უერთმანეთობა(გაგას) ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-02-11 00:22:55
579/33

როგორ ვკაცობდით,ვდიდგულობდით,არ გვეშინოდა,
მთელი ბავშვობა ერთმანეთის გვერდით გავლიეთ,
ერთად გვეძინა,ერთად ვჭამდით,ერთად გვციოდა,
და ეს სამყარო ორივესთვის იყო გალია.
მერე შენ ერთხელ,სხვათაშორის თქვი,რომ მიდიხარ,
თქვი რომ დაგღალა ამ ქალაქმა,ამ უაზრობამ.
რომ თბილ თბილისზე,ნაღდ თბილისზე მხოლოდ მითიღა
დარჩა და მთელი ეს ქვეყანა გახდა ბაზრობა,
სადაც სულებით ვაჭრობაა მთავარი კრედო,
ყველა ჩვენნაირს უპირებენ სადაც გაყიდვას,
მაგრამ შენ მაინც ორჭოფობდი,სანამ წახვედი
ბევრი იტირე,მერე ძმურად ხელი ჩამკდე
და ასე ერთად მოვიარეთ,მთელი ქალაქი,
მაშინ როდესაც მუდამ ფხიზელ მტკვარსაც ეძინა,
მერე ნივთები მოაგროვე და ჩაალაგე...
მიწა მიგქონდა ერთი მუჭა,ჩვენ გაგვეცინა.
მეორე დილით შენ წახვედი და მე დამტოვე
ბაქანთან,მერე დრო არც ისე ნელა გავიდა,
მე არ ვიმჩნევდი უშენობას,არც სიმარტოვეს,
გზებს დავყვებოდი უდარდელად,მხოლოდ თავიდან...
შემდეგ კი დღეებს მონატრება შეუჩნდათ სენად,
ერთ დღესაც გზაში მომახალეს\"მოგიკვდა მუხბე\"
მე გავიქეცი,შენ გეძებდი ტირილით,ქშენით
და იმის შემდეგ ძლივს დავათრევ მოკვეთილ მუხლებს.
შენ წახვედი და დამიტოვე მძიმე ლოდინი,
ბაქანთან ვდგები შიგადაშიგ,გაუაზრებლად,
მაგრამ თბილისი მაშინდელზე კარგი როდია,
უფრო მომრავლდა ამ ქალაქში, მუხბე, ბაზრები.

მე აღარ გელი,შენ მელოდე, აწი, ბაქანთან!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ტკივილიანი ისტორიაა,მაგრამ ძალიან კარგი ლექსია და შენც შესანისნავად კითხულობ!
    რაღაც საოცარ ემოციას ტოვებს .... ++ გავსებს და თითქოს დაფიქრებას გაიძულებს .... ++
    მიწა მიგქონდა ერთი მუჭა,ჩვენ გაგვეცინა.

    აი აქ ყველაზე კარგად ურტყამ ავტორო, ნიჭიერი ჩანხარ და წარმატებები.

    ++
  • 29
  • მარი თორია
  • 2013-03-20 00:33:13
  • არ ვიცი,მითქვამს თუ არა,ჰოდა ახლა გეუბნები,ეს ყველაზე მაგარია,მათ შორის რაც კი მე წამიკითხავს შენებიდან.სულში შემოაღწია და დარჩა...
    გილოცავ თავფურცელს
    რა კარგია ... ++
    ვგიჟდები ამ ლექსზე.
    შენ წახვედი და დამიტოვე მძიმე ლოდინი,
    ბაქანთან ვდგები შიგადაშიგ,გაუაზრებლად,
    მაგრამ თბილისი მაშინდელზე კარგი როდია,
    უფრო მომრავლდა ამ ქალაქში, მუხბე, ბაზრები.

    მე აღარ გელი,შენ მელოდე, აწი, ბაქანთან!

