*** ანა პაპოშვილი
გამოუქვეყნებელი
2012-12-22 19:49:31
15/6

ოხ, სიამაყე - მეტისმეტი - დამღუპველია,
წამსვე გააქრობს ყოველივეს, მრავალჯერ ნაცადს.
ნუ გავიწყდება თავი ზოგჯერ უნდა დახარო,
რომ არ შეასკდე უნებურად რაიმე ნაგავს.
ხან სიამაყე, ზოგჯერ უნდა გვერდზე გადადო,
რომ სწორედ ამ დროს დაინახონ ეს გრძნობა შენში.
ხან სიამაყე – მეტისმეტი – ზოგჯერ დაგათრობს
და ნამთვრალევი გაუყვები უცნობ გზებს ფეხით.
ვერ გაიხსენებ ვერც აწმყოს და ვეღარც მშვიდ წარსულს
და მომავლისკენ ნაბიჯები დაიკლებს ფშვენით.
ხან სიამაყე ზოგჯერ იმას დაგაკარგვინებს
რაც გაცოცხლებდა და რაც იყო სინათლე, – ღმერთი.
ოხ, სიამაყე – მეტისმეტი – დამღუპველია,
მაგრამ ეს გრძნობა შენში ისევ რატომღაც ცოცხლობს,
მომეცი ხელი, თორემ უკვე გაგთელეს ხედავ?
და სიამაყე შენი ჩუმად წაიღეს ღმერთთან.

ო, არ იდარდო მე ასეთსაც მიგიღებ კარგო,
მაგ სიამაყეს ღმერთი კარგად მიხედავს ბევრად..!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ხო მე ვგრძნობ დავით ამას :)) მადლობა
    ანაა ხომ იცი როგორ "გბალეიშიკობ"?! ჰოდა ვამჩნევ, რომ დღითიდღე იზრდები და კარგად წერ ისიც კარგია რომ შენიშვნები გეხმარება ჰოდა სხვა რა ვიცი ჩემი წილი + და წარმატებები დანარჩენი შენც იცი ბოლოს რაც უნდა დავწერო და არ ვწერ :დ :დ
    ძალიან დიდი მადლობა :* ირაკლი ამ ბოლო დროს შენი შენიშვნები ძალიან მეხმარება )) მადლობა ყველას
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-24 18:45:04
  • მეტნაკლებად გავასწორე პუნქტუაციის მხრივ.

    რაც შეეხება შინარსს, ისიც დასაფასებელია, რომ მცირე ასაკის ავტორი თავდამბლობის იდეაზე საუბრობს. არაა ეს ურიგო რამ. ბევრი ზრდასრული ადამიანი ვერ ვხდება მის წონას/ფასს.
    კიდევ ერთი რამ, რაც დადებითად მენიშნა, ესაა – ტექსტისთვის სათქმელის მიცემა. წინა ლექსებში, რაც მახსოვს, უფრო მარტივი რამეები გეწერებოდა. იდეური არსი ნაკლებად ჰქონდა.

    მოკლედ, ახლა ცოტა დეტალურად მივყვები ტექნიკურ მხარეს:
    1) ოხ < მსგავსი შორისდებულების გამოყენებას რომ მოერიდო, ანა, კარგი იქნება, ჩემი აზრით. აი, თავად დააკვირდი როგორ ჭრის ყურს. ამოძახილს, ამოსროლას გამოსახავს და მჭახედ ხვდება სმენას... თან, ცუდი პათოსის შემომტანია.
    2) შეასკდე < მსგავსი სიტყვების გამოყენებასაც მოვერიდებოდი. არანაირი ფორმულა არ არსებობს, რა სიტყვა უნდა იყოს ლექსში ან რა – არა, მაგრამ მაინც მოვერიდებოდი. "შევასკდი, შევეხეთქე..." < ხომ ცუდად ჟღერს პოეზიის ფონზე?.
    3)"ხან სიამაყე, ზოგჯერ უნდა გვერდზე გადადო," აი, ასეთ შემთხვევბში სიტყვების წყობა არის არასწორი და ერთი და იგივე შინაარსის გამომხატველი ორი სიტყვაა. "ზოგჯერ" <> "ხან" ერთ სტრიქონში ამ ორი სიტყვის გამოყენება აზრს კარგავს. წყობას რაც შეეხება, ასეა მართებული > გვერდით უნდა გადადო.
    ეცადე, რომ დაიცვა ასეთი რამეები. სიტყვის შეგრძნება უნდა გაზარდო შენში.

    ამჯერად, ამათზე გავამხვილე ყურადღება.

    მე პლიუსს ვწერ.

  • 2
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-24 13:23:36
  • რიტმი-
    რითმები-
    ტექნიკა-
    დანარჩენს აღარ ვწერ, მინუსი

  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-23 11:20:34
  • კონკრეტულ შენიშვნებს არ ვწერ. არ აქვს ავტორისთვის მაინც მნიშვნელობა.

    აზრის გაუმართავობისა და ბუნდოვანი მომენტების,ტექნიკური შესრულების მხრივ სისუსტის გამო – მინუსი.