)შვილს( ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-02-21 01:03:29
107/15

რას დაგიტოვებ როცა წავალ?! ალბათ, – ვერაფერს,
ან უფრო სწორად – დიდს ვერაფერს, მხოლოდღა სახელს.
ანუ – კაცობას და ავყვები ვიწრო დერეფანს,
ცამდე რომ ადის. შენ კი ეტყვი სუყველა მნახველს –
ვინც ჩემ სატირლად, ჩემს საფლავზე მოვა ხანდახან,
რომ მამაშენმა დაგიტოვა ის რაც მამაშენს
შესაბამისად, – მამისგანვე ერგო ანდერძით.
რომ ამაყი ხარ და რომ აზრი არ აქვს დანარჩენს...
რომ სხვა ყველაფერს დროსთან ერთად ფერი უქრება...
ღმერთიც კი ზოგჯერ უფეროა, როგორც – ჰაერი...
რომ შენ ღმერთი ხარ შენი თავის და გაქვს უფლება
თან გიხაროდეს, თან გტკიოდეს და შენნაირებს
ცაში ეძებდე, რადგან ცაა თავისუფლება!

მე ჯერაც აქ ვარ. იმედია, – არც ისე მალე
მომიწევს წასვლა... მანამდე კი მიგულე გვერდით.
მე ვზიდავ შენს ჯვარს, ვიდრე მუხლებს ეყოფა ძალა,
სანამ ჩემნაირ – ვითომ პოეტს მოითხოვს ღმერთი.
შენთან მიგულე!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ეს ჩემი უსაყვარლესი ლექსია
    მუშვან მაარე ))) კარგი ხარ!!
    გენაცვალე ++
    მითხრეს სკოლაში "ტვინიკოსი" იყოო :) ბევრგან ეთქვათ ასე..
    ძალიან კარგი ლექსია უმაგრესია წარმატებებიი :))

    მე ვზიდავ შენს ჯვარს, ვიდრე მუხლებს ეყოფა ძალა,
    სანამ ჩემნაირ – ვითომ პოეტს მოითხოვს ღმერთი.---- განსაკუთრებით ეს სიტყვებია მაგარი ბრავოო :))
    ძალიან მომეწონა. გამიხარდა რომ აქ ასე კარგი ლექსი დამხვდა ++
    მეტი მკითხველი სჭირდება ამ ლექსს!
    მაგარია ძმა!!!
  • 7
  • რომანტიკოსი
  • 2013-02-22 03:45:58
  • ძალიან ძალიან მომეწონა
    კარგი ხარ! ++
  • 5
  • გვანცა ერაძე
  • 2013-02-21 22:47:28
  • ყოჩაღ, არ ველოდი ავტორისგან ამას (კარგი გაგებით)...
  • 4
  • თეთრი პოეტი
  • 2013-02-21 02:25:45
  • აქც დავწერ რომ უძლიერესი ლექსია
    მე ვზიდავ შენს ჯვარს, ვიდრე მუხლებს ეყოფა ძალა,
    სანამ ჩემნაირ – ვითომ პოეტს მოითხოვს ღმერთი.--მაგარია. და საერთოდაც, ჩემს შვილებსაც ამას ვუტოვებ მხოლოდ. აუცილებლად გადავიწერ. +++
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-20 21:51:16
  • ლიპო,
    სასვენი ნიშნების მხრივ მეტნაკლებად მოვაწესრიგე ტექსტი. (იმედია, არ მიწყენ – დაუკითხავად რომ..).

    "რომ" კავშირის სიმრავლე არ მომხვდა დადებითად.


    +
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-19 21:38:41
  • ლიპო, გენაცვალე.

    ყოველი სტრიქონი იგრძნობა კითხვისას უკვე შენთან.

    აი,ამ ლექსს დაუტოვებ 200 წლის მერე. აი,ამას.