თორმეტი აგვისტო ანა პაპოშვილი
გამოუქვეყნებელი
2012-12-19 19:39:55
23/23

ველოდები ფორთოხლისფერ ამინდს,
ისევ როდის გაიღვიძებს დილა,
შევცქეროდე ატმის ლამაზ ყვავილს
და ბალახებს, ცვარი აჩნდეს მიწას.

მიყვარს ფრთხილი გაზაფხულის სიო,
მარტში მკრთალად შეპარული ნამი,
აპრილისებრ გაზაფხულის თოვა
და მაისში აკოკრილი ვარდი.

ივნისში ხომ პოეზია ყვავის
თუმცა იგი მარადმწვანე ხეა,
ხან თებერვლის წამოსული ქარი
ივლისში ხომ სანატრელი ხდება.

აგვისტოში მზე არ ინდობს მიწას,
ხან დარია, ხანაც ურცხვი წვიმა,
დეკემბერში ცივი თოვლი გახოვს?
მენატრება, აი, ახლა მინდა.

აგვისტოში თორმეტ რიცხვში მოთოვს,
აგვისტოში თორმეტ რიცხვში მზეა,
და მე როცა დავიბადე ამ დროს
იყო ალბათ პოეზიის სეტყვა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 23
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-01-22 22:42:52
  • მიხარია ..პირველი ადამიანი ხარ ვინც ვიცი რომ 12 აგვისტოს დაიბადა : ) :*
  • 22
  • მარიანა
  • 2013-01-22 21:41:46
  • ლექსს გადახედვა ნამდვილად სჭირდება თუმცა ვერ ვიტყვი რომ ცუდია,პირიქით მომეწონა კიდეც,თანაც 12 აგვისტოს ვარ დაბადებულიი:)) !
  • 21
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-24 01:53:57
  • გაიხარე დიდი მადლობაა.. როცა ამ ლექსისს ცივი გონებით გადახედვას შევძლებ გავასწორებ აუცილებლად :* არ მინდა დავკრაგო :)
  • 20
  • გიორგი შავაძე
  • 2012-12-24 01:52:03
  • კარგი ბავშვი ხარ, ლექს რაც შეეხება თავიდან ლამაზად იწყება, ზოგადად მომწონს ასეთი რიტმი,მაგრამ შიგადაშიგ გადახედვას ითხოვს, ამ შეცდომებს მაშინ გაასწორებ როცა წერის დახვეწილი სტილი გამოგიმუშავდება, ბევრი იკითხე და წერე. წარმატებებს გისურვებ +2
  • 19
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-23 01:00:25
  • :) დავით მემგონი შენ თქვი ნუ გამიკეთბ კომენტარსო , ხოდა შენც ანალოგიირად მოიქეცი. მე არანაირ იერიშზე არ გადავდივარ.. მითუმეტეს არავის გადავმტერებივარ .. თუ ვინმეს არ ვეთანხმები ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს მტერი ვარ?! შეგიძლია ჩემ პროფილზე არ შემოხვიდე და არც ნერევბი მოგეშლება .. !
  • 18
  • დავით დუმბაძე
  • 2012-12-23 00:49:59
  • ანა პაპოშვილი შენი საქციელი ჰგავს სამწლინახევარი ბავშვის საქციელს რანაირად იქცევი ეე ვერ ამჩნევ, რომ სულ ტყუილად გადაემტერე ნათიააას? ეჯიბრებიი რაა, მაგრამ სულ ტყუილად შეიგნე, რომ არაფერი არ გამოგივა მაგით და ისიც შეიგნე, რომ ნათია თუ შეცდომებს გისწორებს და შენიშვნებს გაძლევს შენთვის კარგი სურს და თუ არ გსიამოვნებს შენიშვნების მიღება არც უნდა გამოაქვეყნო შენი ლექსები საიტზეე...პირდაპირ გაოგნებული ვარ შენი საქციელით დავაკვირდი შენ და შენნაირი ბრბო, (რომელიც ბოლო დროს მომრავლდა საიტზე) გადასული ხართ რედაქტორებისადმი იერიშზე ნერვებმომშლელია უკვე ეგ ყველაფერი...:)
  • 17
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-23 00:25:04
  • მადლობა გვანცა ვეცდები :) :*
  • 16
  • ფშაველო
  • 2012-12-22 23:43:17
  • ციტატა: ნათია პაპიძე
    ჩვენ რომ გასიგრძეგანებული გვქონდეს რამხელა თავხედობაა ჩვენი მხრიდან საერთოდ რომ მოვინდომეთ ვწეროთ და ვაქვეყნოთ კიდეც, ამდენს და ასე ხმამაღლა არ ვისაუბრებდით...

