მამაჩემის საფლავთან ვზივარ ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-01-13 14:52:05
115/5

ვზივარ საფლავთან,მამაჩემის საფლავთან ვზივარ,
ალიონია?!საღამოა?!ღამეა იქნებ?!
სულიც და გულიც უწინდელზე შიგნიდან მტკივა,
ვზივარ მდუმარედ,თავჩარგული და ხელებს ვიქნევ
ქვემოთ,რომ მხედავს იმ იმედით დავყურებ მიწას.
იქნებ მე ვცდები და ზევიდან დამყურებს იქნებ?!
მაგრამ მე მახსოვს,სიზმარივით,ბოლოს აქ იწვა,
მე გავურბოდი მაშინ ცრემლებს და მასზე ფიქრებს.
საფლავთან ვზივარ იმედი კი იმ სანთლის ნარჩენს
წააგავს,ლაქად რომ ემჩნევა ჩავარდნილ საფლავს,
ირგვლივ ტურები გაჰკივიან,ვერაფერს ვამჩნევ,
შიში აორთქლდა,აღარ ვგავარ სიცოცხლით დამფრთხალს,
რადგან გვერდით მყავს,ჩვენ გვაშორებს სანტიმეტრები
და რაც დრო გადის ,ეს მანძილი უფრო მცირდება,
ახლა მე უფალს მხოლოდ მის სულს შევევედრები,
რადგან ეს ახლა მას ყველაზე მეტად სჭირდება.


მანამ კი სანამ საიქიო კიბეზეს ავალ,
სააქაოში ჩემს პატარას ვატარებ მხრებით,
უნდა ვასწავლო,ჩავიხუტო სანამდეც ვყავარ.
ცოტა ხნით მამა,ჩემთვის ბევრით,ამ სოფელს ვრჩები.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ვისიამოვნე აქ შემოსვლით. გადავხედავ სხვებსაც და მერე დავბრუნდები. დაძინებამდე წავიკითხავ კიდევ. +
  • 4
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-12 18:56:54
  • მიხარია, რომ ეს ავტორი არათუ გაჩერდა სტაბილურად რაღაც სასიამოვნო დონეზე,არამედ, არ წყვეტს ზრდას.

    ჩემთვისაც მტკივნეული თემა.
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-12 18:43:23
  • ლიპოს შეუძლია ემოციის გადმოცემა. ღირებული რამეს ეს. ვაფასებ.

    +
    ჩვენ გვაშორებს სანტიმეტრები
    და რაც დრო გადის ,ეს მანძილი უფრო მცირდება,

    რავიცი, დასაფასებელია ნამდვილად
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-10 12:07:50
  • ამ საკითხს რაც ეხება, ვერ ვლაპარაკობ, ვერ ვაფასებ...