რელექსი ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2011-07-27 01:34:56
242/10

რელექსი



„Широк и желт вечерний свет...“
Анна Ахматова


როდესაც თქვენ მოხვალთ,
საღამო იქნება – საღამური
ფართო, დაზოლილი მთვარისფრად.
მე გავშლი მკლავებს და
ასე მონატრებულს,
სხეულზე ჩაგიცვამთ.
ზეცა კი იქნება ლექსების რვეული,
ვარსკვლავთა სარჩევით,
მე მზეთუნახავი ანუ მთვარეული,
რომელიც გიკითხავთ,
როგორ ჩამოშალა ღრუბლის ქონგურიდან დალალი...

მაგრამ ამოსული
ამ კოშკში, თქვენამდე -
არავინ არ არი!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 10
  • ლილია
  • 2011-09-12 14:02:50
  • ფლე-ში,
    ჩემი კომენტარი მეგონა :)
  • 9
  • ფლე-ში
  • 2011-08-07 22:13:33
  • ჩემი რჩეული პოეტესა,ერთობ ჭკვიანი, ნიჭიერი, ტკივილიანი სათქმელით.
  • 8
  • ჰენრი
  • 2011-08-01 20:18:51
  • "მე მზეთუნახავი ანუ მთვარეული,
    რომელიც გიკითხავთ,
    როგორ ჩამოშალა ღრუბლის ქონგურიდან დალალი..." ლექსს მოწონება და ავტორს გულთბილი მოკითხვა!
  • 7
  • ნატალი
  • 2011-07-27 19:56:30
  • ძალიან მომწონნნნნს
  • 6
  • ნათია პაპიძე
  • 2011-07-27 19:35:50
  • მთვარისფრად დანისლული რელექსია ეს ჩემთვის. მართლა საინტერესო წამოწყებაა
    ძალიან კარგია ... ჩანს ავტორის სიმაღლე ...
  • 4
  • ა__ჩ__ი
  • 2011-07-27 11:46:57
  • ჩემი აზრით სავარჯიშოს გავს... თუმცა მაინც ლამაზია!

    +
    ვერ გავუგე ვერაფერი ლექსს...
    სინდისთან მართალი smile ადამიანის ლექსი
  • 1
  • რ_____ო_____ი
  • 2011-07-24 22:30:36
  • ძალიან კარგი ექსპერიმენტი და შესრულებაა!...

    მომწონს!...

    +