    მაშინ ჯერ თქვენ გაისიგრძეგანეთ , ქალბატონო ნათია, და შეეშვით წერას და გამოქვეყნებას!!! ტადგან თქვენ იტყვით წერა უნდა შეწყვიტოს ხალხმა? კიდევ კარგი თავის დროზე არ გაისიგრძეგანა ეგ ნიკა ჩერქეზიშვილმა და მაინც წერდა და წერდა!!! საერთოდ რატომ ხართ თქვენ რედაქტორი ვერ ვხვდები ... სასწაული თუ გინდა...
  • 15
  • გვანცა ერაძე
  • 2012-12-22 22:21:35
  • ზოგმა მხოლოდ ცივი თოვლი იცის... ზოგმა მხოლოდ თეთრი... გალაკტიონმა თუ იისფერი იცოდა, პაპოშვილის თბილ თოვლს რას ვერჩით? :) არაფერზე გაბრაზდე ანა, მოისმინე შენიშვნებიც და რჩევებიც, გაითვალისწინე ის, რაც გასათვალისწინებელია და ყველაფერი კარგად იქნება... მე ველოდები შენს გაზრდას, ასაკობრივი თუ პროფესიული თვალსაზრისით... წარმატებები :)
  • 14
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-22 20:23:44
  • მადლობა თორნიკე..ყველასთვის მოსაწონს ვერ დავწერ .. )) მიხარია , რომ ამ წაიკითხე ეს ლექსი :)
  • 13
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-22 19:38:10
  • ძალიან ცდებით ნათია . მე არ ვთვლი რომ პოეტი ვარ , არც იმას ვამბობ, რომ ეს ლექსი ისეთი მაგარია გალაკტიონს შეედრებათქო.. ამ ლექსს დაცვა იმიტომ არ სჭირდება , რომ ვერ და არ დავიცავ, ეს მივუძღვენი თორმეტ აგვისტოს. ჩემეული ხედვა თვეების და კონკრეტულად აგვისტოს თვის დახასიათების. ,თქვენი კომენტარები ძალიან ზედაპირული იყო . როცა მე რაღაც არ მომეწონა თქვენს ლექსში ჩამეძიეთ უკანასკენ ასომდე და თქვენ კი ისეთი შენიშვნები მომეცით რომელიც სხვა ლექსში ბევრჯერ არარად ჩაგიგდიათ )) ამომადინეთ ცხვირში ძმრად, ნუ წაიკითხავთ ჩემ ლექსებს თქვენი უფლბეაა. კი ბატონო დააწერეთ გამოუქვეყნებელი , არაუშავს . მოვახერხებ ჩემი ლექსის გაზრდას.
  • 12
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-22 15:40:26
  • გითხრათ სიმართლე, საქმე იცი რაშია?


    ჩვენ ვერ ჩავწვდით რა არის პოეზია და ლიტერატურა საერთოდ!

    ყველას პოეტი და მწერალი გვგონია თავი!


    ჩვენ რომ გასიგრძეგანებული გვქონდეს რამხელა თავხედობაა ჩვენი მხრიდან საერთოდ რომ მოვინდომეთ ვწეროთ და ვაქვეყნოთ კიდეც, ამდენს და ასე ხმამაღლა არ ვისაუბრებდით...

    გალაკტიონმა, "როგორც ერთი ქვეყანა მთელი, ისე ერთია გალაკტიონი"-ო და ის ამოადინეს ცხვირში ძმრად ამხელა პოეტს!!!! ის არ აპატიეს და ამპარტავნობაში ჩამოართვეს და...

    აი, თქვენი ასეთი რეაქციებიდან კარგად აჩენთ -ვის რა დამოკიდებულება გაქვთ ლიტერატურის მიმართ და ვის როგორ გაქვთ გასიგრძეგანებული რას შეეჭიდეთ საერთოდ....
    ამ დონეზე ხართ გინდ აზრობრივი გინდ ტექნიკური თვალსაზრისით??? -
    კარგი, ბატონო, არც მოგეთხოვებათ ასაკის და გამოუცდელობის გამო .... მაგრამ, ის რომ ზრდა არ გინდათ?

    ის რომ "ამ ლექსს დაცვა არ ჭირდება"-ო აცხადებთ????

    პირდაპირ გეუბნებით - სუსტია ეს ნაწერი. ნაწერმა ჯერ უნდა დაიმსახუროს ერქვას ლექსი და მერე კიდევ მეტი უნდა დაიმსახუროს, რომ პოეზია იყოს!

    დაუფიქრდით სანამ შეტევაზე გადახვალთ რედაქტორების თუ უბრალო მკითხველების მისამართით...მე რომ შენიშვნას ვწერ - ამით გმტრობთ მე თქვენ??? მტრობაა ეგ თქვენი აზრით?

