(*) ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-01-27 02:12:03
67/7

ზამთარი იდგა,თოვლიანი,ცივი ზამთარი,
პატარა სოფლის,პატარა და დათოვლილ სახლში
ბოლო იმედი ქარს მიჰქონდა,ახალი მთვარე
იპარებოდა,ცა ითხოვდა უწვერო მახვშის.
ქვრივი ძუ ლომი,დედა თავთან ეჯდა ერთადერთ
სიცოცხლის აზრს და შისისაგან ჩუმად ტიროდა,
შვილს სულ წუთები აშორებდა ცამდე,ღმერთამდე,
უფრო და უფრო ღრმავდებოდა გულთან ჭრილობა.
და იჯდა დედა,დაჰყურებდა შვილის წვალებას,
შვილს თავი ედო მის კალთაში,ცრემლის გუბეში,
იხუჭებოდნენ დარდიანი,გიშრის თვალები,
არსად არ სჩანდა არც საშველი,აღარც ნუგეში.
გარიჟრაჟისას ჩაესვენა მთებსშორის მთვარე,
თან გაიყოლა ვერნათქვამი მრავალი გრძნობა,
დედას კი დარჩა სასაფლაო ყველაზე მწარე
და აღსასრულის მოლოდინი,შვილთან ერთობის.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    კარგია. .
    ალბათ, ისე არ ვკითხულობდი , როგორც ზემოთ იყო ნათქვამი..
    იყო კარგი ადგილები.
    ავტორისგან ყველა უკეთესს ელოდება, როგორც ამბობენ და წარმატებები ამიტომ :)
    +
    თითქოს მცდელობა იყო ახლის ნახვის, მაგრამ მაინც ვერ მოგიწონე ლიპო ეს ნაწერიც... მეტი გამართულობა და სიღრმეა ნაწერებში საჭირო. დედის ფსიქოლოგიის უფრო გასაგებ, ან უფრო გაუგებარ მხარეებს გამოვიტანდი ასეთ დროს მე წინ. ოღონდ არა იმას, რაც ისედაც აშკარაა.
  • 4
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-26 20:52:55
  • მძაფრი ემოცია...

    კარგია
    +2
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-26 15:54:01
  • დასაწყისი მეტნაკლებად ნორმალურია, მაგრამ ნელ-ნელა რომ "დაბლა" მიდის ტექსტი ეს - ძალიან ცუდი.

    ინტერვალური აღმასვლებია ამ გვერდზე და სტაბილურობის პერიოდს ველოდები.
    შეუფასებლად.
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-25 10:28:43
  • აუ, ლიპო. ამაზე ნაკლებ ნამუშევრებს აღარ ველოდები–ხოლმე შენგან.


    ფინალი..ფინალი უნდა მოაძლიერო...იმიტომ, რომ მთელი ლექსის კითხვისას კანს ვგრძნობდი და მეგონა, ფინალს ვერ გავუძლებდი და...ხომ ხვდები რასაც ვამბობ?!
  • 1
  • ჰენრი
  • 2013-01-24 19:29:57
  • კარგი ხარ! +2 დამმუხტა სევდით... :(