შემოდგომა გქვია ანა პაპოშვილი
გამოუქვეყნებელი
2013-01-22 14:14:19
19/4

ისევ ფერებს ვუცქერ გაყვითლებულს,
გახუნებულია შუქი.
განა ხეებზე ფოთლებია?
გაფერმკრთალებულა მუქი.

მე ჩემი შემოდგომა მოვიწვიე
ვთხოვე დაბრუნება სახლში.
-იცი ეს ზაფხული დაიცალა
და შენ მოგვეშველე რამით.

ნუღარ მიმაჩეჩებ გასულ წამებს,
მე არ მჩვევია გაცლა,
ის რაც მაერთებდა ამ ზაფხულთან
უკვე წარსულია ახლა.

მივსდევ საუკუნეს ნაბიჯ-ნაბიჯ
არ მსურს ჩამორჩენა წამით,
და რომ ჩამოვჯექი სასაუბროდ
შენთან, გაწყენინე რამით?!

მე მსურს შემოდგომა ავამღერო,
ხეხილ-ბაღებით და კალმით.
ჩემი ფურცლებია მობიბინე
იქ , რომ ბალახია ნამით.

ჩემი კალამია მხატვრის ფუნჯი,
დირიჟორის არის ჯოხი,
ჩემი მელანია წვიმის წვეთი
უცხო მგზავრთათვის კი ქოხი.

ჩემი გრძნობებია უხილავი,
მაგრამ სიტყვებია-გხიბლავს.
მე , რომ შემიყვარდა პოეზია,
ეს ხომ შენც იგრძენი მიწავ.

ეს ხომ შენც იგრძენი ქარო,
ეს ხომ შენც გაიგე წვიმავ,
შენ ხომ გამიცანი კარგო?
მე კი , შემოდგომა გქვია ..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მადლობა შეფასებისთვის.. ეს ლექსი ეძღვნება შემოდგომას.. მართალია შეიძლება რაიმე განსაკუთრებული არ მითქვამს , უბრალოდ ჩემი ერთ-ერთი ლექსია ჩანაწერებიდან და ვერ გავრიყე : ))
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-24 21:37:41
  • ავტორისთვის სტიმული უნდა იყოს მოლოდინი რომ გვაქვს.
    აქცენტის გაკეთებას მაინც უფრო ტექსტის გაღრმავებაზე გირჩევ,
    ანა.

    წონა, ღირებული მონაკვეთები, საინტერესო სახეები მიეცი ნაწერს.
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-23 22:44:15
  • რაკიღა მეც იგივეს თქმა მომინდა, რაც ნინოს უთქვამს, ალბათ, ღირს ამ კუთხით გადახედოს ავტორმა ნაწერს.

    სულ მოლოდინით ვარ ამ ავტორთან, სულ მინდა რომ გამიმართლდეს ეს მოლოდინი.

    დღეს კი...ვერ...
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-22 22:49:02
  • ზედმეტად გაწელილია იმის ფონზე, რომ დიდი სათქმელი არაფერი აქვს ლექსს.
    რითმებიც ვერ მოვიწონე.
    მოკლედ, მინუსი.