დამაბინავე.. ანა პაპოშვილი
პოეზია
2013-02-10 00:48:20
55/15

დამაბინავე..
მერე შეშლილს სიგიჟის წვეთი,
ჩამომაცალე,
ყურის ძირში დამდგარა მზერა..

დამაბინავე..
ნუშის ყვავილს, მიმაბი კენტი,
მისი სურნელით უნდა დავთვრე ,
ავიჭრა ზეცას.

დამაბინავე ..
რადგან არ მაქვს ადგილი , ბინა.
დავალ ეული ხეებს შორის,
ნაპრალებს იქით.

დამაბინავე ..
და მაჩუქე აკვანი ლერწმის,
ნაძვის წიწვებთან შემაჩერე
უცნობი შვილი.

დამაბინავე ..
არ დამინდო გამხიზნე მთებში,
მშიერს ხმიადი გამიგორე
სუფრაზე , ცეცხლთან.

დამაბინავე
და დამლოცე, სასწაულს ხილვით,
გაშმაგებული ბავშვივით ვარ,
ვნატრულობ დედას..

დამაბინავე
არ დამტოვო ეული აკვნად.
შემინარჩუნე კანთან პეშვი
ნარნარა ცრემლი..

დამაბინავე
მე წყურვილი სხვა არრის არ მკლავს.
დამაბინავე
მე დამშრალი , ჩამქრალი ღველფი..

ანნა პაპოშვილი



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 15
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-28 21:58:37
  • გაიხარე გიოო :*
    სიფაქიზე - აი შენი პოეზიის თანმდევი :)* რაც მხიბლავს.. ++
  • 13
  • გვანცა ერაძე
  • 2013-02-12 00:11:32
  • მიხარია, ანა, ასე დადებითად რომ შეხვდი ჩემს აზრს...

    მე ველოდები და თვალს ვადევნებ შენს ზრდას... :))

    არაფრის და კიდევ არაფრის... :))
  • 12
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-11 23:45:24
  • არა რითმის გამო არ დამიწერია )) მთაში რა ცუდია? ჩემთვის არა , მაგრამ ცხოვრებისთვის შეიძლება კი.. მეგობრულად ვიღებ ყველაფერს და მომავალში აუცილებლად გავითვალისწინებ გვანც, რადგან ჯერ პატარა ვარ და ბერვი რამ მაქვს სასწავლი..
    ნაძვის წიწვებთან რატომ უნდა შევჩერდე თუკი ავხსენი არავის დააინტერესებს ეს მონაკვეთი.. :) მადლობა და კიდევ მადლობა :*
  • 11
  • გვანცა ერაძე
  • 2013-02-11 20:40:25
  • ანა, შენს ლექსებს ყოველთვის ეტყობა რომ ბევრ რამეს გულისხმობ მათ მიღმა, თუმცა "ზედაპირული" გადაკითხვისას რაც მომხვდა თვალში, იმათაც გეტყვი, თუ არ მიწყენ, ცხადია :)) როცა ითხოვ დაბინავებას, დალოცვას, მარტო არ დატოვებას და ა.შ., ვფიქრობ, "არ დამინდო გამხიზნე მთებში" არღვევს საერთო თხოვნების ხასიათს. რაც შეეხება ღველფს_რადგან ამ სიტყვას ლექსში იყენებ, ალბათ, მნიშვნელობაც კარგად იცი და "დამშრალი, ჩამქრალი ღველფი" ისე ვერ ერგება ლექსს, როგორც შენ გაქვს ჩაფიქრებული, რადგან ის არც სველი იქნება ოდესმე და არც აგიზგიზებული, ოღონდ არ თქვა, უბრალოდ ეპითეტებად გამოვიყენე და მეტი არაფერიო.. :)) მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რითმის გამო ნუ დაწერ ხოლმე რამეებს, მეტი შეგიძლიათ შენ და შენს ფანტაზიას, თორემ არც გეტყოდი... არც რედაქტორი ვარ და თუ ახსნა-განმარტებით კომენტარს არ დამიწერ პასუხად, ძალიან გამახარებ, მეგობრულად შეხვდები ჩემს ნათქვამს, იმედია... :))

