მლაშე სიცრუე ანა პაპოშვილი
მინიატურა
2013-02-06 00:03:05
56/7

საინტერესო და უცნაური ადამიანის იმიჯს ამოფარებული მლიქვნელი მატყუარა ხართ, რომელსაც ცხოვრებაში თუნდაც ერთხელაც კი არ უნდა თავის დახრა და იმის აღიარება რომ შეცდა.

ადამიანებზე მაღლა დგომა გსურთ და შეიძლება ცხოველთა შორის ცხოველს არც აღემატებით !!
ჰო , არსებობთ , მაგრამ არსებობას ებღაუჭებით !!..
ნავში ზიხართ და ტალღებზე ნავარდობთ იმის იმედით , რომ რომელიმე ოაზისში ცხოვრება ღუზას ჩაუშვებს და თქვენც უკეთილშობილესი პიროვნება , მრავალგზის განსწავლული, გადახვალთ ნაპირზე და ეცდებით სამოთხეში ფეხის მოკიდებას.
თუმცა , თქვენ იმდენ ადამიანს უწოდეთ ეშმაკი , საუკეთესოთა რიცხვში ჩასაწერად და სამოთხეში მოსახვედრად , რომ ახლა სრულყოფილ ოაზისში სრულიად მარტოდ მარტო დაიარებით..

ყველაზე საინტერესო იცით რა არის?! ოაზისი გაუფერულდა და მლაშე სიცრუის სურნელით გაჟღენთილ მიწაზე მხოლოდ ბოროტება ხარობს.

და მე კი, თქვენგან უარყოფილი შეგირდი, მაინც გიწვდით დახმარების ხელს და გიგზავნით დედამიწაზე დასაბრუნებელ საგზურს..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    არც არის საჭირო ყველამ იცოდეს ვის მივამაღტავ , ჩემი აზრით .. ასე უფრო საინტერესოა , თან თუ თქვენც გაგახსენდნენ ნაცნობი ადამიანები ე.ი მართლაც ასე ჯობდა :) **
    ცოტა გაუგებარი აღმოჩნდა ვის მიმართავ და განაწყენებულიც ჩანხარ,მაგრამ წასაკითხად საინტერესო იყო.მაცნობი ადამიანები გამახსენა:)
  • 5
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-06 01:22:43
  • მმმ.
    მოვალ აქ კიდევ მაშინ ვრცლად...
    ნინო, არავისზე განაწყენებული არ ვარ , უბრალოდ კონკრეტულმა სიტუაციამ დამაწერინა ეს და მინდა ვთქვა , რომ ერთ ადამიანს ეძღვნება , რომელსაც თქვენობით მივმართავ.. მემგონი ყველა წინადადებაში ზრდილობიანი ფორმა "თქვენ" მაქვს გამოყენებული . არ ვიცი შეიძლება ვცდები კიდეც))

    ნათია , არ მგონია ასეთ პიროვნებას ვინმეს ნაწერი აკეთილშობილებდეს , მაგრამ მართალია მე ვცადე ჩემი ))

    სიმართლე ვთქვა ეს ნაწერი ირაკლი ყურუას აზრის გამო უფრო დავდე ლიტ კლუბზე.. ძალიან მაინტერესებდა შეფასება..

    მადლობა ყურადღებისთვის.
  • 3
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-05 16:05:35
  • ვისაც ეკუთვნის- კონკრეტულ პირს ან კრებითად ადამიანებს- მათ თუ ნახეს და მათი აზრი რა იქნებოდა, საინტერესოა. გააკეთილშობილებს ასეთი ნაწერის კითხვა? თქვენ სცადეთ თქვენი მაინც.

    პროზაულად ბევრად დახვეწილად შემოდის მკითხველთან ეს ავტორი. დახვეწილი აქვს ლექსიკა და გადმოცემის უნარი.
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-05 12:55:36
  • მოკლედ, ანა, რა ხდება ახლა:
    ეს ტექსტი იმ იდეის მიმართ რასაც ეხება ვერახლებურ ხედვით და მეტნაკლები სისუსტით კი ხასიათდება (ჩემთვის), მაგრამ წინარე ნაწერებთან შედარებით აშკარად შემოვიდა სიღრმე. დადებითად მენიშნა. ასე და ამგვარად რომ გააგრძელო უკეთესი იქნება, მგონი. პოეზიით გიჭირს ჯერჯერობით სათქმელის სწორად გადმოცემა. ცოტა აზრის და ხელის გაწაფვა უნდა ამ ყველაფერს. ცადე პროზაც. აქ უფრო გხედავ პირადად მე. ცოტა ხნით მაინც ცადე აბა. ვნახოთ, რა გამოვა.

    +
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-02-03 22:47:51
  • გაუგებარია ერთ ადამიანზეა საუბარი თუ რამოდენიმეზე.რიცხვი ირევა თითქმის ყოველ წინადადებაში.
    პლიუსს დავწერ მიუხედავად იმისა, რომ არ მომეწონა განწყობა და ბოლო სტრიქონი განსაკუთრებით. ნახოს მკითხველმა.
    მსგავსი ფრაზები უფრო განაწყენებული და გაღიზიანებული ადამიანისას ჰგავს, ვიდრე მხატვრულ ნააზრევს.