მე მინდა.. ანა პაპოშვილი
გამოუქვეყნებელი
2013-01-12 17:53:18
17/3

მე მინდა ფიქრი გასწავლო ხატვით,
შეგიქმნა ვრცელი სამყარო წამით,
მოგიძღვნა ბევრი ლექსები კალმით,
და სიყვარული გასწავლო ქალის.

მე მინდა ირგვლივ გესმოდეს ლექსი,
ჩემი ნათქვამი ყოველი სიტყვა
და როცა დარდი მოგაგნებს სადმე,
მე დამიძახე თუ გული გტკივა.

მე მინდა ძერწვა გასწავლო ხალხის,
გითხრა, რომ „ნაღდი“ ასში ერთია,
რომ სიყვარული წრფელი და ნაზი
ათასში მხოლოდ ერთადერთია.

გითხრა, რომ გული დროებით ფეთქავს,
დროებითია ქვეყნად რაც არის,
და ის გრძნობები რაც უწინ იყო,
აღარ იქნება არსად, არც არის..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კი ძველია ირაკლი .. გავიტვალისწინებ რჩევებს .. მადლობა : )) : **
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-14 23:51:04
  • წინა ნაწერებთან ნამდვილად სუსტია.
    ბოლო დროს მეტნაკლებად იზრდებოდა ტექსტების ხარისხი და ეს საიდან გამოერია? ძველია?.

    ახლები დადე, ანა.

    „ნაღდი“ – არ მოიშველიო ასეთი სიტყვები. მოძებნე სინონიმი, ან შეცვალე. ყოველთვის ჯობს. ნაჩქარევად ნუ დაწერ.

    სიღრმე(ც) დააკლდა ამ ნაწერს.

    გირჩევ რომ მეტი ბუნებრიობა შემოუშვა შენს გვერდზე. მძაფრი, ან თუნდაც მსუბუქი ემოცია, ოღონდ – სუფთა. დაწმენდილი. "სხვანაირი" ემოცია.
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-14 17:43:46
  • ანა, პირველივე სტროფში რაც საქმეს უფუჭებს ლექსს არის:

    ხატვით – წამით – კალმით – ქალის – წყვილებია. იმთავითვე არ განეწყობა კარგად ლექსის ტექნიკურ მხარეებში ოდნავ მაინც ჩახედული ადამიანი ან უბრალოდ ის,ვისაც ფაქიზი სმენა აქვს. თავად წაიკითხე ხმამაღლა და ნახავ როგორ მოგხვდება ყურზე.

    კიდევ კარგი პირველმა სტროფმა ხელი არ შემიშალა ბოლომდე წაკითხვაში და გაცილებით სხვა შთაბეჭდილება დატოვა დანარჩენმა სტროფებმა. თუმცა, საბოლოო დახვეწისთვის მაინც მოგიწევს მუშაობა.

    არ მოერიდოთ შრომას. თუ გსურთ ეს საქმე აკეთოთ – არ დაიზაროთ მუშაობა,არ დაიზაროთ ზუსტი შესატყვისის მოძებნისთვის ფიქრი. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ თქვენსავე ნაწერებს. არ მიაბალახოთ. ბოლომდე "უპატრონეთ" თქვენს ნაწერს.