ვეღარ გცნობ... ბექა ქებულაძე
პოეზია
2013-02-16 00:28:05
71/6

საღამო მშვიდია, მშვიდია დაისიც,
ღრუბელმა მოქსოვა ბადე და ვხვდები რომ,
კითხვების მაგივრად წერტილი დამისვი
და წარბი ამისთვის არ შემახრევინო.
მომკვეთე თავი და სული და ფეხები,
კიდევ ერთ წელიწადს ჩაითვლი მალე და
მე კიდევ გაყინულ თითებით ვეხები
შენს სურათს.. (თვალებს რომ შემორჩათ გარედან).
დავმდგარვარ ამ ტყეში ნაღვლიან ხესავით
და ხელებს ტოტების ფუნქციას ვუთავსებ.
ვერ ხვდები, რა შუღლს და რა ბოღმას თესავენ?!
გყიდიან ოცდაათ ვერცხლზე და ხურდაზე...
გაქაფულ ნაპირზე სეირნობს ინფანტა
და დილის ნეგატივს ითავსებს დაისი.
იმედსაც ვიტოვებ და დარდსაც ვიფანტავ,
იმედს, რომ წერტილი დროებით დამისვი.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 6
  • თამარ ნინიძე
  • 2013-04-27 11:02:03
  • ბევრი საინტერესო სტრიქონია... სასვენი ნიშნები ჩაასწორე ცოტა :)
    მომეწონა..............
    პირველ ორ სტროფში მეორე ხაზის მანერა რომ გაგრძელებულიყო იდეალური იქნებოდა
  • 3
  • მარი თორია
  • 2013-02-16 01:53:34
  • უფრო ლაკონურად რომ გეთქვათ,აჯობებდა.
    მომეწონა რაღაცები,ამიტომ +
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-15 19:19:41
  • ბოლოსკენ გაფუჭდასავით ტექსტი.
    უადგილო ფრაზები შემოერია, ჩემი აზრით.

    არ არის ცუდი ტექსტი.

    +
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-15 11:35:24
  • ბექა, შემდგარი ნაწერია. უბრალოდ, აზრობრივად ვერ მოვუნახე კავშირი დანარჩენ ყველაფერთან ბოღმის,შურის თესვისა და ოცდაათ ვერცხლად გაყიდვის მომენტებს.