*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-12-20 00:55:17
251/29

ვზივარ ზღვის პირას და ღამეს ვუთევ
მთვარეს,ამაღამ ალბათ იწვიმებს,
ზამთარი ჯერაც ჯიუტად უტევს
ამინდს და ძვლებში მამტვრევს სიცივე.
გულში ვკითხულობ გარსია ლორკას,
ესპანური ცა ფერს უცვლის ღამეს,
ზღვა მოზვერივით ნაპირებს ლოკავს,
ტალღებით მითვლის დარჩენილ წამებს.
ნოსტალგიური ჩემი განწყობა,
უკვე წლებია მშორდება აღარ,
თავს ვინუგეშებ,რა გაეწყობა,
ხომ ვნახე ვენა,პარიზი,პრაღა,
მაგრამ რა პრაღა,ან რა მადრიდი,
რა შეედრება დეკემბრის თბილისს?!
სამოთხისეულ ყვავილს ბარდნის და
თითქოს უფალიც ფიფქებით ტირის.
დაბერებული ხვდება ალიონს,
თვალისმომჭრელი შუქით ანათებს,
ვის დავაბრალო,ჩემი ბრალია,
უძღები შვილი გამასამართლე.
ვზივარ ზღვის პირას და ღამეს ვუთევ,
ვიღაცის ზღვას და ვიღაცის მთვარეს,
ბებერ მთაწმინდას,ჭადრებს და თუთებს
ვერ გავუსწორებ ვერასდროს თვალებს.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ლიპო გამეცინა შენს შედარებაზე,მინახავს და იმიტო:))))+
  • 28
  • გვანცა ერაძე
  • 2013-02-11 19:52:07
  • უკეთეს ფინალს ველოდი, იმსახურებს ეს ლექსი ამას...
    ვუთევ_თუთებს, რითმა კარგად ჟღერს, მაგრამ უკეთესი წყვილის მოფიქრებაც შეგეძლოთ, ალბათ, ცოტა რომ მოგენდომებინათ... მხოლოდ რითმისთვის გამართლებული ვერ იქნება ჟონავს_ბჟოლას და მისთანანი :))

    ისე, დადებითად ვაფასებ, საბოლოოდ...
    კიდევ ერთხელ მადლობა ყველას,თუ გინახავთ როგორ ლოკავს მოზვერი მარილიან ქვას მიხვდებით რომ ზედგამოჭრილი შედარებაა:)
  • 26
  • ედო არძენაძე
  • 2013-01-11 02:21:06
  • ზღვა მოზვერივით ნაპირებს ლოკავს (ჩემი აზრით ცოტათი უხეში შედარებაა)
    ტალღებით მითვლის დარჩენილ წამებს...

    ისე ძალიან მომეწონა რამოდენიმეჯერ ჩამეკითხა...

    ++
  • 25
  • თამო ლაფერაძე
  • 2013-01-10 19:48:48
  • კარგი ლექსია
    ++
  • 24
  • მირანდა
  • 2013-01-08 14:29:10
  • ძალიან მომეწონა გენაცვალეე.წარმატებებიიიიი. სანეთის ერთ-ერთი სამაყო შვილი ხარ
    მთლიანობაში ლამაზია
    გენაცვალე ძალიან კარგია ესე გააგრძელე
    გენაცვალე კარგია ++
    საერთო ჯამში მომეწონა.
    თუმცა ეს ადგილი მეტად : "ზღვა მოზვერივით ნაპირებს ლოკავს".

    ძალიან კარგია.
    წარმატება.
    მომეწონა მუხბე ++
  • 18
  • რომანტიკოსი
  • 2012-12-23 02:48:05
  • ძალიან მომეწონა
    ვის დავაბრალო,ჩემი ბრალია,
    უძღები შვილი გამასამართლე.

    ვზივარ ზღვის პირას და ღამეს ვუთევ,
    ვიღაცის ზღვას და ვიღაცის მთვარეს,
    ბებერ მთაწმინდას,ჭადრებს და თუთებს
    ვერ გავუსწორებ ვერასდროს თვალებს.

    ყველა + შენ უბრალოდ არ ვიცი როგორ დავწერო... უმაგრესი ხარ!


