*** ლიტ.კლუბზე ყორღანების მძარცველი
იუმორისტული
2013-01-11 02:04:47
91/8

გენრისთან ბოდიში

ერთი და... ორი და... სამი და...ოთხი და...
წერე და აფასე, თუ არ ხარ დაღლილი.
რომელიც დამალულ ავტორებს მოთხრიდა,
ძვლების და ნაგავის მეძებარ ძაღლივით.

ლექსებზე კომენტარს ამატებ რა ენით,
თუ არ გაპანღურებს ფარული მოტივი?!
გუშინ ძმა გეყოლა, დაარქვეს კაენი.
გულს ცეცხლად გედება შიში და შფოთივით

აჰყვები რეიტინგს, ქულებით უძღები.
არქივზე ფიფქებად ჩამოეწვერები,
სიცილზე მუცლებით რომ ვეღარ უძლებენ,
ამ ჩემს პაროდიებს ლიტ.კლუბის წევრები.

ერთი და... ორიდა ...ოთხი და... ექვსი და...
მიაჭკნა თავფურცელს ნაგროვი ქულები.
ნაცნობი გავლენა, უცნობი ლექსიდან.
განმსჯელი არ ხარ და იფიქრე ულევი...

ერთი და... ორი და... ათასი და ტირე,
დაწერეთ 3–ები და მერე დიდება!
თუ არა. იცოდეთ, ბედ–იღბალს დასტირებთ,
საიტზე შესვლისას მოყოლილს თითებად...

+1 და +2 და +3და... თავფურცელი...!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 8
  • ლევან დევაძე
  • 2013-02-09 06:58:19
  • ლექსს ჰქვია "გენრისთან ბოდიში"? :D :D :D :D :D

    ნიჩევოა რააა )))

    +
    მომეწონა. კარგია ძალიან.
    მაგრამ ხელოვნების ამ შედევრს ასე რატომ მოექეცი? ეს ლექსი მარადიული ღირებულებისაა და ასე გაპაროდიება არ შეიძლება.
    :)
    +++
    ბოლოდან მეორე სტროფი არ მომეწონა დანარჩენი წინებს ჯობდა ::))
    ჰეე ჰეეე :D:D:D ფინალი მაგარია რაა :D:D:D
  • 4
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-10 16:35:46
  • პლიუსი, პლიუსი.

    +
  • 3
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-10 11:29:51
  • შეხვედი ხო როლში? :D
    კარგია ძალიან ამ ჟანრის არსებობა, ახალისებს აქაურობას.

    ++
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-09 21:06:25
  • მე შესავალი მომეწონა. :))წამძღვარება. :)) გენრისაც მოეწონება,იმედია.
    პირველმა წავიკითხე! :DD
    გუშინ ძმა გეყოლა, დაარქვეს კაენი.
    გულს ცეცხლად გედება შიში და შფოთივით+
    +1 და +2 და +3და... თავფურცელი...!+
    და კიდე ერთი ბონუსად+ :D