მომავალი ტახიკარდია ანა პაპოშვილი
მინიატურა
2013-01-03 14:58:32
110/6

თუკი ხელებისა და ფეხების დამორჩილებით გინდა გადაცურო ოკეანე და გადადგა სივრცეში თუნდაც მცირე ნაბიჯი. თუ შენ გსრუს გეჭიროს დროის უმწეო სადავე, შეაჩერო ფორთხოლისფერი მზე და დატოვო გარშემო \"მალინისფერი\" სითბო . თუ გინდა , რომ \"რუხ\" ზამთარს გახადო ნაცრისფერი კოფთა და გაძარცვო ხეები \"არ ცმული\" სამოსით, იქნებ გეფიქრა საკუთარ შესაძლებლობებზეც?!
ალბათ მე გამასამართლებენ უზადო იმედის ტარებისთვის. შენ-გამოუყენებელი \"შესაძლებლობებისთვის\" და დავრჩებით დედამიწაზე, როგორც ორი ჩამწვარი , უვარგისი ფითილი , რომელსაც ერთ დროს უნდა გაენათებინა (სამყარო თუ არა) პატარა ოთახი მაინც. ვატარებთ მუჭით ერთადაერთ ასანთის ღერს, იმის იმედით , რომ ოდესმე ისევ ავალდებით.. ხო, ამის შემდეგ ალბათ იმასაც გვეტყვიან: \"იმედი ბოლოს კვდება\"-ო , მაგრამ ჩვენ იმედს, რომ ბოლო არ აქვს?! ჩვენ არც სიკვდილს ველით და არც სიცოცხლის დასასრულს (ვფიქრობ , რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ცნებაა). არც მზის ჩასვლას ვდარაჯობთ და არც ღრუბლების ქორწილს. ჩვენ ყოველივეს ყველაფერს შემთხვევით ვესწრებით და შემდგომ პირდაპირ თუ ირიბად გვსურს თანმიმდევრობით იგივეს გამეორება.
ბოლოს გადავწყვიტეთ რომ შენ და მე ან თუნდაც მე და შენ, მოლეკულური ზომის, მტვრის ნაწილაკებისგან შემდგარი ახალი მნათობი ქიმიური ელემენტი , ისე შევერწყმით ერთმანეთს , როგორც მდედრი და მამრი , ჰომოზიგოტი და ჰეტეროზიგოტი. მაგრამ ჩვენ მაინც -ორივე, დომინანტური გენის მატარებელი ინდივიდები ვართ და თუნდაც ბიოლოგიურად არეული ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა დნმ-ში , მაინც ქმნის პოლინუკლეოტიდურ ჯაჭვს, რომელიც ასტროლოგებს ამცნობს , რომ მომავალი გველის წელიწადი მე-ლომსა და შენ-\"მალინას\" მრავალგზის ტახიკარდიას გვიქადის.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ყოჩაღ ანი
  • 5
  • მგზავრი
  • 2013-01-04 22:53:18
  • ავტორი 10 კლასშია? :) უკეტესის მოლოდინში +
    სიუხვესთან შედარებით მისაღებია თქვენი აზრი, მაგრამ ჩემი აზრით ეს აბზაცი იყო ტექსტში მთავარი .. არ ვიცი შეიძლება ვცდები კიდეც : ) მადლობა ყველას
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-02 16:49:35
  • უვარგისი ფითილი –აქ აასწორეთ.

    აზრი გასაგებია. შემართებაც გასაგები და მისაღები.

    ბოლო აბზაცის მიმართ მეც არ გამიჩნდა მაინცდამაინც დადებითი დამოკიდებულება.
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-02 16:08:29
  • ანა, ეპითეტების სიუსხვეს მოერიდე ერთმანეთის მახლობლად. დააბალანსე ტექსტი. ერთ რომელიმე სივრცეში ნუ მოუყრი თავს. დაიკლებს ეფექტი.

    ბოლო აბზაცთან დაკავშირებით უთქვამს ნინოს. ბიოლოგიური/ქიმიური ტერმინების მთელი კასკადი რომ არა, ამით მეტად მოიგებდა ნაწერი, ჩემი აზრით.

    მხატვრულობას მოსწყდა მაგ მონაკვეთით ტექსტი.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-02 15:08:41
  • ბოლო აბზაცის გარდა ყველა მომეწონა მეტნაკლებად.