწას შეუხსნია შავი საკინძე და
მწვანე ბალახები ამოცვივდებაო.
მელანქოლია გვერდზე გადადეთ,
სევდა, ტკივილი აღარ მოგბეზრდათ?!
დროა მოისმინოთ ჩემი ნოტაცია
და გულში ჩაიკლათ რუხი ნოსტალგია.




***
ახლაც არ ვიცი ნაბიჯები ავაწყო თუ სადმე ავრიო..
გარეთ სუსხია , ვხედავ ფანჯრებს სევდა , რომ ათოვთ.
რატომ? არ ვიცი .. ისევ მინდა ცრემლით ავივსო,
მერე ფიფქებად დავიშალო ფანჯრებზე, გახსოვს?

რომ გიყვებოდა თოვლის გუნდა ზღაპრებს სევდიანს
და მერე მყისვე , რომ ადნობდი ცრემლებით სავსე.
თოვლის პაპების, სევდის მზერას ვერც კი ხვდებიან
რა ძალა ჰქონდა გიშერივით ნახშრისფერ თვალებს..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ამასაც კორექტურა.. :)
    წარმატებები
    რა თქმა უნდა ახლაც ვაცნობიერებ შოთა მაგას :) არავისგან არ ველი , რომ ასაკის გამო თაზე ხელს გადამისვამენ და მეტყვიან უი შენ რა კარგად წერო :) მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ თამამ კომნეტარებს ვიღებ საჩუქრად :) ჩემი თავისგან მეც მეტ ველოდები და არც გაჩერებას ვაპირებ :) მადლობა
    როცა 1 ან ორი წელი გავა, თუ შენ ხშირად იმუშავებ სენს ყველა ნაწერთან.. მიხვდები რომ უკეთესად შეგეძლო დაწერა და ალბათ დაწერ კიდეც.. ასე წინდაწინ წახვალ. წარმატებები ჩემზე ახალბედავ.) მომწონს და მეტს ველოდები პირადად მე
    გრამატიკულ შენიშვნებს რაც შეეხება ყველაფერი მისაღებია ჩემთვის და აუცილებლად გამოვასწორებ. სამწუხაროდ ჩემი სუსტი მხარეა გრამატიკა და ნელ-ნელა ვცდილობ, რომ აღმოვფრა. ეს ლექსები გარდა უკანასკნელისა წინა წლებშია დაწერილი და არ ვიცი შეიძლება იგრძნობა კიდეც. სუსტი ლექსი უწოდო გრამატიკული გაუმართაობის გამო მემგონი ხმამაღალი ნათქვამია. ამ შეცდომებს აუცილებლად გამოვასწორებ და ხელახლა დავდებ საიტზე. შეიძლება მილიონჯერ მომიწიოს თქვენი კრიტიკის მოსმენა , მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ამის ატანასაც ვაპირებ :) რაც შეგეხებათ ბატონო ირაკლი თქვენ მიხარია , რომ რომელიღაცა ჩემმა ლექსმა თქვენი გული მოალბო :)
    რა საჭიროა თვალები როცა, მე შემიძლია ლექსით გატირო -ეს ჩემი დაწერილი ფრაზაა და სასიამოვნოა, რომ მოგეწონათ )) მინუსებისთვისაც და პლუსებისთვისაც დიდი მადლობა ..
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-15 20:19:13
  • ბოლო ლექსი იმათთან შედარებით რაც აქ წამიკითხავს, ნამდვილად კარგია.

    "მერე ფიფქებად დავიშალო ფანჯრებზე" თუნდაც ეს ფრაზა.
    და საერთოდ, ბოლო ლექსს პლიუსს ვუწერ მე.

    მანამდე რაცაა, იმათ ერთად აღებულს ფარავს ლიტერატურული კუთხით.
    რაც ძალიან მომეწონა, ესაა თქვენს პროფილში ამოკითხული ფრაზა. (არ ვიცი თქვენია თუ არა).

    თუ მაგ სიძლიერით ლექსებსაც დაწერთ(ე.ი თუ თქვენია ეგ ფრაზა), დიდი სიამოვნებით შემოვალ აქ.

    +
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-15 01:20:39
  • ავკრეფავ - უხეში დარღვევაა.

    მეოთხე ლექსში ძალიან ხშირად იცვლება რიტმი და არ იხდენს ნაწერი.

    სასვენი ნიშნები ალაგ აკლია,ალაგ-ზედმეტადაა დასმული.

    სარითმო წყვილებზე არ ვისაუბრებ ჯერჯერობით.

    თემის სიახლისკენ და ძიებისკენაც მოვუწოდებდი ავტორს.

    მანამდე,ვწერ მინუსს.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-14 19:41:46
  • ჩემთვის ლექსები მინდორში ხომ უხვი წყალია - ეს არ მომეწონა.

    მძალმიძს - ძალმიძს.

    დანარჩენს აღარ ჩამოვთვლი, გაუმართავი, სუსტი ლექსებია.

    ისე,ეს ერთი ლექსი არ არის და მგონი აჯობებდა ცალ-ცალკე დაგედოთ.

    მინუსი