მელოდია მუსიკის გარეშე ანა პაპოშვილი
პოეზია
2013-01-02 11:42:45
85/9

არავის სჭირდება უბრალო ნიღბების,
ყალბ ავგაროზების თილისმად ტარება,
თუ კი მე გრძნობების სიმშვიდით ვგიჟდები,
ვიღაცა ხომ არის - ამ გრძნობით მწარდება.

მერე რა, თუ ლექსით ვერ გავხდი პოეტი,
და სულით მდიდარი სტროფების მოძმე ვარ,
ხვალიდან შოპენის ეტიუდს მოვწყდები,
მოცარტის სონეტებს დავუკრავ ყოველ წამს.

ამ ფონზე, ლექსების შეთხზვასაც დავიწყებ,
ეტიუდს მოგიძღვნით, ან გრიგის ბალადებს,
და თითო ფორშლაგით, სიეშხეს შევმატებ,
ფორტეს და პიანოს მდორეს რომ არ გავდეს.

მერე რა, თუ ლექსით ვერ გავხდი პოეტი,
ვიქნები ბგერების თანმხლები სტაკატო,
და ყოველ პაუზას მივუძღვნი ტრიოლეტს,
რვა ტაეპს ბეღურას ვაჩუქებ, გავართობ.

არავის სჭირდება, უბრალო ნიღბები,
ყალბ ავგაროზების თილისმად ტარება,
ვგრძნობ პოეზიით ,ლექსებით ვგიჟდები,
თუ არ ვარ პოეტი არც რომ რამ შავდება ..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მადლობა მედეა :* შენც ასევე
  • 8
  • დეა გვარამია
  • 2013-01-21 18:32:28
  • მე ძალიან მომეწონა... წარმატებებს გისურვებ++
    არსებობს ლექსები , რომლებსაც კონკერტული მიზანი აქვთ . ამიტომ არ ვთვლი , რომ გადატვრირთულია. (თანაც ძალიან უცხო და იშვიათი არცერთი სიტყვა არ მითქვამს .. გაიხარე მადლობა :*
    ლექსი ზედმეტად გადატვირთულია ბევრისთვის უცხო სიტყვებით სჯობს აზრის სიღრმეზე იმუშაო უფრო.

    სათაური მაგარია მართლა წარმატებები.
    P.S. ამ ფიფქებმა თუ რაცაა გამაგიჟეს :))
    ნამდვილად არ გიწყენთ )) ამ ლექსის მთავარი სათქმელიც ეგ არის :) მადლობა და წარმატებები :)
  • 4
  • მარი თორია
  • 2013-01-02 14:43:59
  • არ მიწყენს ალბათ ავტორი,თუ ვეტყვი,რომ სათაურში მეტი პოეზიაა ვიდრე ლექსში.მე გირჩევდით,რომ ამგვარი ტერმინები მკითხველის ცოტა არ იყოს ძაბავს,თუმცა ლექსი შინაარსობრივად ნამდვილად კარგია.კეთილი სურვილებით:*
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-01 15:10:01
  • სათაურმა მეტად დამაინტერესა.

    + ტექსტს.
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-01 14:50:01
  • სიეშხეს -იქნებ ეს სიტყვა შეგეცვალა, ანა.

    ტერმინებით ერთი ლექსის გადატვირთვას, როგორც წესი არ მისესალმება-ხოლმე მკითXველი. იფიქრე ამაზეც.


    წარმატებები და გილოცავ ახალ წელს.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2012-12-30 22:20:51
  • "მერე რა, თუ ლექსით ვერ გავხდი პოეტი" - აი ეს ძალიან ჭკვიანური ფრაზაა. ყველა ვინაც ლექსს წერს, პოეტი არ არის,- სწორად აღნიშნა ავტორმა.

    +