სიჩუმე.. ანა პაპოშვილი
პოეზია
2013-02-28 01:18:57
106/22

სიჩუმე..
მე ვცეკვავ..
ჰაერი გოგმანობს.

მზე მხედავს,
ვუღიმი..
მეუხერხულება..

თვალები..
უცრემლო?
გაზაფხულს არ ახსოვს..

მარტივით აშლილი,
თმა მეურჩება.

მიყურე,
ხელები უკრავენ
ანნას ვალს..

ხო, ზოგჯერ ბემოლი
ბეკარად ვკნინდები..

და თუ მე დაგერთვი
ტაქტის წინ ხანდახან,

ხედავ , რომ უბრალოდ,
უდავოდ გჭირდები..

სიცხადე,
მომსგავსო
სიჩუმის სადარად..

რატომღაც თებერვლის
ერთ ღამეს ვამსგავსე.

მიყვარხარ პაუზავ,
ჩართულო ქარაგმად.

ხანდახან წამიერ
ფიქრებს , რომ
მაფარებ..

მიყურე
მივდივარ..
ჰორიზონტს გადაღმა..

მარტივით
მარტივად
შეშლილი ცრემლებით..

სიჩუმე ..
მივდივარ..
ბემოლი ბეკარად,

შენსავით, უშენოდ..
ბგერნაკლულ ლექსებით..



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    ძალიან კარგია+2
  • 21
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-04-17 20:48:58
  • ძალიან დიდი მადლობა არჩილ <3 ძალიან დიდი სტიმულია :) წარმატებები ასევე
    მიყურე,
    ხელები უკრავენ
    ანნას ვალს..

    ხო, ზოგჯერ ბემოლი
    ბეკარად ვკნინდები..


    ++

    ჩემი ფავორიტი პორტალზე :)))


    შენ დიდი ავტორი გაიზრდები

    :)))წარატებები
  • 19
  • ნინო გრიგოლია
  • 2013-03-13 19:18:12
  • რაღაცნაირია, :)) ლამაიზი და კარგი.არ ვიცი რა ვთქვა.მომეწონა
  • 18
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-03-06 19:59:49
  • დიდი მადლობა.. მიხარიაა :***
  • 17
  • ლაშა ბიბიჩაძე
  • 2013-03-06 19:57:35
  • ძალიან მომეწონა++++++++++++
  • 16
  • ზაზა გაბეჩავა
  • 2013-03-06 06:39:18
  • დავტოვე პლიუსები.

    კარგებია და წარმატებები

    +2
  • 15
  • ანა პაპოშვილი
  • 2013-03-05 16:11:08
  • დიდი მადლობა : **
  • 14
  • ანე ბრან
  • 2013-03-05 15:16:08
  • მმმე მმმმმომწონს :)))
    იქნებ ოდესმე შენც შეხვდე ჰორიზონტს,
    გვერდში დაიყენო ველური ქარები.
    შედი მზის გულში ნუ მოგერიდება,
    შეგრცხვება? უბრალოდ დახუჭე ტვალები!
    ყველაპერი კარგად გავიგე,
    ბრავო
    :)როცა შეგიძლია შენ შენი ლექსიკონი შექმნა არ მოერიდო..იმუშავე ასეთ სიტყვებზე, ეს კარგია... უფრო მეტი მოგიწონებს, ვიდრე დაგიწუნებს :* შენ ფაქტია ქმნი შენს თავს ლექსებით... შენი სტილი გაქვს და არ შეცვალო შენი თამამი წერის სტილი :) შენ ძალიან კარგი გოგო ხარ :) ვიცი რომ დიდ განაცხადებს ვნახავ შენს პოეზიაში *
    მიუხედავად იმისა რომ ავტორს კიდე უფრო ბევრი მუსაობა სჭირდება ტექსტებთან, მაინც მიტოვებს ნაწერი იმის თქმის უფლებას რომ ურიგო არ არის.

    ხო, ზოგჯერ ბემოლი
    ბეკარად ვკნინდები..

    და თუ მე დაგერთვი
    ტაქტის წინ ხანდახან,

    ხედავ , რომ უბრალოდ,
    უდავოდ გჭირდები.. :)))
  • 9
  • გვანცა ერაძე
  • 2013-02-28 20:59:47
  • ზრდა მომწონს... ძალიან მოინდომე ხოლმე ანა. :))
    გენაცვალეეე : *** დიდი მადლობა ჩემო კარგო.. შენც ასევეე.. :**
  • 7
  • დეა გვარამია
  • 2013-02-28 17:55:58
  • ანაააა როგორ მიყვარხარ გოგოო:* უდაოდ კარგი ლექსია...მაგრამ ზოგ ადგილას მუსიკა გამექცა
    + წარმატებები
    "მეხურეხულება" -მზის შემოხედვა მეუხერხულა.. ვინმეს მზერი გამო თავი უხერხულად არ გიგრძვნიათ? :)

    სიცხადე,
    მომსგავსო
    სიჩუმის სადარად.. -- სიცხადე , რომელიც სიჩუმეს ჰგავს და ედრება..

    "მარტივით
    მარტივად
    შეშლილი ცრემლებით.." ამ ლექს როცა აქ ვდები ზუსტად ვიცოდი , ამ მონაკვეთის შესახებ თქვენი აზრი.. თუმცა ვფიქრობ , რომ ლექსს მაინც უხდება :)

    "ბგერნაკლულ ლექსებით. " ვერ მივხდი რატომ გადმოიტანეთ, ალბათ ერთ-ერთ ლექსში , რომ მაქვს გამოყენებული იმიტომ?!



    ყველას ძალიან დიდი მადლობა.. თქვენც წარმატებები ჩემო კარგებოო :***
    კარგი გოგო ხარ :) ++
    ანნაა ძალიან საყვარელი ხარ ... წარმატებები ჩემო კარგო ++
    ++ უდაოდ. ლამაზად ჩამეკითხა
  • 2
  • ირაკლი ყურუა
  • 2013-02-27 22:36:30
  • პლ(ი)უსი.

    +
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-02-27 19:11:01
  • ანასთან ვფიქრობ საგრძნობი ზრდააა.

    მაგრამ, არის ამ ნაწერშიც სიტყვები, რომელთა უკეთესი შესატყვისით შეცვლაზე ვიფიქრებდი პირადად მე. მაგ: გოგმანობს ამ კონკრეტულ კონტექსტში რამდენად მოიხდინა ლექსმა-არ ვიცი.

    მეუხერხულება-ს რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს ამ მონაკვეთში?

    მარტივით აშლილი,
    თმა მეურჩება
    -ამ მონკვეთის მეორე სტრიქონი,მთლიანად ნაწერში "აღებულ" რიტმს,არღვევს თითქოს.

    სიცხადე,
    მომსგავსო
    სიჩუმის სადარად..
    -აქ აზრის ამოტნა გამიძნელდა.

    მარტივით
    მარტივად
    შეშლილი ცრემლებით..
    -მარტი-მარტივი იმდენად ხშირად შეგვხვედრია უკვე, რომ ვფიქრობ, ყველა ავტორი უნდა ერიდოს ამ სიტყვათთამაშის გმოყენებას შეძლებისდაგვარად.

    ბგერნაკლულ ლექსებით. - ეს რატომ გადმოვიტნე, თავადაც მიმიხვდებით.