    ნაცნობი ემოციები...
    ვის დავაბრალო,ჩემი ბრალია,
    უძღები შვილი გამასამართლე.
    ძალიან კარგი ხარ მუხბე *
  • 15
  • ლექსო კავკაზ
  • 2012-12-21 12:51:53
  • +5 ავთუშკი
    გაიხარეთ.კი გიო ავთო ,მაგრამ იმდენად ვარ შეჩვეული ლიპოს მე ავტო მეხამუშება უკვე:):)ზოგჯერ ადამიანები ვერ ხვდებიან რამდენად მნიშვნელოვანია მათი სულ რამოდენიმე სიტყვა მეორე ადამიანისთვის,გაიხარე შენ,ბუნებით კი ვარ ზარმაცი მაგრამ წერას რაც შეეხება ჯერჯერობით არ მიზარმაცია:)კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას:*
  • 13
  • ქეთი ნიკოლაძე
  • 2012-12-20 22:19:54
  • ძალიან მომეწონა ++
  • 12
  • გიო საჯაია
  • 2012-12-20 20:30:11
  • სახელი - ავთო, თუ არ ვცდები, ხო? ) თორემ ასე, "ლიპო"-თი მომართვა ცოტა მეუხერხულება. ასეა თუ ისეა, კარგად არის ყველაფერი, ძმაო ჩემო. და კიდევ უფრო კარგად იქნება მომავალში. წერე, წერე, ბევრი წერე, ზოგი შენთვის წერე, ზოგიც - მკითხველისთვის და ერთხელაც აღმოაჩენ, რომ არც კუთხეა მთავარი, არც ქალაქი და არც დედამიწა, მთავარი პოეზიაა, რომელიც ამ ყველაფერს მოიცავს. )

    საუკეთესო სურვილები შენ, ჩემგან!
    დიდი მადლობა ყველას,მარი მე ძალიანუცნაური ბიოგრაფიის პატრონი ვარ ვარ სრულფასოვანი თბილისელი და ამავე დროს სრულფასოვანი სვანი არადა იმერეთში დავიბადე,ბედნიერი ვარ რომ მაქვს ორი ისეთი ადგილი რომელიც მიყვარს თანაბრად და ყველაზე მეტად,ორი ულამაზესი ქალაქი:)
  • 10
  • მარი თორია
  • 2012-12-20 18:50:02
  • ლიპო,შენ ის ავტორი ხარ,ყოველთვის რომ ვკითხულობ,ვიცი,რომ აქ შემოსვლა ღირს,შენს გვერდზე ნამდვილი პოეზიაა,გრძნობადი:*

    მე რამდენიმე თვეა რაც თბილისში ვცხოვრობ და მინდა რომ ჩემთვისაც ასე იყოს,როგორც შენს ლექსშია:
    რა შეედრება დეკემბრის თბილისს?!
    კარგად გეწერება შენ,შენებურად:*
    გიორგის დასტური
    იყო მომენტეები :) საერთო ჯამში კარგი ლექსია +
    დიდი მადლობა ყველას :*:*:*
  • 6
  • ცისკიდურელი
  • 2012-12-20 10:45:27
  • ლიპოს დამსახურებული 2 ცალი პლიუსი ჩემგან.. :*
    ვის დავაბრალო,ჩემი ბრალია,
    უძღები შვილი გამასამართლე.

    საინტერესოა !
    +
    მომეწონა ++
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-19 16:03:13
  • ვააჰ, რა სასიამოვნო გაკვირვებაა...

    ყოჩაღ, ლიპო, ყოჩაღ.

    ხომ ვამბობ რა, ამ ადამიანს თავისი ბილიკი თავად გაჰყავს - მეთქი.
    აცადეთ.
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-18 21:29:53
  • მაგრამ რა პრარა –კორექტურა....


    ვზივარ ზღვის პირას და ღამეს ვუთევ,
    ვიღაცის ზღვას და ვიღაცის მთვარეს,
    ბებერ მთაწმინდას,ჭადრებს და თუთებს
    ვერ გავუსწორებ ვერასდროს თვალებს. – ფინალმა მატკინა მთლიანი სთქმელი...

    ვერასდროს გაიგებს ამას ადამიანი, ვისაც ცოტა ხნით მაინც არ უცხოვრია სამშობლოდან შორს.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-18 21:02:04
  • დასაწყისი მომეწონა ძალიან.

    ++