*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-12-22 00:05:27
63/9

მე დღემდე გარდასულ ბავშვობას მივტირი,
მივტირი ვარდისფერ,ხასხასა აისებს,
გვეგონა ედემი თბილისის ზღვისპირი,
ვცელქობდით,გვიყვარდა,ვჩხუბობდით და ისევ
გვიყვარდა,მთაწმინდა მგოსანთა საუფლო,
ეს სულის წალკოტი,ეზოც და კერიაც,
მე დღემდე იქაურ სულებთან ვსაუბრობ,
თუ გვტკივა,თუ გვათრობს,რაც შემოგვრჩენია
იმ ლაღი ბავშვობის ბრალია უთუოდ,
ახლაც რომ გვწყურია ლოთივით სამყარო,
თორემ დღეს სიცოცხლე გაძლება უფროა,
მაინც თავს ვიკავებთ ფარ-ხმალი დავყაროთ.
მე დღემდე უფლისფერ ბავშვობას მივტირი!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მე მიყვარს შენი ესეთი პოეზია
    კაი პოეტი ხარ. ბოლო ლექსები გამორჩეულია ნამდვილად. ++
  • 7
  • რომანტიკოსი
  • 2012-12-23 02:49:19
  • კარგია +
    მე მუდმივად თანმიმდევრობით ვაქვეყნებ ხოლმე,კი ახლებია,ეს სულ რამოდენიმე დღისაა მაგალითად,დიდი მადლობა ყველა:*
  • 5
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-22 01:03:53
  • ლიპო, ბოლო დროს დადებული ლექსები ბოლო დროს დაწერილია თუ უბრალოდ ნელ-ნელა აქვეყნებ ძველებს?

    მაინტერესებს ძალიან.

    + ნაწერს.
    მომეწონა ++
  • 3
  • ცირა კბილაძე
  • 2012-12-22 00:18:28
  • ++..........
  • 2
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-21 18:03:33
  • "თუ გვტკივა,თუ გვათრობს,რაც შემოგვრჩენია
    იმ ლაღი ბავშვობის ბრალია უთუოდ".

    ლამაზი ლექსია ძალიან

  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-20 12:54:41
  • ფინალი რა ლამაზი აქვს...


    სევდა და ტკივილი მამლუქისეული...