*I* ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-01-11 01:49:53
70/6

ქარი გველივით ტანზე ეკვრის მძინარე პალმებს,
წვიმს და ეს წვიმა მანდარინის ბაღებს სწყურიათ,
ვდგავარ ქუჩაში,ველოდები შემთხვევით გამვლელს,
მაგრამ არავინ,სულ არავინ ჩანს და სრულიად
მარტოდ-მარტო შევრჩი ამ კუნძულს,ყველას გარეშე.
ვდგავარ შარაზე,ალბათ ღმერთსაც აღარ ვახსოვარ.
ენით ვილოკავ,მიწით სავსე ფერდებს,დალეწილს,
ვგავარ იდიოტს,უპატრონო საწყალ მათხოვარს.
ჩები დღეები ჰგვანან უჯრებს,კედლის კალენდრის,
სადაც თვეები დაავიწყდათ,ან იქნებ წლებიც.
მე ვცხოვრობ ასე და ამ ტკივილს ისიც თან ერთვის,
რომ ყოველ წუთში მესმის რაღაც წყეული ხმები,
წყეული ხმები და მერე მეც ვჯღაბნი ფურცელზე,
ეს ნაჯღაბნი კი ემსგავსება ლექსებს თავისით,
როგორც სარკეში,ამ ლექსებშიც მე ვარ გულწრფელი,
ფრთები არა მაქვს,მაინც ვითხოვ ცაში გამიშვით.

ქარი გველივით ტანზე ეკვრის მძინარე პალმებს,
წვიმს და ეს წვიმა,ნატბეურზე უფრო მწყურია.
მარტო დგას ქუჩა, ელოდება შემთხვევით გამვლელს,
მაგრამ ამ გზაზე სიარული მართლაც რთულია...



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ..........))++
  • 4
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-10 17:29:06
  • "მარტოდ-მარტო შევრჩი ამ კუნძულს,ყველას გარეშე."

    ლიპო, ეს სტრიქონი ხშირად გადაიკითხე. იქნებ, წაეხმარო.
    მინდიას მიერ მოცემულ რჩევასაც გავითვალისწინებდი.

    მხატვრულობა დამაკლდა აქ.
    საწყისი და საფინალო ადგილების გარდა თითქმის არსადაა. გაქვს მაგის ნიჭი და მეტად გამოიყენე.


    +
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-09 21:01:07
  • ის მონაკვეთი, რაც მინდიამ ამოაკოპირა და

    ფრთები არა მაქვს,მაინც ვითხოვ ცაში გამიშვით. <<<ესეც, რატომღაც, არ მინდა რომ ამ ლექსსი იყოს, ლიპო.

    იქნებ, მოუბრუნდე. მცირეწლოვანის დაწერილს ჰგავს. თუ სწორად მიმიხვდები რასაც ვამბობ.

    ოველთვის იწყებ კარგად, სრულდება კარგად და შუა წელში მაქვს–ხოლმე შეგრძნება, რომ მიახუთშაბათე თუ რაც ჰქვია :))
  • 2
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-08 23:31:10
  • რაღაც შინაგანი თავისუფლება იგრძნობა ამ ავტორის ლექსებში.
    მომწონს.
    წვიმს და ეს წვიმა მანდარინის ბაღებს სწყურიათ-ეს ძალიან ლამაზი კადრია

    ენით ვილოკავ,მიწით სავსე ფერდებს,დალეწილს,
    ვგავარ იდიოტს,უპატრონო საწყალ მათხოვარს.- მგონი აქ ჯობია სტილი ცოტათი შეასწოროთ

    კარგი ლექსია მიუხედავად სულ პატარა ლაფსუსებისა ++სა და +++ს შორის