!¡! ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-02-10 00:49:43
77/34

ნიავმა შარა ფიქრით არია,
ღრუბელმა წვიმა სულ მთლად დაცალა,
ვინც მე მიყვარდა,ზოგი მკვდარია,
ზოგს კიდევ შერჩა სული,ბაცილა.
ვარსკვლავი,ვარსკვლავს დაუწყვილდება,
მთებს ზღვა დაკოცნის თეთრი ტალღებით,
მთვარეს ამოსვლა გაუჭირდება,
არ იბიბინებს იალაღები.
მზე ჩაუქროლებს ხვალაც ორბიტას,
კვირტებს დახეთქავს იასამანი,
მე ამ ყვავილებს ხვალვე მოგიტან,
შურით მოკვდება ალბათ მავანი.
ნიავმა ჩემი ფიქრი არია,
და მათბობს მხოლოდ შენი თვალები,
სულ მაგ სითბომბად მზერის ბრალია,
სიკვდილს ქურდივით რომ ვემალები.

ამინდმა ჩემში თავ-გზა არია!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მზე ჩაუქროლებს ხვალაც ორბიტას,
    კვირტებს დახეთქავს იასამანი,
    მე ამ ყვავილებს ხვალვე მოგიტან,
    შურით მოკვდება ალბათ მავანი
  • 33
  • გვანცა ერაძე
  • 2013-02-11 19:37:31
  • "მთვარეს ამოსვლა გაუჭირდება,
    არ იბიბინებს იალაღები."_ ეს მარტივ და მსუბუქ რითმაზე ნაკლებია, ჩემი აზრით, მით უმეტეს ისეთი ავტორის ლექსში, რომელსაც გაცილებით საინტერესოდ შეუძლია წეროს...
    უკეთესს დაველოდები, დარწმუნებული ვარ, ვიხილავ მალევე...
  • 32
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-10 19:17:56
  • აუ, რა ხდება აქ?

    ნება მომეციტ ყველა არათემატური პოსტი წავშალო.

    ძალიან გთხოვთ ადამიანებო, ფრთხილად მოვეპყრათ ერთმანეთს.

    პაპუნა, რისგან უნდა დაწმინდოს საიტი გიორგიმ?

    ჩვენი მუშაობით თუ ხარ უკმაყოფილო, დედა მომიკვდეს თუ მეწყინოს და ყველამ მიმართეთ ადმინს. პირადად მე ყოველგვარი წყენის გარეშე დავრჩები საიტზე ჩვეულებრივ წევრად.
    თუ ეს არ არის გამოსაქვეყნებილი შენი ნაწერების 90 %ც გამოუქვეყნებლებში უნდა დარჩეს.თვითკრიტიკა არ გაწყენდა მეგობარო.მე აქ დავასრულე.თუ ოდესმე ერთმანეთს რეალურად შევხვდებით იქ გავაგრძელოთ კამათი როგორი ფორმითაც გინდა
    მე ვისაც აქ უარყოფით კომენტარს ვუწერ, ყველას ეკუთვნის, ნაგავიაო კიდე შენგან განსხვავებით არავისთვის მიკადრებია, თუ ლიტ.კამათს გასცილებელია გაცდეს, მაგრამ შენ, ეს იცოდე, რომ ზედმეტად ულამაზოდ იხმარე ზემოთ სიტყვა "ნაგავი"

    გიორგი გაბაიძევ,

    აი რა მოსდევს მსგავსი ნაწერების გამოქვეყნებას, ათასჯერ გითხარი, გაფილტრე საიტიითქო.
    პაუნა დაუკრეფავში ვინა გადასული ამდენი ხანია კარგად ერყობა,აზრი არააქვს მეგობარო შენთან კამათს,ჩემი გაბრაზების მიზეზი ჩემი ლექსის კრიტიკა რომ არაა ეგ კარგად იცი,შენი აგდებული დამოკიდებულებაა ზოგადად აქ მყოფთა მიმართ.როგორც დაიწყე მეგობარო ისეთი პასუხიც მიიღე და აქ დავამთავროთ თორემ ლიტერატურულ პოლემიკას გასცდება ჩვენი კამათი.
  • 28
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-10 17:57:45
  • გამეცინა : )) პოეზია პირველ ყოფილ დონეზე ვისაც ესმის კი მოიშველია ლექსში გარკვეული ფრაზები ამის დასამტკიცებლად ))

    დიახაც, რომ პოეზია ყველასთვის ერთი არ არის.. პოეზიის ვალია , მისი წაკითხვისას ადამიანმა სიამოვნება მიიღოს , დამშვიდეს ...