    გულში დამიარა :X მადლობა ავტორს და წამატებები! :))))
  • 25
  • ნინო გრიგოლია
  • 2013-03-14 00:30:20
  • "შემდეგ კი დღეებს მონატრება შეუჩნდათ სენად,
    ერთ დღესაც გზაში მომახალეს"მოგიკვდა მუხბე"
    მე გავიქეცი,შენ გეძებდი ტირილით,ქშენით
    და იმის შემდეგ ძლივს დავათრევ მოკვეთილ მუხლებს."
    სულისშემძვრელია, დამამუნჯებელია. გავუცდი. და ფინალი? არ ვიცი რა ვთქვა, მძაფრი ემოცია დამეუფლა
    რა უნდა ითქვას... დიდი ლექსია..დიდებული! ვუერთდები მილოცვას.
    ლიპო გილოცავ თავფურცელს :))) წარმატებები. კარგი ლექსია ნამდვილად!
    ++ :(:(
    მეჩვენება რომ ვერავინ ჩაწვდა ამ ლექსის იმ აზრს, რომელიც მასში დევს, რა კონტექსტშიც გაიგეთ, იქაც მაგარია, მაგრამ პოეტი მგონი სულ სხვას გვთავაზობს, ვიდრე გარედან ჩანს,ძალიან მაგარია იმითაც რომ ძალიან სადად იკითხება და ამავე დროს ძალიან ღრმაა... გიქებ პროფესიონალიზმს. + უდაოდ.
    ......++ ;)
  • 19
  • ცირა კბილაძე
  • 2013-02-14 04:40:00
  • ++.........
    უმაგრესი ლესქია.ბრავო!
    მომეწონა და კარგი ლექსია ნამდვილად.

    ერთი რაც მინდა ვთქვა, "თბილი თბილისი" თუ სწორად მახსოვს, ადრეც შემინიშნავს აქ და საერთოდაც, არც ისეთი ეპითეტია, გამეორებად ღირდეს.
    თუ ვცდები მეორედ წაკითხვასთან დაკავშირებით, მიმაქვს ჩემი სიტყვები უკან.
    თუმცა, ისედაც ამ აზრზე დავრჩები.
    წარმატებები და ჩემი წილი პლიუსი.
    ჩემი ძმა...ბრავო მუხბე...უძლიერესია...:) :) :)
    გამიხარდა ასეთი კარგი პოეტი რომ გიპოვეთ.:)
    ძალიან მომეწონა ეს ლექსი და ყველაფერს წავიკითხავ თქვენსას, მიუხედავაად იმისა, პეოზიას თითქმის არ ვკითხულობ, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ კარგი პოეტია :)

    პატივისცემით, ტენდი
  • 14
  • თამო ლაფერაძე
  • 2013-02-11 19:48:50
  • მე აღარ გელი,შენ მელოდე, აწი, ბაქანთან!

    პლუსი, ცხადია. :)
    ძალიან კარგია ++
    კარგია ,მომეწონა ++
  • 11
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-02-11 16:38:11
  • "მიწა მიგქონდა ერთი მუჭა,ჩვენ გაგვეცინა." ++
  • 10
  • გვანცა ერაძე
  • 2013-02-11 16:23:59
  • მოწონების მეტი რა შეიძლება გამოხატო აქ ადამიანმა...ყოჩაღ, ნამდვილად...
  • 9
  • მაია ჭელიძე
  • 2013-02-11 13:58:03
  • შესანიშნავი ლექსია!+++
    ძალიან კარგია++
  • 7
  • რომანტიკოსი
  • 2013-02-11 06:56:12
  • დიდი და ნაცნობი სევდაა :(:(:(
  • 6
  • ლევან დევაძე
  • 2013-02-11 03:45:29
  • გაიხარეთ

    +
  • 5
  • მარი თორია
  • 2013-02-11 01:08:29
  • უკვე მეორედ და მაინც იგივე განცდით წამეკითხა...
    ვაფასებ ავტორის ნიჭსა და გულწრფელობას პოეზიაში!
    წევიღე სიმონ რჩეულებში... ++
  • 3
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-10 16:14:06
  • აჰა, აგერ, ბატონო.
    ეს შენ ხარ, ლიპო.

    ++
  • 2
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-10 13:50:51
  • აუ. მომკლა ფინალმა ცალკე. :(

    დინამიურად გადმოცემული ტკივილი. თითქმის ვერ ამოვისუნთქე კითხვისას.
  • 1
  • ნინო ღლონტი
  • 2013-02-09 23:10:43
  • აქ იმდენად დიდი ნიჭია, მართლა გულწრფელად მინდა სხვა ლექსის მუსიკის ნასახი არ იყოს თქვენს ლექსში, იმდენად თქვენეულად შეგიძლიათ წერა, საკუთარი ხელწერით.

    ეს ლექსი მომეწონა მაშინაც და ახლაც.