და როცა გარშემო მიმოიხედე აღმოჩნდა, რომ ირგვლივ აღარავინ ჩანდა.. ანა პაპოშვილი
მინიატურა
2013-01-01 00:20:09
66/8

და როცა ირგვლივ გაიხედე აღმოჩნდა, რომ ყველა ბედნიერია.
მერე კი ქვაზე ნახევრად ჩამომჯდარი იძირები ფიქრთა მორევში და ცდილობ გაიგო, თუ როგორ აღმოჩნდი მილიარდი ადამიანით სავსე დედამიწაზე, სრულიად მარტო. იხსენებ თითოეულ ბედნიერ დღეს და არც კი იცი , როგორ გაქრნენ (ან იქნებ თავადაც მიჩქმალე?!) ისინი. მტკივნეული მოგონებების გადაქექვას ერიდები , გინდა , რომ სიტყვა \"არ მახსოვს\" გახდეს თავდაცვისა და საკუთარი უუნარობის გამართლების ერთადერთი საშუალება (რადგან მეორე, ალბათ, არც კი მოიძებნება შენს მეხსიერებაში). მერე წამოდგები , რადგან ხვდები , რომ უნდა ადგე და წახვიდე, მაგრამ იმდენად გადაჩვეულია შენი სული ბედნიერებისთვის ბრძოლას და თავისუფლებისკენ სწრაფვას, რომ ფეხები ადგილზე შეშდება და მუხლზე დამხობილი ყვირი..
ყვირი იოგების დაძაბვამდე, ყელის დაწითლებამდე, ხმის ჩახლეჩვამდე, ენერგიის გამოცლამდე. იქამდე სანამ ფილტვები ჟანგბადის უკმარისობას არ იგრძნობს. იქამდე სანამ ვენები და არტერიები არ გაფართოვდება. წნევის დაცემამდე , სისხლის \"გაგიჟებამდე\", კაპილარების დახეთქვამდე. ყვირი , რომ უსამართლობითაა გაჟღენთილი ირგვლივ ყოველი , რომ არაფრის მთქმელია სამყარო , რომ არარაობა ხარ და არ გძალუძს რაიმეს შეცვლა, არც გაქცევა. ყვირი , რომ არ შეგიძლია მუსიკოსივით გაგიჟება და ნოტებით ამბოხი. ინსტრუმენთით გალაშქრება ადამიანთა მოდგმაზე. მათი დატყვევება და სამაგიეროს გადახდა მიტოვებისთვის, გარიყვისთვის. თუმცა ხვდები , რომ ამაში საზოგადოება კი არა, შენივე უსუსურობაა დამნაშავე. ამის გაცნობიერება უფრო მეტად გაგიჟებს და უმატებ ყვირილს..
ხეებს ფოთლები ცვივა, ფრინველები მიფრინავენ, გეცლებიან . ღრუბლებიც კი გადაყარა შენი ბგერების სიძლიერემ. ახლა აღარც წვიმა გაგრილებს და აღარც ღრუბლები გიცავს მზის მწველი სხივებისგან. უკვე კი აღარ ყვირი , \"ხავი\" და შენი ხრიალი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი გულის ბაგა-ბუგს ახშობს.
და აი , წამოვიდა ცრემლიც..
სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა ირგვლივ. ქარიც კი არ ქროდა , რომ ალმური ჩაეხშო შენ სახეზე. ხეც კი არსაც ჩანდა ,რომ ოდნავ დაეცავი მზისგან, რადგან ყველა სულიერმა თუ უსულომ ფეხი აიდგა და გაქრა.
შენ მხოლოდ ახლაღა მიხვდი რა არის მარტოობა!

და როცა გარშემო მიმოიხედე აღმოჩნდა, რომ ირგვლივ აღარავინ ჩანდა..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ))) მე მახსოვს რაც თქვი , მაგრამ მეზარება დაწერა :))
    ეს სადღაც იქეთ ვნახე და რაღაც დავაკომენტარე არ მახსოვს და რომც მახსოვდეს მეზარება გამეორება :))

    ++
    ბავშობა ერთადერთი საუკეთესო მეგობარია, რომელიც ყოველთვის დაგეხმარება გაღიმებაში , მაშინაც კი თუ ის უბედური წუთებით არის სავსე. ამიტომ მსურს ,რომ არასდროს დავკარგო..(თუმცა შეიძლება ეს ჩემს ნაწერებში არც ჩანს : ( ) .. დიდი მადლობა ლილია :*
  • 5
  • ლილია
  • 2013-01-01 16:50:47
  • მასპინძელი სტუმრად მოვედი ახლა და ,მინდა აღვნიშნო ,გაოცებული ვარ. ნაცნობი ნააზრევი და შეგრძნებებია ,ოღონდ ასაკთან ერთად გადაიარა...გადადის ხოლმე,ან სიმძაფრე კლებულობს. სულის სიღრმე და შემოქმედებითობა ჩანს და მიხარია ძალიან. მეც გილოცავთ ახალ წელს,ბედნიერად :)
    შენ ხომ მაინც იცი თორნიკე , რომ უკვე არც თუ ისე შორს ვართ მე და გრამატიკა :D უწინდელთან შედარებით მაინც :D მადლობა და ვეცდები გავითვალისწინო პერსონაჟებზე რჩევა. არასდროს მიცდია, ვნახოთ :) მადლობა :*
    ასაკს რა მნიშვნელობა აქვს? ჩემზე პატარებს ვიცნობ , რომლებიც ბევრად მძაფრი შეგრძნებებით ცხოვრობენ .. მაგას ვერ ავხსნი რატომ დავწერე ასე "უმზეოდ".. პოზიტივიც იქნება და მზეც მომავალში :) ფორთოხლისფერი მზე..

    მადლობა და გილოცავთ ახალ წელს :* წარტმატებები
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2012-12-30 13:40:03
  • ჩემს განწყობას კარგად მოუხდა ახლა.

    კარგად "ძერწავ" კადრებს. შეგრძნებადი,დასანახი, ხელშესახები.

    ასეთი სათაური არ უნდა იყოს მომგებიანი, ვფიქრობ...
  • 1
  • ირაკლი ყურუა
  • 2012-12-29 22:56:47
  • მეტი პოზიტივი, მეტი მზე, ანა.

    დადებითი განწყობა მოაყარე ნაწერებს.
    ჩართვების სწორად შერჩევა უნდა გეხერხებოდეს წესით და არ დაკარგო ეგ.

    განწყობას რაც შეეხება, შენს ასაკში ასე მძაფრი რამეები რატომ გეწერება?ჰა?.

    +