*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-01-02 11:43:22
57/4

ჩემი სახლი გვირაბია
და ნერვებით ვიხდი ქირას.
ეს იმდენად პირადია,
ამ ჩემს ფეხებს იტყვის ვინ რას.
ცხოვრებაა გამოცანა,
ბედ-იღბალი კამათელი,
კახპა ბედის გამოცაა,
ეს ღამეც რომ გავათენე.
ყველა ომი,ყველა ნგრევა,
სასაცილო არის რადგან,
დამწყდარია ყველა ნერვი.
არის ალბათ ამის გარდა
სხვა სამყაროც,სხვა წამებაც,
სადაც გზები ნათელია,
მე კი მაინც მენანება,
სული ბევრჯერ გათელილი
გასაშვებად,ახლოს ღმერთთან
ცხოვრებაა ალბათ ძნელი,
რადგან ბნელის მზესთან შერთვით,
ბნელი ხდება,არაფერი.
ჯერ კი ვიტან ამქვეყნიურს,
თან ბრმასავით ვეძებ ნათელს,
აქ დღეები ჰგვანან წრიულ
მატარებელს და სიმართლე
ახლა უფრო მწარედ მტკივა,
ფასი გასდის ყველა გრძნობას.
ყველა თავის თავზე ჩივის,
მოდაშია ღმერთის გმობა.

და მე მაინც ვეძებ ნათელს!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კი სუსტი რითმებია,მაგრამ რაგაც ახალია ჩემთვის,ძიების პროცესში ვარ და საბოლოოდ გამოვა ალბათ რამე
  • 3
  • ცირა კბილაძე
  • 2013-01-02 15:00:17
  • ++....
    ახალ წელს გილოცავთ!
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-01 16:20:57
  • აქ დღეები ჰგვანან წრიულ
    მატარებელს და სიმართლე
    ახლა უფრო მწარედ მტკივა


    ლიპო, ახალ წელს გილოცავ.
  • 1
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-01 15:29:06
  • ლიპო, მკითხველს კარგ ტექსტებს რომ მიაჩვევ, ერთი მხრივ პასუხისმგებლობაცაა ეს და მეტს და მეტს მოვითხოვთ სულ.

    არ მომეწონა მე ეს ნაწერი.
    ნერვების ვალთან გაიგივებაც რაღაც ვერ.

    ამ ჩემს ფეხებსო კი ამბობ და ალბათ, ჩემზეც ვრცელდება ეგ მიდგომა, მარა მაინც გირჩევდი რომ მსგავსი რეპლიკებით არ შემოტანო ნეგატივი. მკითხველის განწყობაზე მოქმედებს. წერ, ვკითხულობთ და თან ამბობ – ვინ რას იფიქრებს...

    მოკლედ,
    რა გითხრა მეტი?.
    მაგ ნაწილის შეცვლას გირჩევ.