გეხება ნინო ქოქოსაძე
პოეზია
2013-02-27 10:31:24
100/9

ეს ყველაფერი შენ გეხება!
ჰო, შენ!
გეხება!
შენ -
ვინც თანდათან კარგავ შეხებას -
(რა ნიკოფსია, რის დარუბანდი)
აფხაზეთიდან - ჯავახეთამდი!
შენ კარგავ!
კარგავ!
კარგავ სმენას!
კარგო, სხვაგვარად-
უსათუოდ გაიგონებდი,
როგორ ჩაცხრილეს სულ ახლახანს,
უსასტიკესად,
რობაქიძის და გირგვლიანის ლეგიონები!
ასეა! მორჩა!
თვალის ჩინიც მაშინ დაკარგე-
ემიგრანტების ვერ შენიშნე როცა ცრემლები,
როცა მხრებიდან სამხრეებივით
აგადღლიზეს მათი ხელები!
.........................
და ნუთუ ბოლოდ -
პირის გემოს იტოვებ მხოლოდ?!



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
  • 9
  • ხატია ინჯგია
  • 2013-03-27 13:47:58
  • ასე მოკლედ ნათქვამი სიმძიმე..ძალიან იმოქმედა +++ბევრი
  • 8
  • anuki
  • 2013-03-06 16:12:28
  • მაქსიმუმი მეც დავტოვე ნინო.
    ნ ი ნ ო ++
  • 6
  • გიო საჯაია
  • 2013-02-28 01:54:16
  • კი მეხება, ნინო, კი. მოკითხვა შენ, ჩემგან.
    ჩემი მაქსიმუმი დავტოვე აქ!!!
    ჩემი აზრით კი მარტო ასეთები რჩება დროს. :) +
    ვეთანხმები ზემორე კომენტარებს, მაგრამ, მგონია რომ ასეთი ლექსები დროსთან ერთად წავა
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-26 21:17:37
  • ზედმეტი სიტყვების გარეშე თქმული და დანახული.

    ++
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-26 18:02:36
  • აუუუუუუუუუუჰ

    დაიარაა ძვლებში.

    ქ-ნო ნინო, როგორი დიდი სიამოვნებით მივახლიდი ამ ლექსს ყველა დაბრმავებულს და დაყრუებულს, რომელსაც ყველა გრძნობა დაბლაგვებია მართლაცდა პირის გემოს გარდა....ჰმ!!!!!!!!!!!!