ასე უყვარდა მას.. ანა პაპოშვილი
გამოუქვეყნებელი
2013-01-15 15:51:35
15/5

ჩემს ცხოვრებას სულში ვიქცევ
ვეფერები გულში სითბოს,
ირგვლივ ლილიებია და
სხეულში კი ურცხვი სიტკბო.
მე მიყვარხარ იმიტომ, რომ
გავაღმერთე შენში ქალი
მე მიყვარხარ იმიტომ, რომ
გამელექსა შენი ტანი.
შენი გულუბრყვილო სული,
უმანკო და წრფელი სახე,
მე რას შევადარო კარგო,
ლილიებს თუ ეკალ-ბარდებს?!
ცრემლად მომდის სიყვარული,
მეშინია არ დავღვარო
მეტისმეტი თორემ მერე
ეს ფიალა რით ავავსო.
მე რით შევსვა სადღეგრძელო,
ჩემი ტანკენარი ქალის,
შენ ხარ ჩემი საბადო და
ჩემი სულის კოკორ ვარდი.
ბოლო სიტყვას ვეღარ ვიტყვი,
ვგრძნობ არ შემწევს ამის ძალა.
სიყვარულს, რომ გაურბოდი
ვერ ხვდებოდი ამის ფასსა?!
მაპატიე ვერ შეგკადრე
ჩემი დახეული ფარჩა,
რომ დამეგო შენთვის ფეხრთით
იკადრებდი განა ამას?!
მე ძონძებში გახვეული
სიყვარული მქონდა ბავშვის,
სულ ცინცხალი მოგიტანე
შენ კი რა უყავი, დაწვი!
მაგრამ გულში მაინცა ხარ.
ვერ გავბედე მეთქვა წადი
სხეულს თაბლად მოედე და
ამ სიტკბოში გამიმწარდი
მაინც ჩემი ქალღმერთი ხარ ,
ამ ქაღალდზეც ლექსად მყავხარ
სულ გატარებ ჯიბით , ჩანთით
ყოველთვის ვგრძნობ სადღაც აქ ხარ.
არ მეკუთვნი ღირსი არ ვარ
ვერა გჩუქნი ოქროს რიდეს,
ვერცხლის თასმით ვერ შეგიკრავ
საყელოს და ბაფთით კისერს.
ვერც მაგ გულმკერდს დაგიმშვენებს
ჩემი ნაჩუქარი ვარდი,
გვირილებით ვერ შეგმოსავ
ვერ გიხილავ თეთრი კაბით.
ო, რარიგად მოუხდება
მწვანე მინდორს შენი კაბა
აბა მითხარ ჩემი ფარჩა
ხომ გააფუჭებდა ამ აზრს?
ვერ დავდგები შენ გვერდს ძონძით
თუმცა გული ოქროსი მაქვს
ჯერ ბავშვი ხარ ვერ გაუგებ
ამ სიყვარულს ავან ჩავანს.
მე მიყვარდი მთავარია
მეერე რა რომ ახლა აღარ,
გაიხსენებ ერთს ვუყვარდი
ისე წერდა მგოსანს გავდა...

პ.ს : ეძღვნება მახო მშვიდობაძეს ..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კარგი ლექსია
  • 4
  • დეა გვარამია
  • 2013-01-21 18:30:27
  • გავაპლიუსებ... არ მემეტება სამინუსოდ ეს ლექსი:) წარმატებები:* ++
    ურცხვი სიტკბო არსებობს და ეს უნდა მეთქვა .. ჯიბით და ჩანთით ტარებაც შეიძლება (გადატანითი მნიშვნელობით.. მაგ:მისი სურათი , რაიმე ნივთი და ა,შ).
    ეს რეალობა იყო .. მადლობა შენიშვნებისთვის და იმისთვის, რომ ჩემს "შემოქმედებას" კითხულობთ ))
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-17 23:57:19
  • წინა ტექსტები მეტად დაწმენდილი და დალაგებული იყო, ანა.
    რაღაც, ინტერვალური წინსვლები/უკუსვლები ხდება აქ.
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-17 16:26:08
  • ურცხვი სიტკბო – ასეთ სიტყვათშეთნხმებებს მოერიდეთ,ანა.


    ანა, არ არის საკადრისად ძლიერი ნაწერი.
    აბა,მითხარი ჩემი ფარჩა ხომ გააფუჭებდა ამ აზრს – და მისთანანი, ნამდვილად ცუდ სამსახურს უწევს ნაწერს.

    ჯიბით დამყავხარ და ა.შ...

    არ მაძლევს ნაწერი იმის საშუალებას რომ პლიუსი დავწერო.