    ასე თუ გააგრძელეთ -აღარავის მოუნდება იკითხოს თქვენთან. ან წაიკითხავენ, ტაშს დაგიკრავენ მხოლოდ. თქვენც გეგონებათ რომ ყველაფერი კარგადაა და აღარც მოისურვებთ განვითარებას - აი,რა საფრთხის წინაშე აყენებთ საკუთარ თავს და ნიჭს...
  • 11
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-22 15:31:55
  • ფშაველო,

    ივნისში ხომ პოეზია ყვავის - ისეთი აგებულებისაა წინადადება, რომ ავტორი ამ მოვლენაზე ისე ლაპარაკობს, როგორც საქვეყნოდ ცნობილ ჭეშმარიტებაზე. თან ჩვენც უნდა დავეთანხმოთ - ხომ ყვავისო -ამბობს. ჩემთვის შეიძლება დეკემბერში ყვავის, მაგრამ, ამ ნაწერის კონტექსტში სად ჩანს რომ უნდა დავუჯერო ავტორს -მაინცდამაინც ივნისში რომ ჰყვავის???? ამიტომ, ეგ ფრაზა ჰგავს ხელოვნურად შედგმულს ნაწერში სტრიქონების ამოსავსებად და თვეების ჩამონათვალის გასამართლებლად. რაც არ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას.

    მე რას ჩამისაფრდებით-ხოლმე?

    მეწვრილმანეობა რა შუაშია აქ - ვერ ვხვდები?

    როგორც გინდათ ისე ქენით და ისე უნდა მოიქცეთ, რათქმაუნდა, მაგრამ, მკითხველისგან შესაბამის რეაქციას თუ შეხვდებით - ნუღა გიკვირთ მერე.

    სასწაული თუ გინდა...
  • 10
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-22 10:41:09
  • ისეთ რამეს მე რატომ მედავებით რასაც თავად არავის გააკრიტიკებინებთ? ვერ ვხდები. მე მესმის ჯანსაღი კრიტიკა და არა თვალებში თითის ტაკება. ნინო ღლონტის გაურკვეველ შეფასებაზე აღარაფერს ვამბობ .. არაუშავს სამაგიეროდ მე საფუძველი ჩავუყარე პოეზიის ახალ მიმდინარეობას -"გამოუქვეყნებელი" :)
    დეკემბერში ცივი თოვლი ხომ გახსოვსთქო ? (მკითხველს ვეუბნები ) მენატრება აი, აი ახლა მინდა :) მემგონი გაუგებარი არაფერი წერია .. მე არავის არ ვესხმი თავს :) გმადლობ
    დეკემბერში ცივი თოვლი გახოვს? აქ ვერ მივხვდი ვის მიმართავს ავტორი,თოვლი მხოლოდ ცივი ვიცი მე ,თბილი თოვლიც არსებობს?ავტორის დამოკიდებულება არ მომეწონა კრიტიკისადმი,აქ თავდაცვა თავდასხმა არაფერ შუაშიე,ვეხმარებით ერთმანეთს და გასაბრაზებელი არაფერია.წარმატებები
    მე ვფიქრობ რომ შენი შრომა დასაფასებია,
    წარმატებები ანი,
    წერე ის რაც გეწერინება.
  • 6
  • ფშაველო
  • 2012-12-22 00:25:34
  • ქალბატონო ნათია, მაგალითად ჩემთვის პოეზია მაისში ყვავის...ვერაფერს ვხედავ ტრაგიკულს ამაში, რომ ავტორისთვის პოეზია ივნისში ყვავის. მეწვრილმანე კრიტიკოსს გავხართ.
  • 5
  • ფშაველო
  • 2012-12-22 00:21:29
  • ციტატა: ნათია პაპიძე
    მიყვარს ფრთხილი გაზაფხულის სიო, - ფრთხილი სიო არის თუ ფრთხილი გაზაფხულია?

    თქვენი აზრით უფრო რომელი?
    ვფიქრობ , რომ ამ ლექსს დაცვა არ სჭირდება :)
    :) გასაგებია თქვენი აზრი.. აღარაფერს აღარ ვიტყვი ხალხმა ნახოს :)
  • 2
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-21 18:01:17
  • ხელშესავლებია ლექსი.

  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-21 10:00:17
  • 12 აგვისტოს ჰქონია დაბადების დღე ავტორს.

    ლექსი არ არის ისეთი ძლიერი, როგორიც კეთილგანწყობილ მკითხველს გაახარებდა.

    ივნისში ხომ პოეზია ყვავის - რატომ მაინცდამაინც ივნისში და არა სექტემბერში მაგალითად? ან ნოემბერში?

    თვეთა ჩამონათვალითაც გადატვირთულია, ჩემი აზრით.
    მიყვარს ფრთხილი გაზაფხულის სიო, - ფრთხილი სიო არის თუ ფრთხილი გაზაფხულია?

    მწსამე სტროფი აზრობრივად დასავარცხნია.

    პროზაში გაციელბით ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს ავტორი.