(*+*) ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-12-26 11:30:18
73/8

ვეტყობი სამყაროს წერტილად,
ან იქნებ სულაც არ ვეტყობი?!
სიცოცხლის ხაზია-წყვეტილი,
ანუ შიგადაშიგ ვეტრფოდი
სიცოცხლეს,ისე კი არ ვიცი,
თუ როგორ მიხდება სიკვდილი,
რა დარჩა?!სულ ცოტას დავიცდი,
ჩამდებენ ძვირფასი ნივთივით
მიწაში და მერე ხანდახან,
ვიღაცა მომიტანს ყვავილებს,
მხოლოდ შენ გიკითხავ,სადა ხარ?
შენც გულში იგივეს გაივლებ.

ვემჩნევით სამყაროს ორივე,
მაგრამ ჩანს სულ ერთი წერტილი,
დაწყნადრი,სიკვდილი შორია,
ვერ ვიტან როდესაც შენ ტირი.

მე მხოლოდ უშენოდ მოვკვდები!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ძალიან ნიჭიერი რომ ხარ ხომ დარმწუნებული ხარ ამაში? თუ არა დარწმუნდი!
    კარგია ლიპო გაიხარე
  • 6
  • ცირა კბილაძე
  • 2012-12-26 17:39:39
  • მე რჩეულებში წაგიღე...+++++++
  • 5
  • ცისკიდურელი
  • 2012-12-26 15:51:38
  • ლიპო, ლიპო, რაც მითხარი, მართალი გითქვამს იმ დღეს წერასთან დაკავშირებით.. ამ დღეებში შენი ეს მეორე ლექსი წავიკითხე და იზრდები.. :*
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-25 12:57:55
  • ლიპო, მახსოვს შენი ძველი ნაწერები და ისიც მახსოვს - თუ როგორ არ მომწონდა მათი უმეტესობა.

    ახლა - სულ სხვა ქარია.

    +
  • 2
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-24 13:36:09
  • დასაწყისში სარითმო წყვილები არ მომეწონა, ერთიანობაში შეიძლება პლიუსის დაწერა.
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-23 17:34:04
  • აი, ეს რაღაც კიდევ სხვაა შენთან,ლიპო.


    მიუხედავად თემისა, სიმსუბუქით წამეკითხა.

    გეწერება ხომ უკვე ერთ ამოსუნთქვაზე???


    ეტყობათ მერე შენს ნაწერებს ეგ.

    ++