*** ანა პაპოშვილი
გამოუქვეყნებელი
2013-01-26 23:35:40
16/4

წნევა დამივარდა, მგონი სისხლი მერჩის.
იქნებ არტერიებს დენა დაავიწყდა.
შეცდა საფეთქელი წამის მეასედში
სამოცჯერ თუ თვალა მკერდთან გულის გმინვა.

ვგონებ ვეღარა ვცნობ სახლის კუთხეს , წახნაგს.
აღარც სარკმლის მინას ამჩნევს ნათითური..
ხოდა დაორთქლილ კარს და ხის სახელურსაც
ხელებს მე ჩავჭიდებ გრძნობაარეული ..

მერე დავივიწყებ ყველა ნათქვამ სიტყვას,
რითმებს შევაწებებ წმინდა სტროფის დაშლით.
იცით? მე არ ვიხდი ბგერის სამმაგ ქირას
ხო, არც სინატიფეს ვტოვებ მრავალ ვალით..

სევდა სახლში მხვდება, დამჭკნარ მაჟორს ვებრძვი.
თითი მეყინება, სურვილს არ ნებდება .
ქარის მოქსოვილი წყვილი თათმანები,
ხელებს ვეღარ მითბობს.. თოვლიც არ ჩერდება.

მე იქ არ მივფრინავ სადაც დავიშვები ,
და თუ ეს საზღვრები ძლიერ პატარაა,
ჰაერს ვიჩუქებ და ცოტაც გავიზრდები,
მერე ყველაფერი მინორს აღარა ჰგავს.

მერე ყველაფერი ფერფლში არ ინთქმება,
აღარც სარკმლის მინას ამჩნევს ნათითური,
ვიცი ჩემ ლექსებსაც მტვერი მოაკითხავს
მიწის სურნელებით, გასვრილ , არეული..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ირაკლი ყურუა,
    არტერია თავად სისხლი არაა რომ იდინოს, - სისხლის გამტარია. გამართულობა აკლია აზრს, ანა. ხო ამას უკვე რომ დავამატე ნაწარმოები მერე დავაკვირდი სამწუხაროდ : (
    ხოლო "შეცდა საფეთქელი წამის მეასედში
    სამოცჯერ თუ თვალა მკერდთან გულის გმინვა." აქ ზუსტად მაგის თქმა მსურს , რომ 60 არც ისე დაბალია წამში და უფრო მეტი იყო და ამიტომ შეცდა : ))

    ყველას მადლობა : ***
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-28 22:45:35
  • "წნევა დამივარდა, მგონი სისხლი მერჩის.
    იქნებ არტერიებს დენა დაავიწყდა.
    შეცდა საფეთქელი წამის მეასედში
    სამოცჯერ თუ თვალა მკერდთან გულის გმინვა.

    ვგონებ ვეღარა ვცნობ სახლის კუთხეს , წახნაგს.
    აღარც სარკმლის მინას ამჩნევს ნათითური..
    ხოდა დაორთქლილ კარს და ხის სახელურსაც
    ხელებს მე ჩავჭიდებ გრძნობაარეული .."


    სისხლი რომ გერჩოდეს, ეგ მაღალი წნევის გამომწვევი იქნებოდა. "სისხლი მაწვებაო" - ო, ასეთ დროს ამბობენ.
    არტერიებს დენა დაავიწყდა < არტერია თავად სისხლი არაა რომ იდინოს, - სისხლის გამტარია. გამართულობა აკლია აზრს, ანა.
    საფეთქლის მიერ შეცდომის დაშვებაც რაღაც არ ჟღერს კარგად, ჩემი აზრით. ისე, (((60 დარტყმა არც ისე დაბალია. 80-იდან 85-მდეა კარგი პულსაცია და წნევის დავარდნის დრო 40-საც უახლოვდება ხან მაჯისცემა.))))
    ნათითური რატომ უნდა არჩევდეს სარკმლის მინას?. შეხების გამოხატვა გინდოდა, - გასაგებია, მაგრამ რა მიზნით?. ხედვა რომ ყოფილიყო - კი.

    მოკლედ, ზედმეტად დავწვრილმანდი, ვიცი, მაგრამ ამჯერად ასე ჩავთვალე საჭიროდ. მეტი ყურადღება დაუთმე ტექსტის აზრობრივად გამართვას.
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-28 13:24:30
  • ანა, სწორად გამიგეთ, ყველას უდგება რაღაც მომენტი(მათ შორის მეც), როცა ფიქრობს, რომ რაც მეტ "უცხო" სიტყვას გამოიყენებს ნაწერში - მით მეტად მიაახლოვებს პოეზიასთან. სინამდვილეში ეს ასე არ არის.

    დაინდეთ საკუთარი,- ქართულ ენაზე შექმნილი ნამუშევრები.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-27 22:28:06
  • უკეთესები მახსოვს ამ ავტორის.