აკროსტიქი ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-03-19 02:02:00
50/4

ს-იყვარულის აქ არავის სჯერა,
ო-რი გულის სინქრონული ფეთქვის,
ფ-რთებშესხმულებს როგორ დაგიჭერენ,
ო-ცნება თუ გალაქტიკებს ერთვის?!

მ-ე მიწაზე,რა მაჩერებს ნეტავ?
ი-ს რომ შენი თვალებიდან ვთბები
ყ-ველაფერი მაშინ დამებედა,
ვ-ერგაფრენილს,რომ მათხოვე ფრთები.
ა-რა მართლა,ეს რა მზერა გქონდა?!
რ-ოგორ მოხდა?სული ხორცზე მეცვა,
ხ-ო და ჩემო იმის შემდეგ ვბოდავ,
ა-ხლა უფრო ახლოს არის ზეცა.
რ-ოგორ მოხდა?სული ხორცზე მეცვა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    მ-ე მიწაზე,რა მაჩერებს ნეტავ? ი-ს რომ შენი თვალებიდან ვთბები ყ-ველაფერი მაშინ დამებედა, ვ-ერგაფრენილს,რომ მათხოვე ფრთები. ა-რა მართლა,ეს რა მზერა გქონდა?! რ-ოგორ მოხდა?სული ხორცზე მეცვა, ხ-ო და ჩემო იმის შემდეგ ვბოდავ, ა-ხლა უფრო ახლოს არის ზეცა. რ-ოგორ მოხდა?სული ხორცზე მეცვა.
    კარგი ლექსია ++
    ვულოცავ სოფოს. ბოლო ხაზმა გამაჟრჟოლა ++
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-03-17 14:50:03
  • ძალიან, ძალიან რთულია აკროსტიქის შექმნა ისე, რომ არ დაგიტოვოს ხელოვნურობის შეგრძნება.

    ამის "გასარკვევად" ასეთ ხერხს მივმართავ–ხოლმე,

    სიყვარულის აქ არავის სჯერა,
    ორი გულის სინქრონული ფეთქვის,
    ფრთებშესხმულებს როგორ დაგიჭერენ,
    ოცნება თუ გალაქტიკებს ერთვის?!

    მე მიწაზე,რა მაჩერებს ნეტავ?
    ის რომ შენი თვალებიდან ვთბები
    ყველაფერი მაშინ დამებედა,
    ვერგაფრენილს,რომ მათხოვე ფრთები.
    არა მართლა,ეს რა მზერა გქონდა?!
    როგორ მოხდა?სული ხორცზე მეცვა,
    ხოდა, ჩემო იმის შემდეგ ვბოდავ,
    ახლა უფრო ახლოს არის ზეცა.
    როგორ მოხდა?სული ხორცზე მეცვა.

    აი,ასე ვკითხულობ....

    მგონი, ბუნებრივად იკითხება. ლამაზი და უპრეტენზიო ნამუშევარია.