დილა: კადრი 22.01 (ჩემი ქალაქი) გიგა კვეტენაძე
პოეზია
2013-01-27 02:14:44
57/5

დღე მთის მიღმა იკარგება და უმზეო ქუჩებში -
დილის ნამი მარტოობას უსხივებოდ მიაქვს,
როგორც ნისლში გახვეული ამ ქალაქის უბეში,
მე ვისუნთქავ უნებართვოდ გაკუპრებულ თრიაქს.
ამ ქალაქში იკარგება თოლიების სინაზე,
გულში ვიკრავ არაყგავლილ, განივთებულ ფიქრებს,
მე ვტივტივებ ყვირილაზე თითქოს ვიწვე სენაზე,
და ბაგეებს მოწოლილი სიტყვა ძალას იკრებს.
მერე, როცა მომინდება ლექსის კარის გაღება,
სარკმლიდანვე დავინახავ - ქარი სტროფებს მპარავს,
ემოციას დავარქმევდი ალბათ გაჯანსაღებას,
მაგრამ ქარი ჩემს ტაეპებს მყინვარს გაღმა მალავს.
ეს ქალაქი ღამის ჩრდილში მელანდება ჭაობად,
გარშემო კი შარავანდედს ჰქმნის თრიაქის ღმერთი,
უკვე ყელში ამოვიდა ხმათა უმოძრაობა,
ქალაქში კი სუნი არი გასროლილი დენთის.
ისე ვდგავარ ამბიონზე თითქოს ვიდგე სცენაზე,
და ჩვეული გულწრფელობით ცას ვაკვესებ სიტყვას,
მდინარეზე ხიდებს ვითვლი, როგორც არი სენაზე,
არსათქმელი სიტყვის ჯარი ბაგეებზე მირტყამს -
რომ მთის გაღმა ვიმალები და უმზეო ქუჩებში,
მარტოობას დილის ნამი უსხივებოდ მიაქვს,
როგორც ნისლში გახვეული ამ ქალაქის უბეში,
მე ვისუნთქავ უნებართვოდ ჰაერივით თრიქს.

გიგა 22/01/13



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    იყო საინტერესო მომენტები. წარმატებები! +
  • 4
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-26 21:11:17
  • "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის"...
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-26 16:08:57
  • არაყგავლილი განივთებული ფიქრების გულში ჩაკვრა < > მოერიდეთ რა ასეთ ფრაზებს. არც "ახლებურ ხედვაზე" აქვს პრეტენზია, არც გამართულია, არც - დალაგებული; ნუ გააფუჭებთ ტექსტს.

    თრიაქის ხშირ ხსენებასაც მოვუხერხებდი რამეს;
    რიტმიც უხვევს გზიდან რამდენიმე ადგილას;

    საერთო ჯამში


    +
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-25 10:32:24
  • უფრო მოქნილად, უფრო ლაკონურად – ნუ განავრცობთ ლექსს თუ ყველა სტროფში დაახლოებით ერთიდაიგივე სათქმელი გიდევთ.

  • 1
  • ჰენრი
  • 2013-01-24 19:23:30
  • + 1 მხატვრული აზროვნება აქვს ავტორს, ცოტა ტექნიკაზე მუშაობა არ აწყენდა. წარმატებები... (პირის ნაცვალსახელებს ნუ ხმარობ ლექსში რიტმისთვის).