სიმღერა ანა პაპოშვილი
პოეზია
2013-02-08 00:31:05
51/7

შენ ხედავ ცარიელ ჰორიზონტსს,
რომელიც არაფერს მოგითხრობს.
აღარ აქვს ნახატებს , ის ფერთა გამა.

შენ ხედავ სახლებზე შავ ჩრდილებს ,
თვალებიც შავ ფიქრებს იწვევს.
დაკარგა მხატვარმა ფერები კვლავ.

ველოდები მაისის ვარდებს,
მათი სიეშხე მე სულ თან დამდევს,
ვარდის სურნელი აცეკვებს ბაღს.

მზემ აიტყორცნა მათი ფერები ,
ღრუბლები ბგერებით მღერიან მარშს,
მეც ვეფერები ამ ცხოვრების დარდს.

მე ვხედავ სიცოცხლის ნაპირებს,
ვგრძნობ სევდა ზღვისკენ გამინაპირებს,
იქ გაზაფხულის სურნელი მკლავს.

მე ველოდები მაისის ვარდებს ,
მათი სიეშხე, ხო სულ თან დამდევს ,
ვარდის სურნელი აცეკვებს ქარს.

და ხის ტოტებზე გაჩნდება ბგერა,
მერე ფოთლებიც დაიწყებს ძგერას,

კვლავ ვეფერები ამ ცხოვრების დარდს ..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 7
  • ელენე გოგუა
  • 2013-02-11 20:48:40
  • მაგარიაააა :*
  • 6
  • ნინო ღლონტი
  • 2013-02-08 13:58:43
  • გაიხარე ანა, მომწონს შემართება, კარგია, გულწრფელად გეუბნები :*
    მიყვარს ეს სიტყვა "ეშხი" : დ

    სანამ პოეზიაში არ შევქმნი რამე ღირსეულს ხელს არ ავიღებ ირაკლი :) თუ მოგბეზრდათ ჩემი ზრდის ან თუნდაც ერთ ადგილზე ჩაგუბებული ადამიანის ყურება შეგიძლიათ წაუკითხავად დაწეროთ მინუსი ))

    რაც შეეხება პაპუნას .. ამ ტექსტს აქვს უკვე მელოდია.. "ყველაფერი ახალი დავიწყებული ძველია" :) არ მწყინს თქვენი კრიტიკა , იმიტომ , რომ ამაზე გაცილებით , გაცილებით კარგ ლექსებზე მინახავს თქვენი კრიტიკული კომენტარები .. ბანალური? შეიძლება , მაგრამ ჩემი შექმნილია ))

    ძალიან დიდი მადლობა ყველას და წარმატებები : *****
    ისეთი მომენტია ახლა, ჟანრში პოეზიაა მითითებული და ამ ჟანრიდან შორს არის, ესეც რომ არა, არ ვიცი რა დონის მუსიკამ უნდა გამოასწოროს ტექსტის ძველმოდურობა, ღითმის ზემოთნახსენები ღრვევა და ბანალური სათქმელი.

    ბოდიში მაგრამ ეს ჩემი აზრია!
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-07 19:48:40
  • პროზა. პროზა. პროზა – ცადე.
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-06 22:33:55
  • სიეშხე - არ არის სწორი. სიტყვათქმნადობასაც თავისი წესები აქვს ქართულში.

    რიტმის ხშირი რღვევა შეინიშნება.

    თუ სასიმღერო ტექსტია, პრინციპში, ამაზე მეტ გადატვირთულობას არც მოიხდენდა, მაგრამ, ყველა შემთხვევაში დასახვეწია და ხელშესავლები.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-02-06 21:44:59
  • რავიცი დავწერ პლიუსს, მაგრამ უკეთესები წამიკითხავს ამ ავტორის.
    +