*** ლიპო ლიპარტელიანი
პოეზია
2013-03-26 03:48:17
48/6

მე ვზივარ ოთახში და ცხვირწინ კარია,
ღამეა,ფანჯრებთან წყვდიადი ხმაურობს,
ჩემში ყველაფერი ვნებამ გადარია,
თვალებში მეტყობა ამ სახლის აურა.
ოცნება წამიერ ღიმილს აეკიდა,
სისხლი,ვერმორჩენილ მხრისძირას მაწვება.
თვალი გავუსწორე სარკეს,მომერიდა
და გულში დავთვალე ტანთხელი ნაძვები.
ასეა ყოველთვის,იგივე სცენარით,
მე ვთრგუნავ ჩემს თავში ფრთებშესხმულ არსებას,
დავთვალე ჩემს ირგვლივ სუყველა მცენარე,
ყელში ამოვიდა და ღუზის ჩაშვებას
დავიწყებ ნელ-ნელა,სანამ შორს შევცურავ
და სანამ ჩემს ტყესაც იპოვის მეტყევე.
უსულო საგნებიც დარდობენ მერწმუნეთ,
ზოგჯერ ხმელი ხეა,ბევრ კაცზე მეტყველი...
მე ვზივარ ოთახში და ცხვირწინ კარია,
ღამეა,ფანჯრებთან წყვდიადი ხმაურობს,
ჩემში ყველაფერი ვნებამ გადარია,
თვალებში მეტყობა ამ სახლის აურა.



  • კომენტარის დატოვება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს!
    
    გულწრფელად წარმატებებს გისურვებთ :)
    უკეთესები შეუძლია ამ ავტორს
    კარგი ლექსია ++
    სხვა ნაწერევთან შედარებით მოისუსტებს მაგრამ საერთო Fონზე კარგია,
    თვალებში მეტყობა ამ სახლის აურა. - მაგარია
  • 1
  • ნათია პაპიძე
  • 2013-03-25 00:19:25
  • კორექტურა იყო ბევრი, ლიპო და ვეცადე ჩამესწორებინა. თუ რამ გამომრჩა– ბოდიში.

    ჩემში ყველაფერი ვნებამ გადარია, –არ მოვიდა ეს სტრიქონი კარგად ჩემამდე.

    აზრი გასაგებია, განწყობაც მომეწონა, ლიპო, მაგრამ, ცოტა არიყოს, ლექსიკურად მოსამდიდრებელი მეჩვენა ლექსი. გადახედე მაგ თვალით. ერთი–ორი სიტყვა ხშირად გამეორდა და ვიფიქრებდი სხვა შესატყვისის მოძებნაზე.