\"\"\" ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-01-17 00:05:19
54/7

სული აცა-ბაცა დაყიალებს,
ხან ზღვას მიადგება,ხან მდინარეს,
გული პოეტივით მაღრიალებს,
ხან გზაზე აგდია,ხან შინ არის,
ხასიათი მარტის ამინდია,
ხან ცრის,შიგადაშიგ ხან დარია,
ჯერ გაზაფხულება არ მიცდია,
ჩემში ციმბირული ზამთარია.
მზე ცას ჭიპისთავთან გაეჩხირა,
ვერსად ვერ ვპოულობ სავსე მთვარეს.
პაპის მაუზერი მოვერცხლილი
შუბლზე მივიდე და გავითვალე,
მაგრამ უშედეგოდ,არ ვჭირდები
არც იქ,არ გვინდაო პოეტები,
სანამ ბანალურად გავფრინდები,
ცოტასაც მივედ-მოვედები.



არავის არ ადარდებს პოეზია,
არსად არ სჭირდებათ პოეტები!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 7
  • მარი თორია
  • 2013-01-17 03:16:18
  • გული პოეტივით მაღრიალებს
    ძალიან კარგი შედარებაა,ჩემი აზრით
    ლექსი მსუბუქია,ლიპოს ბევრად უკეთესებიც ვიცი,თუმცა ცუდი ნამდვილად არ არის.
    ++
  • 6
  • რომანტიკოსი
  • 2013-01-17 02:05:20
  • მე მომწონს შენი პოეზია და რა ვქნა:*
    კი ირაკლი გამოიცანი,გამიხარდა რომ ობიექტურები ხართ,ძიების პროცესში ვარ,თან უდროობასაც განვიცდი და ყველაფერმა ერთად ეს შედეგი მოიტანა,მსგავს ლექსებს სერიოზულად არასდროს აღვიქვამ,მადლობა ყველას
  • 4
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-16 23:03:34
  • ეს ფინალური ტაეპი ზედმეტი იყო, მგონი.
    სრულიად ამოვარდნილი მთლიანობიდან, ჩემი აზრით.

    ჰოო, ეს კონკრეტული ნაწერიც ნაკლებად მომეწონა სხვებთან შედარებით.
    ხან, მგონია რომ "ვარჯიშობს" ლიპო. – ხელის გაწაფვას ცდილობს.

    +
  • 3
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-15 13:49:44
  • რატომღაც, აქ დავინახე ის, რაც არის უკვე სხვაგან.

    მომწონს ამ ავტორის ნაწერები, მაგრამ დამაკლდა აქ რაღაც...
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-15 12:12:43
  • ლიპო, ვერ დავმალავ და არ მინდა ტყუილი გამომივიდეს.


    ნაკლებად მომეწონა ეს ნამუშევარი.

    დაახლოებით ვიცი რაცაა ამის მიზეზი ჩემთვის და ჩემში.
    მაგრამ უშედეგოდ,არ ვჭირდები
    არც იქ,არ გვინდაო პოეტები,

    სანამ ბანალურად გავფრინდები,
    ცოტასაც მივედ-მოვედები.-------> აქ მარცვლების მხრივ რიტმია არეული.


    ლექსს ++

    ეს საინტერესო გვერდია ნამდვილად:)