შიში ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2013-01-30 16:24:46
77/13

როგორ შეიძლება
სიმშვიდე იყოს სახლში,
რომელიც დღენიადაგ ხანძრის ლოდინშია?
კედლის ბზარები ივსება განგაშით,
ჭერიდან ბათქაში ცვივა...
მაგრამ როდესაც,
ამ სახლში ცხოვრობდა დედა –
რატომღაც ვერასდროს ვამჩნევდი,
რომ ფანჯრები – სახანძრო მანქანების ალყაშია.
ეტყობა დედებს, ყველა შიში
სარდაფში ჩააქვთ,
და იქიდან,
მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ
ამოდიან.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ო, ღმერთო..
    დედა !
    მერამდენედ ვკითხულობ ამას, ღმერთმა უწყის, როგორც ამბობენ :)

    თითქმის ყველას ვაკითხებ ..
  • 11
  • ნინო ქოქოსაძე
  • 2013-02-24 12:48:01
  • დიდი მადლობა ყველას :*
    ქ_ნო ნინო, ძალიან მიყვარს თქვენი შემოქმედება, ხშირად ვკითხულობ "მინიმას" და ყოველი წაკითხვისას,რაღაც ახალს ვპოულობ.ყველაზე მეტად "მარტოხე" მიყვარს.:))იმ ვარდისფერ და ცისფერ ფურცლებზე დაწერილ მინიმებსაც ვინახავ... ასე ძალიან ქალის შემოქმედება ჯერ არ მომწონებია...
    ეს რა კარგი რამეა.
    რჩეულებშიც და ისედაც- მიმაქვს.

    იშვიათი განწყობით მივდივარ .
    ++
  • 8
  • გიო საჯაია
  • 2013-02-16 15:58:49
  • რა გითხრა, ნინო? ან რაღა გითხრა? მიხარია, რომ ქართულ პოეზიას ჰყავხარ. ) დიდი მოკითხვა შენ, ჩემგან!
    ყოჩაღ, პირველი ლექსია აქ რომელიც მეორედ წავიკითხე +
    ძალიან კარგია!
    მადლობა, ყველა თვალს:)

    ძალიან მომეწონა...

    ნიჭი უნდა რომ წერდე, ამბობდე და ყოველგვარი მათემატიკური გათვლების გარეშე გამოგდიოდეს ასეთი თანაჟღერადობა (თუ რაც ქვია)

    თავიდან "შ"-ები.. მერე "ყ" "ხ" "ხანძარი"

    მერე "ლოდინშია" და "კედლის"

    მერე "რ"-ებიც მღერიან : )

    მერე "განგაში", "ბათქაში"... ცოტა მერე "ალყაშია"...

    მოკლედ კიდევ ბევრი თანხმოვნებაა აქ : )

    არ ვიცი ასე უნდა ჩაუღრმავდე ლექსის აგებულებას თუ არა, მაგრამ მე ძალიან მსიამოვნებს ასეთი რამეები...

  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-01-29 23:47:44
  • რა კარგი რამეა.
    საჭირო და მოზომილი სიტყვები.

    ++
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-01-29 17:19:10
  • ქ–ნი ნინო ისე ამბობს ყოველთვის, ის ნაცნობი და საყვარელი ხდება ყოველი გრძნობა რაც კითხვისას გექმნება, რომ – სრული სისასვსის შეგრძნებით გავდივარ–ხოლმე აქედან.

    ფინალი ისეთი, სევდიანად რომ გამაღიმა.

    ეტყობა დედებს, ყველა შიში
    სარდაფში ჩააქვთ,
    და იქიდან,
    მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ
    ამოდიან.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-01-27 21:12:21
  • მოწონებული ფრაზები დავაკოპირე და აღმოჩნდა, მთელი ლექსი გადმომიტანია :)
    დიდ ემოციას ველოდები ყოველთვის აქ და იმედი არასდროს მიცრუვდება.
    +++