    ქართველები იმით ამაყობენ , რომ ამ მხრივ ძალიან კარგი წარსული აქვს და თქვენ ერთ წუთში ნაცრად აქციეთ ის რასაც ჩვენი წინაპრები მრავალი წლების განმავლობაში იცავდნენ და რასაც ზოგიერთი მათგანის სიცოცხლე შეეწირა..

    ისეთ ადამიანი, რომელიც წარსულს არ აფასებს მომავალს ვერ შექმნის..

    თუ პაპუნა კარგად წერს , ეს გასული საუკუნის პოეტების დამსახურებაა. თუ მათ სჯობს ესეც მათი დამსახურებაა და უბრალოდ სიტყვა მადლობა მაინც უნდა უთხრას მათ ))

    ვიღაცას , რომ არ დაეწყო საქართველოში წერა , დღეს თქვენ პაპუნას ყველაფერის თავიდან დაწყება მოუწევდა ))
    ზედმეტად ულამაზოდ ალაპარაკდი ლიპო, ამას დაუკრეფავში გადასვლა ჰქვია და მე ეგ არ მომწონს. ადამიანის ფასეულობებზე ნაგავიაო, ამის ძახილი... ცოტა უხერხულია.

    დაუფიქრდი ხოლმე რას დაწერ, არა მარტო ლექსის წერისას.
  • 26
  • Pierro
  • 2013-02-10 17:30:03
  • ანა პაპოშვილი წავიდეთ მერე. აქ არ ვლაპარაკობთ იმაზე ვისთვის რა არი პოეზია, აქ ვლაპარაკობთ იმაზე რა არი პოეზია. მჭერმეტყველება მოძველდა. ის თუ ვის რა მოსწონს, მითუმეტეს პოეზიაში, დამოკიდებულია იმაზე როგორი გემოვნება აქვს. პოეზიის ვალია 1)ადამიანში ემოციის გამოწვევა. 2)ამ ემოციით რაღაცის შეცვლა უკეთესობისკენ. ამ ორიდან რომელიმე მაინც თუ აქვს ლექსს ის ღირებულია მეტ ნაკლებად. მაგალითად თქვენ იმიტო დაიწყეთ წერა რო სხვა საქმე არ გაქვთ და სხვა გასართობი, ამ შემთხვევაში თქვენ უნდა გძულდეთ პოეზია თუ კარგად აზროვნებთ. და წერდეთ ისე როგორც თუნდაც მაგალითად პაპუნა გიორგაძე. თქვენი კომენტარები კი მაფიქრებინებს რო პოეზია პირველყოფილ დონეზე გესმით.
    პიერრო შენ კითხვას ჯერ თავად გაეცი პასუხი და მერე მე გიპასუხებ.რარუნასთვის რაც პოეზიაა ის ჩემთვის ნაგავია და პირიქით,ასე რომ აქ დავამთავროთ მე და შენ კამათი მეგობარო.ანი პაპოშვილი დიდი მადლობა
  • 24
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-10 17:00:25
  • აქდან ყველანი მივდივართ საპირფარეშოში დასამშვიდებლად :დ (იმედია ამ "მწარე" ხუმრობის გამო პაპუნას არ გადავიკიდებ :)

    "სიკვდილს ქურდივით რომ ვემალები.

    ამინდმა ჩემში თავ-გზა არია!" + თბილი ლექსია , ოპტიმისტური , ))
    რას ერჩის პაპუნა.. :) შეძილება ამ ავტორს უკეთესები აქვს , სამწუხაროდ არ ვიცნობ მის შემოქმედებას კარგად , მაგრამ ყველა ლექსი გალაკტიონსაც კი არ აქვს "მაგარი" :)

    ახლა პაპუნა იტყვის ხო გეუბნები ქართულ მწერლობის კითხვას ამერიკული წაიკითხე მეტ განათლებას მიიღებო , მაგრამ მე ვუპასუხებ წინასწარ : შენ რო კითხულობ რა ხეირი? შენი ვერლიბრი სჯობს ტაბიძის "მერის" ? :)

    წარმატებები ავტორს ))
  • 23
  • Pierro
  • 2013-02-10 16:42:42
  • ნინი ბაიდოშვილი, პოეზია რისთვის გჭირდება?
  • 22
  • Pierro
  • 2013-02-10 16:42:06
  • ლიპო. რატო წერ. ქართველეს რო ოდიდგან მოგვდგამს პოეტობა?
    ხო, კაი, რცხა გინდა იგი იყოს!
    არაფერ შუაშია მუხბე მსოფლიოს წამყვანი პოეტების კითხვა.შენი ლექსების უმრავლესობა არც ვერლიბრი არაა სამწუხაროდ.ამას გაბოროტებული არ ვამბობ ვიცი რომ არც ჩემი ლექსებია შედევრი, მაგრამ შენი პროზააა>)
    რომ ვიხილე, მაგიტომაც დავაკომენტარე.
    ნინი, იხილე მანდაც ჩემი კომენტარი, შემდეგ კი გიორგი არაბულის ლექსი, "მე და შენ ღმერთო"

