დე ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2012-12-27 00:05:27
105/12

რამხელა დრო გავიდა...მე ისე გავიზარდე,
ზევიდან დაგყურებ და კაცივით დავაბიჯებ,
თან ისევ ძველებურად,ყველაზე შენი ვარ და
სანამ შენ მეყოლები, აბა რა გამაგიჟებს?!
დე,უკვე წარსულია დარდიც და გასაჭირიც,
აგერ, მეც შენს გვერდით ვარ,რაღასი გეშინია?!
მე მუდამ აქ ვიქნები,აღარსად არ ვაპირებ
წასვლას და ეს სამყარო თუ მართლაც შეშლილია,
მერე რა,მეც არა ვარ ზედმეტად თავდახრილი,
მეც ჩემი ფრთებშესხმული ბეჭები გამაჩნია,
შენ მყავხარ და უფალი...ფიფქებად დაბარდნილი
ლექსები,არსებობის მთავარი დანართია.

დე,მახსოვს ბავშვობაში სულ იმას მაფრთხილებდი,
რომ მთების შვილი ვარ და რომ ბევრი მავალია,
დღეს თუ მე მეწერება,ეს არ ჰგავს ახირებას,
მთაში ხომ პოეზია სუნთქვაზე მთავარია.

რამხელა დრო გავიდა, დე,ისე გავიზარდე–
ზევიდან დაგყურებ და კაცივით დავაბიჯებ,
თან ისევ ძველებურად,ყველაზე შენი ვარ და
სანამ შენ მეყოლები – აბა რა გამაგიჟებს?!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მომეწონა++
  • 11
  • დეა ვებერი
  • 2012-12-28 13:55:32
  • მომეწონა. კარგია + +

    გულიდან ამოძახილს ჰგავს როგორც აღნიშნეს..
    ლიპო, რა თბილი ნაწერია, გულიდან ამოძახილს რა კარგად ალაგებ , თვალებზე ცრემლი მომადგა,
    "დღეს თუ მე მეწერება,ეს არ ჰგავს ახირებას,
    მთაში ხომ პოეზია სუნთქვაზე მთავარია." ყოჩაღ!
    დე,უკვე წარსულია დარდიც და გასაჭირიც,
    აგერ, მეც შენს გვერდით ვარ,რაღასი გეშინია?!

    შენ მყავხარ და უფალი...ფიფქებად დაბარდნილი
    ლექსები,არსებობის მთავარი დანართია.

    დღეს თუ მე მეწერება,ეს არ ჰგავს ახირებას,
    მთაში ხომ პოეზია სუნთქვაზე მთავარია. ++
    ჩემი ჭკვიანი ბიჭი
  • 7
  • გიგარიონი
  • 2012-12-27 02:19:26
  • თბილი და ტკბილი ლექსია
  • 6
  • რომანტიკოსი
  • 2012-12-27 01:49:28
  • რა თბილია ++
  • 5
  • ცირა კბილაძე
  • 2012-12-27 01:45:45
  • დე,მახსოვს ბავშვობაში სულ იმას მაფრთხილებდი,
    რომ მთების შვილი ვარ და რომ ბევრი მავალია,
    დღეს თუ მე მეწერება,ეს არ ჰგავს ახირებას,
    მთაში ხომ პოეზია სუნთქვაზე მთავარია.
    ++
    გაიხარეთ.ნათი არა იმდენივე მარცვალია რამდენიც დანარჩენში.კიდევ ერთხელ მადლობა
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-26 07:56:38
  • ლექსიდან ლექსამდე წინ და წინ.

  • 2
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-25 21:38:25
  • მართლა ძალიან თბილი და გულიანი ნაწერია.
    "რამხელა დრო გავიდა...მე ისე გავიზარდე" - ლაიტმოტივად გასდევს ბოლო ლექსებს, არა?

    კარგია, ძალიან, დავტოვე მაქსიმუმი.
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-25 20:32:50
  • ლიპო,

    შენ იმოდენა სისუფთავე და გულწრფელობა გაქვს ყველა სიტყვაში – ძნელია არ აგიყოლოს ნაწერმა. რთულია, არ გაგრძნობინოს და ამას ყველაფერს თან ერთვის იმის აღმოჩენა, რომ სიტყვაც ძალადაუტანებლად მოგყვება უკვე.

    ძალიან მიხარია. ძალიან.
    "თან ისევ ძველებურად,ყველაზე შენი ვარ და" –ამ სტრიქონში მაკლდება, მგონი, ერთი მარცვალი.