სითბო ანა პაპოშვილი
პოეზია
2012-12-26 11:31:23
76/14

იცით სითბოს ვეძებ,
არა მხოლოდ ქარში,
მე დღეს სისხლი მიდუღს
ვენებსა და ძარღვში.
წვიმასა და თქეშში
საფეთქლები მიხურს
და ფეხები ჩემი
მაცეკვებენ მთიურს.
მე კლავიშებს ვსდევდი
ვაკვნესებდი არღნებს,
დღეს გრძნობები ჩემი
აცოცხლებენ ღამეს.
აჭრიალებს კარებს,
ფანჯრებსა და სახლებს.
დარაბების მსხვრევით
აცოცხლებენ ღამეს.
ფარდის მკრთალი ქროლვა,
ნიავისა ბიძგი.
მერე ისევ ტანი
რხევა-რხევით მიდის.
სისხლი ადის-ჩადის,
აბრდღვიალებს სახეს
ბროწეულისფერად
ლოყებსა და ბაგეს.
ხელის ურჩი თითი
მიაშტერდა კლავიშს
და რითმულად უკრავს,
დო , რე , მი , ფა , ლა, სის..
მერე გიჟი ნოტი
ააჩქარებს რიტმებს,
და თითები ჩემი
ცეკვა-ცეკვით მისდევს.
წკაპა წკუპი წვიმის
ერთვის მელოდიას
და ბანს აძლევს ქარი,
სისხლის სიმფონიას.
არ ჩერდება ქარი,
არ ჩადგება ქროლვა.
აცივდება ვიცი , მაშინ
და დაიწყებს თოვას.
ჩემ გულში კი ბუხარს კვლავაც
აგიზგიზებს ცეცხლი
და მე ისევ სითბოს ვეძებ
წვიმასა და თქეშში.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 14
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-11 00:55:08
  • მადლობა :**
    მართალი ხარ ცვლილება ტრაგედია არაა პირიქით როცა ავტორი კიტხულობს უფრო სასიამოვნოცაა. ტყუილია ლექსი სხვის წასაკითხად არ უნდა წერო ლექსი ცოცხალია ადამიანია და ვიგაცაზე ან რაგაცაზე იწერება ლექსს რომელსაც სხვების მოსაწონად დაწერ ყალბი იქნება ჩემ ლექსებში ხსჰირად იცვლება ყველაფერი და ამიტომ მინუსები არ ასცდება მაგრამ როცა მე ვკიტხულობ ყველაფერი სხვანაირადაა. დამიჯერე მე ეს დიდმა ხალხმა მიტხრა
    ხელის ურჩი თითი
    მიაშტერდა კლავიშს'' ეს მომეწონა განსაკუთრებით:)კარგიაა:)
  • 11
  • ლაშა ლაშხი
  • 2012-12-29 23:10:53
  • კარგია მელოდიის ცვლილება ..+
  • 10
  • ანა პაპოშვილი
  • 2012-12-28 01:07:19
  • მელოდიის ცვლილება ტრაგედია არ უნდა იყოს მგონი : ) მადლობა
    მოგასმენინებდით წაკითხულს და ალბათ მერე მოგეწონებოდათ მელოდიის ცვლილება

    მკითხველი კითხულობს და არ ისმენს ავტორის წაკითხულს, ამიტომ კარგი იქნება თუ ბოლომდე ერთსა და იმავე მელოდიას მიყვები. წარმატებები

    გაიხაეთ დიდი მადლობა :*:* ვცდილობ უკვეე :*
    ზედა კომენტარს ვეთანხმები სრულიად :)) +2
    ანა შენს ასაკში ცუდი არაა :))) ეს ხარვეზები სწავლებადია და გამოსწორებადი :)) ისე მელოდია დავიჭირე მე და მარტივი ლექსები მხიბლავს ძალიან :))
    +
    და წარმატებები!
    მოგასმენინებდით წაკითხულს და ალბათ მერე მოგეწონებოდათ მელოდიის ცვლილება :)ვეცდები გამოვასწორო ხარვეზები :) მადლობა
    ბევრი ხარვეზი იყო.. თუმცა მაინც არა უშავს რა.. :)

    "აცივდება ვიცი , მაშინ
    და დაიწყებს თოვას.
    ჩემ გულში კი ბუხარს კვლავაც
    აგიზგიზებს ცეცხლი
    და მე ისევ სითბოს ვეძებ
    წვიმასა და თქეშში."

    ამ ბოლო ნაწილში მელოდია რატომ შეცვალეთ? :)

    "დო , რე , მი , ფა , ლა, სის.."
    სოლ-ის ამოგდებით ძალზე ხელოვნური მეჩვენა ეს ნაწილი.

    "ნიავისა ბიძგი."
    ეს "ა" სავრცობი გასული საუკუნის ნაშრომის შთაბეჭდილებას ტოვებს.

    ტექნიკურადაც სუსტია ნაწერი.

    ასეა თუ ისე პირველად გაფასებთ, ამიტომაც + და წარმატებები!
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-25 23:08:54
  • ერთი ეს "მთიურის" მომენტი ვერ დავაკავშირე ლოგიკურად ტექსტთან.

    სხვა მხრივ, ამოისუნთქოს ავტორმა და + ჩემგან.
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-24 19:33:57
  • მე დაველოდები სხვა ნამუშევრებს.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-23 22:58:59
  • ცოტათი გაწელილია, ცუდი წასაკითხი არ არის მაინც.