    პ.ს. ისე, რატომ უნდა შეჩერდე და მით უმეტეს ნაძვის წიწვებთან, ეგ მეც მაინტერესებს :) გარდა იმისა, რომ შენი ფანტაზიის გამოვლინებაა ეს მონაკვეთიც, რაღაც იდეა ხომ ჩადე? მოკლედ... და რაღა მოკლედ... :)
  • 10
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-10 20:41:08
  • მადლობა : )
    მე მომწონს
    კარგად ჩავიკითხე
    +
  • 7
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-10 13:57:33
  • ნუშის ყვავილს მიმაბი კენტი, –სასვენი ნიშანი დასვი მაშინ სწორად, ანა.
    <<ნუშის ყვავილს მიმაბი კენტი,>> ნუშის ყვავილი ჩმეთვის (და საერთოდ ) ძალიან ლამაზია და რადგან კენტად ვარ ანუ მარტო მას "მიმაგარე"-თქო..

    <"დამაბინავე
    მე წყურვილი სხვა არრის არ მკლავს.
    დამაბინავე
    მე დამშრალი , ჩამქრალი ღველფი." >>აქ რა ვერ გაიგეთ ვე ვხდბეი სამწუხაროდ: (

    ორ ადგილას ლექსის მელოდიურობა იცვლება.. ეს ვიცი და , როცა ვწერდი თავიდანვე ვიცოდი..

    ჩემი აზრით ლექსში აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ისეთიც რაზეც მკითხველი სულ იფიქრებს )) ვინმესთვის შეიძლება არ არის საინტერესო , მაგრამ მრავალჯერ გავიმეორებ ჩემი შექმნილია..

    რომანტიკოსები ხომ მუდამ არარსებულ რამეს აღწერდნენ ?! მართალია მე რომანტიკოსი არ ვარ , მაგრამ არც რეალისტი ვარ ..
    რატომ არ შეიძლება რომ ნაძვის წიწვებთან შევჩერდე :)) შეიძლება დამწერა მუხა , წიფელი .. რა მნიშნვნელობა აქვს? ეს ხომ ჩემი წამოსახვაა? : ))

    მადლობა შეფასებებისთვის და მადლობა იმისთვის , რომ ხშირად მაფიქრებთ ამა თუ იმ საკითხზე .. მადლობა იმისთვის , რომ ვიზრდები ))
    ვეთანხმები წინა კომენტარს ნაწილობრივ, ბევრი გაუგებარი სახე და ფრაზაა. ტექნიკურადაც ვერ არის გამართული. ვწუხვარ :(
  • 4
  • ნინო ღლონტი
  • 2013-02-09 23:24:46
  • "ნუშის ყვავილს მიმაბი კენტი" - ხო, ეს ვერ გავიგე მეც.
    "შემინარჩუნე კანთან პეშვი
    ნარნარა ცრემლი."
    "დამაბინავე
    მე წყურვილი სხვა არრის არ მკლავს.
    დამაბინავე
    მე დამშრალი , ჩამქრალი ღველფი."

    მთლიანობაში გავიგე აზრი, მაგრამ ზემოთდაკოპირებული ფრაზებისდა გამო, ერთზე მეტ პლიუსს ვერ ვწერ.
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-09 21:54:02
  • წინსვლაა აქ.
    სა ინ ტე რე სოა.


    +
    ლექსი კარგი იყო, მაგრამ აი რითმები...

    ეს ნაწილი რომ შეასწოროთ, უკეთესი იქნება. +
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-08 12:15:31
  • ნუშის ყვავილს მიმაბი კენტი, - რა იგულისხმება აქ?

    ნაძვის წიწვებთან შემაჩერე
    უცნობი შვილი.
    - ეს და სხვა რამოდენიმე ბუნდოვანი ფრაზა ხელს მიშლის ამოვხსნა -ვის მიმართავს ავტორი და რის თქმა სურდა საბოლოოდ.