    და,,, პირადში გავაგრძელოდ სჯობს...
    მწყინს ლიპო, რადგან მაგ ფიქრით ვერ გაიზრდები ამ საქმეში, წაიკითხე მაინც დალოცვილო მსოფლიოს "წამყვანი" პოეტები...
    აჰა შენ ბატონო პაპუნავ, http://litklubi.ge/wevrebis-nawarmoebi/poezia1/5997-me-da-sen-merto.html
    არაა ძმა ეგ ვერლიპრი ეგ პროზაა რომელიც ლექსად გინდა გაასაღო:)
    რატოა უბედურება, ვერლიბრი როა მიტო :)))
    თან მე ლიპო ვ არ ვარ ლიპოა სწორი ფორმა:):):):)
    ყველაზე დიდი უბედურება იცი რა არის ძმა შენი ლექსები რომ მოგწონს 1-2 გარდა
    მაჩვენეთ ლექსი, რომელიც კარგია და ცუდად მაქვს შეფასებული და ვტოვებ სამუდამოდ საიტს.

    ლიპოვ, მარტო ჩემი ლექსები არ მომწონს, თორნიკე ხურციძისიც მომწონს ორი და გოჩა ხოსმაზარაშვილის ერთი :)))

    კაი რა, კაი!!!
    კარგი, ცუდი იყოს,გადასაგდები და უვარგისი, არაფრისმთქმელი ნაწერი, მაგრამ რატომ წერთ (ხშირად,ძალიან ხშირად და უხეშად მხვდება თვალში თქვენი კომენტარები,) ამდენ უარყოფით შეფასებას? მაშინ იქნებ თავადაც დაკონკრეტდეთ ხოლმე?
    ნინო ღლონტს დავეთანხმები:)
    ნინი ზურიკელას ლექსისა რა მოგახსენო მგონი ცოტატი მეტი გირებულება კი აქვს:)) პაპუნასტვის მხოლოდ მისი ლექსებია პოეზია და მეც აგარ ვეკამატები:)მადლობა ყველას
    კაი რა. მარტო მე რატო მხვრიტავს ყველა კომენტარებისთვის? მოდით მაშინ და ვიდავოთ თუ რატომ არის კარგი, ამიხსენით გთხოვთ...
    ბატონო პაპუნავ, ეს რა სენით დაავადებულხარ? (ბოდიში, მაგრამ ასეა) ყველას უარყოფით კომენტარებს,რატომ უწერთ? თუკი არ მოგწონთ,ესათუ ის ნაწარმოები, (რაშიც ეჭვი მეპარება)შეგიძლიათ, თქვენი უარყოფითი ემოციები დამალოთ მაინც.:)) ხოლო რაც შეეხება ლექსს, მე ვამბობ ,რომ ავთო ყოველთვის კარგად წერს და არც ახლაა გამონაკლისი! ++ დავტოვე აქ
    არ გეწყინოს ლიპო, მარა ზურიკელას ლექსი გამახსენდა :)))

    მომეწონა .........
  • 3
  • ნინო ღლონტი
  • 2013-02-09 23:24:07
  • მე მომეწონა ლექსი, არ ვამბობ, რომ ტექნიკურად და აზრობრივად მაღალ საფეხურზე დგას, მაგრამ ლექსს არც აქვს ამის პრეტენზია ვგონებ, თავის სათქმელს ამბობს რაც მთავარია.

    +
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-09 23:16:20
  • ლიპო, ნამდვილად ვერ დგას ეს კონკრეტული ნაწერი - წინა ნამუშევრების სიმაღლეზე.

    ძველი ხომ არაა?
  • 1
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-09 21:40:51
  • მიკვირს, უბრალოდ, ლიპო - როგორ ხდება რომ კარგი ნაწერების შემდეგ მიეწყობა და თითქმის ერთი-ორ ჩემთვის მოსაწონ ფრაზას თუ ვიპოვი ხოლმე მხოლოდ. (მომავალ კარგ ნაწერამდე).

    რაღაც, ძალიან ბავშვური ნაწერია ეს კონკრეტული. ბავშვური იმ მხრივ, რომ "ეს ასე მოხდება, ის - ისე, ის - ასე". ხედვის სიმწირე ჩანს, ჩემი აზრით. სამყაროს რომ ააწყობენ თავის გემოზე. იმედია, სწორად გადმოვეცი და სწორადვე გამიგებ.